- დილა მშვიდობისა.- ჰოსოკი ჩაის სვამს, როცა იუნგის ხმა ესმის და ტელეფონიდან თავს წევს, რომ ალფას შეხედოს.
- ჩემს სახლში სკოლის დღეების დილა არასდროს არის მშვიდობიანი.- ოხრავს ჰოსოკი და იუნგის თავიდან ბოლომდე ათვალიერებს.- გინდა, რომ გაიყინო? შენი გაციებაღა მაკლია, მინჯუნის მუდმივი გაციება არ მეყოფა.
- რა?- იბნევა იუნგი.
- დილა მშვიდობიანი არ არის. ოთხი... სამი... ორი... ერთი...- იუნგის თავიდან უკვირს, ვერ გაუგია რატომ ითვლის ჰოსოკი, მაგრამ როგორც კი ჰოსოკი ერთს ამბობს, ზედა სართულიდან ყვირილის ხმა ისმის.
- მამა მინჯუნმა ისევ სააბაზანო დაიკავა! ისევ დავაგვიანებ!
- ოთხი... სამი... ორი... ერთი...- ეცინება ჰოსოკს და ზუსტად ამ დროს გაბრაზებული მინჰო კიბეებზე ჩამორბის და ჰოსოკს შვილზე მზერა გადააქვს. - როგორ გეტყობა, იუნგი, რომ არ იცი, როგორ იწყება ჩვენთან დილა.
- მამა მინჯუნს რამე უთხარი! - აღშფოთებული უყურებს ჰოსოკს ბავშვი.
- იუნგი შხაპის მიღება მოასწარი?- ეცინება და იუნგის გაჰყურებს.- თუ არა, გირჩევნია ჩემი შვილი სააბაზანოდან გამოაგდო და შხაპი მიიღო, თორემ შხაპის მიღების გარეშე წახვალ სკოლაში.
- როგორ გამოვაგდო?- სულ იბნევა იუნგი.
- ფანტაზიას მოუხმე.- უცინიან და ჭიქას დგამენ. - მე კი წავედი, ჩემი სადამრიგებლო კლასი უნდა გავატყავო, გუშინ ბოლო გაკვეთილი გაუცდენიათ, რახან მე სკოლაში არ ვიყავი. ბავშვებს გამოყევი სკოლაში.
ეჩვენება, თუ ბავშვები შეატოვა? არა, არ ეჩვენება, ნამდვილად ასეა. ამას მაშინ ხვდება, როცა მინჰოს მომლოდინე მზერას ხედავს.
- ემ... - თავს იქექს იუნგი და ბავშვს დაჰყურებს.- როგორ გამოვაგდოთ შენი ძმა ?
- ეგ რომ ვიცოდე, მამის დასაძახებლად არ მოვიდოდი.- ბუზღუნებს პატარა ალფა. - მამა მას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს.

ESTÁS LEYENDO
Fox Hunting | SOPE
Romanceმელამ ნადირობა დაასრულა, მაგრამ ახლა დროა მელაზე ინადირონ... შიფი : ჰოსოკი X იუნგი ( ალფა X ალფა ! ) ეს მეორე ნაწილია, პირველი პროფილზეა, სახელი : Fox's Hunt.