- ჰიონ...
- შენი ხმა არ გავიგო.
- ჰიონ...
- ჰოსოკ, შენი ხმა არ გავიგონო-თქო!
- გთხოვ.
- არა.
- მეზიზღება!
- არ მაინტერესებს, შეჭამ! - იუნგის აშკარად დავიწყებული ჰქონდა, როგორი ბავშვი შეიძლება იყოს ჰოსოკი, როცა არ უნდა რამე შეჭამოს, განსაკუთრებით კი...
- არ შევჭამ! ბროკოლი საჭმელშიც მეზიზღება და ბროკოლის ფაფა?! სერიოზულად, იუნგი?! -აღშფოთებულმა ჰოსოკმა თეფშზე მწვანე მასას დახედა.
- დიეტაში წერია. მკიდია რა გეზიზღება, შეჭამ.
- მარკი თუ დამცინის და ამას სპეციალურად მიკეთებს, შენც უნდა შეუერთდე?- წუწუნებს სასოწარკვეთილი ჰოსოკი. ასეც იცოდა, რომ რახან არ ეჩხუბა, მარკი რამეს მაინც გაუჩალიჩებდა!
- მეტის ღირსი ხარ! ან შენით დაიწყებ ჭამას ან პირში ჩაგტენი!
ჰოსოკმა ერთი გახედა იუნგის და მისი გამომეტყველების შემხედვარემ ის მწვანე მასა, რომელიც ასე ძალიან ეზიზღებოდა, პირში გაიქანა. იუნგის ისეთი სახე ჰქონდა, ჰოსოკს რომ არ ეჭამა, მართლა პირში ჩატენიდნენ.
- მიაყოლე.- შეიცოდა ბოლოს იუნგიმ ნაწყენი ბიჭი და ფორთოხლის წვენი გაუწოდა, რაზეც ჰოსოკს თვალები გაუნათდა. ასე თუ ისე, ეს წვენი ამ უგემოვნო მასის გადაყლაპვაში მაინც დაეხმარებოდა.
მარკი აშკარად ეღადავებოდა, ჰოსოკს ორჯერ ამოურეცხეს კუჭი, ორივეჯერ დიეტაზე იყო, მაგრამ მეგობარმა ამჯერად ნამდვილად გაუბერა. მთელი კვირის მანძილზე ბოსტნეულის ფაფები?! თანაც როგორი... ასეთებს მინჯუნს და მინჰოს ორ წლამდე აჭმევდა. იუნგის კი არაფრის მოსმენა არ სურდა, თითქოს მარკთან იყო შეკრული, ამ საშინელ ფაფებს ტენიდა... სულ რაღაც 6 საათია საავადმყოფოდან გამოვიდა და უკვე უკან მიბრუნება უნდოდა.
- შენს გამო ბავშვებს ოთხივე გაკვეთილი გავუცდინე!
- დამიჯერე ბავშვებს გაუხარდებოდათ საგნების გაცდენა.- ეცინება იუნგის უკმაყოფილობაზე ჰოსოკს.- განა შენ არ იყავი ბავშვი? არ გიხაროდა მასწავლებელი გაკვეთილს რომ გიცდენდა?
![](https://img.wattpad.com/cover/281248492-288-k816011.jpg)
DU LIEST GERADE
Fox Hunting | SOPE
Romantikმელამ ნადირობა დაასრულა, მაგრამ ახლა დროა მელაზე ინადირონ... შიფი : ჰოსოკი X იუნგი ( ალფა X ალფა ! ) ეს მეორე ნაწილია, პირველი პროფილზეა, სახელი : Fox's Hunt.