ალფა ჩუმად იჯდა დივანზე და მის ხელებს დაშტერებოდა, არაფერი ჰქონდა სათქმელი, არ იცოდა რისი უფრო ეშინოდა, რომ ჰოსოკს ვეღარასდროს ნახავდა თუ იმის, რომ მის წინ მდგარ ომეგას, რომელსაც აქამდე მეგობრად თვლიდა, მისი მოკვლა შეეძლო.
სწორედ ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. იუნგიმ იცოდა, რომ თუ ჰოსოკის გვერდით რომელიმე ომეგა ოდესმე გამოჩნდებოდა, ჯიმინი მათ უბრალოდ იშორებდა, ჯერ ფულით, თუ არ ამართლებდა კი უბრალოდ ფულს უხდიდა ხალხს, რომ ის ომეგა გაექროთ.
- რაღა მაინც და მაინც ჩემს ალფას 'გაუმართლა' და ორი ჭეშმარიტი ჰყავს?- ყვირიან გაბრაზებული, მაგრამ იუნგი თავს არ წევს. თავის აწევის გარეშეც ხედავს, რომ ჯიმინი იქით-აქეთ დადის და მისი ხმითაც ხვდება, რომ ის მართლაც გაბრაზებულია. როცა დაურეკა და მოსთხოვა ჩემი და ჰოსოკის ბინაში მოდიო, გაოცებული, მივიდა, ეგონა რომ ხმიდან გამომდინარე, რაღაც მოხდა...
მოხდა კიდეც. ნამჯუნმა ენა ვერ გააჩერა. ჯიმინმა უკვე იცოდა, რომ ის ჰოსოკის ჭეშმარიტი იყო, ისევე როგორც თავად.
- არადა მართლა ერთადერთი იყავი, რომელთანაც კარგი მეგობრობა მაკავშირებდა.- იუნგი თავს წევს და ომეგას აშტერდება. ასეც იცოდა, მის მოშორებას აპირებენ, თუ თავისი ნებით არ წავა, უბრალოდ მოკლავენ.
- შეიძლება ბოლოჯერ ჰოსოკი ვნახო?-ჩურჩულებს. გული ყელში ეჩხირება, საკუთარი გულის ბაგა-ბუგი ყურებში ჩაესმის, არაა მზად სიკვდილისთვის... მისი დაცვა სადღაც ჯანდაბაშია ან კი ვინ დაიცავს, როცა ჯიმინს მისი ოჯახის ფულით ნებისმიერის მოსყიდვა შეუძლია?
- არა. - კბილებში ცრავენ. იუნგის კი გული ეკუმშება, კანკალის დამალვას ცდილობს, მისივე მუხლებს აფრინდება.- შენს მოკვლას არ ვაპირებ... ჯერ-ჯერობით.
იუნგი ცოტათი ეშვება და ჩუმად, შვებით ისუნთქავს ჰაერს. რამდენჯერ მოასწრებს ჰოსოკის ნახვას, სანამ თავში ტყვიას დაახლიან? ალბათ, რამდენჯერმე.

ESTÁS LEYENDO
Fox Hunting | SOPE
Romanceმელამ ნადირობა დაასრულა, მაგრამ ახლა დროა მელაზე ინადირონ... შიფი : ჰოსოკი X იუნგი ( ალფა X ალფა ! ) ეს მეორე ნაწილია, პირველი პროფილზეა, სახელი : Fox's Hunt.