¹⁵

803 117 468
                                    

- ჰიონ, ჯიმინი მართლა არაა ჯინის შვილი? - მაინც ვერ ითმენს ჯონგუკი და მაშინ ეკითხება, როცა ჰოსოკის სახლიდან სეულისკენ მიიწევენ.

- ჩვენს ლაპარაკს უსმენდი?- ოხრავს ომეგა და ფანჯარაში იხედება. უნდა აღიაროს, რომ ჯონგუკს მანქანა ნორმალურად დაჰყავს და არა თეჰიონივით გიჟურად. - კი, ჯიმინი ჯინის არაა.

- და ეს ბავშვი? - ჯონგუკი გახედავდა მის წამოზრდილ მუცელს, მაგრამ გზაზეა კონცენტრირებული.

- არც ეს.

- ამბობ, რომ ტყუილებს ვერ იტან, თუმცა ურთიერთობა და ოჯახი ტყუილებზე გაქვს აწყობილი.

- ამბობს ის, ვინც მთელი ცხოვრება იტყუებოდა.- თვალებს ატრიალებს ნამჯუნი.- შენ ჯონგუკ, მითუმეტეს, რომ არ გაქვს უფლება, რომ გამსაჯო.

- ჯი...

- ჯინმა თავიდანვე ყველაფერი იცოდა. მისი იდეა იყო ხელოვნური განაყოფიერება, როცა გაიგო რომ უნაყოფო იყო, ახლა კი მოკეტე და იმაზე ნუ ლაპარაკობ, რაც არ იცი. ეს ჩემი პირადი ოჯახის საქმეა და შენ საერთოდ არ გეხება. - უკვე ბრაზობს ნამჯუნი.

- მაგრამ იუნგისთან არაფერი თქვი.- იბნევა ჯონგუკი.

- მას ჩემი ოჯახის საქმე არ ეხება, ისევე როგორც შენ. საკმარისია რაც იცით!

- ბოდიში, ჰიონ...- ჩურჩულებს ჯონგუკი. ნამჯუნი ხმას აღარ ცემს და კომფორტულად  ეწყობა, რომ დაიძინოს. წინ ხუთ საათიანი გზა ელის.

ახსოვს როგორი შოკი ჰქონდა, როცა ანალიზების პასუხები მიიღეს. ჯინი ჩუმად იჯდა და მის ანალიზებს დაჰყურებდა, ნამჯუნი კი... სიმართლე რომ თქვას, არც ახსოვს სად იჯდა და იჯდა თუ არა, გათიშული იყო, თუმცა აზრადაც არ მოსვლია რომ ჯინის გარდა სხვისგან სურდა ბავშვი. ახსოვს ჯინი იხუტებდა და ეუბნებოდა, რომ აუცილებლად ეყოლებოდათ შვილი, მაგრამ ისიც ახსოვს, როგორ სურდა ეყვირა, ის შენგან მაინც არ იქნებაო.

ახსოვს რამდენიმე დღე როგორ არიდებდნენ ერთმანეთს თავს და როგორ უნდებოდა ტირილი მას ჯინის დანახვაზე. რამდენიმე წელი ცდილობენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა სულ ტყვილად. თავიდანვე ჯინი უნდა შემოწმებულიყო.

Fox Hunting | SOPEDove le storie prendono vita. Scoprilo ora