საღამო ბავშვების გარემოცვაში უცნაურად მშვიდად გადის, ბავშვები ანიმეს უჯდებიან, იუნგი კი მხოლოდ ზოგჯერ გახედავს ხოლმე პრინცესა მონონოკეს და უმეტესწილად იმ ზღაპრის წიგნს კითხულობს, ასე ძალიან რომ უყვარს ამ ორ პატარა კატასტროფას.
იუნგის ეღიმება, როცა ახსენდება, როგორ მალავდა ყველაფერს, რომ მინჯუნი არ მისწდომოდა და არ გაეფუჭებინა, შემდეგ კი ლამის სიცილი უტყდება, როცა ახსენდება ჰოსოკის საქმიან ქაღალდებს როგორ ღეჭავდა პატარა მინჰო. მაშინ ჰოსოკი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა, რადგან მინჰომ ოც მილიონიანი კონტრაქტი გაუნადგურა.
ირგვლივ მიმოიხედა. ბიჭი, რომელიც ყველაფერში მილიონებს ხარჯავდა ახლა აქ ცხოვრობდა, მთებს შორის ჩაკარგულ, პატარა ქალაქში, პატარა აგურით ნაგებ, კომფორტულ სახლში... არა, იუნგის ეს სახლი მოსწონდა, ის რაღაცნაირად სიმშვიდეს იწვევდა და აფორიაქებულ გულს ამშვიდებდა, მაგრამ ვინმეს აქამდე რომ ეთქვა, ჰოსოკი ასეთ სახლში იცხოვრებსო, არავის დაუჯერებდა.
საბედნიეროდ, წიგნში არაფერი გასაოცარი არ ეწერა მასზე. იუნგის მაგივრად უნა იყო ნახსენები და ის ალფა პრინცის მეორე ჭეშმარიტი იყო, რომელმაც შეცდომა დაუშვა, პრინცმა ვერ აპატია და გადაიკარგა. იუნგიმ ნამჯუნის ამ წიგნიდან პირველად გაიგო, რომ ჰოსოკი ოდესღაც მასთან დაბრუნებას და დარჩენას აპირებდა, მაგრამ შემდეგ იუნგიმ შეცდომა დაუშვა... ჰოსოკი საავადმყოფოში მოხვდა და ალფამ სამუდამოდ გადაიფიქრა მასთან ყოფნა.
იუნგის ვიდეო მასალა ისევ თვალწინ უდგება და აჟრჟოლებს.
ათი რომ სრულდება, ბავშვები უთქმელად თიშავენ ტელევიზორს და დასაძინებლად მიდიან, მაგრამ მანამდე მინჯუნი ალფას მის ოთახში მიათრევს, რომ მისი წიგნები აჩვენოს, მაგრამ იუნგი წიგნების მაგივრად ბავშვის ოთახის კედლებს აშტერდება. ყველა კედელი ცისფერი და თეთრია, ღია ცისფერი საღებავით ღრუბლებია დახატული, ყველა ღუბელს კი ხელები და სახეეები აქვს გაკეთებული, ზოგი მომღიმარი, ზოგი გახარებული, ზოგი მომცინარი...

YOU ARE READING
Fox Hunting | SOPE
Romanceმელამ ნადირობა დაასრულა, მაგრამ ახლა დროა მელაზე ინადირონ... შიფი : ჰოსოკი X იუნგი ( ალფა X ალფა ! ) ეს მეორე ნაწილია, პირველი პროფილზეა, სახელი : Fox's Hunt.