გაფრთხილება: სუიციდის მცდელობა.
მთელი დღე ისე გადის, რომ ჰოსოკი ზედაც არ უყურებს, იუნგიც თვალს არიდებს, სუჰო კი უკმაყოფილოდ უყურებს ორივეს.
- ჯექსონმა თქვა, რომ მოსწონხარ.- ახლის იუნგის სწორედ ისეთ მომენტში, როცა იუნგიც და ჰოსოკიც სამასწავლებლოში არიან.
- რა?- დაბნეული წევს იუნგი თავს და მას აშტერდება.
- სუჰო, ყველაფერი კი არ უნდა თქვა, რაც ენაზე მოგადგება!- აღშფოთებული ყვირის ჯექსონი. იუნგის დაბნეული მზერა გადააქვს ჯექსონზე და უეცრად ხვდება, რომ ორივე ამას სპეციალურად ამბობს, რადგან ორივე ჰოსოკისკენ ანიშნებს, რომელიც თავსაც არ წევს, ისე აგრძელებს მისი კლასის ჟურნალთან მუშაობას.
- ო...- ძლივს ლუღლუღებს იუნგი და ღიმილს ძლივს ფარავს.- მართლა?
- მართლა. - ამბობს ჯექსონი, სახეზე აწერია, რომ მალე ჩაბჟირდება და უბრალოდ ხუმრობს. - მაგრამ არ მინდოდა ასე გაგეგო.
- ჩემს პაემანზე დაპატიჟებას აპირებდი?- თამაშში ერთვება იუნგიც. სუჰო ტუჩებს იკვნეტს, რომ არ გაეცინოს.
- შეიძლება.- ხმაში უკვე ეშმაკობა ეტყობა ჯექსონს, მაგრამ ხელებ დამუშტული ჰოსოკი ამას უკვე ვეღარ ხვდება, არადა უკვე წლებია ერთმანეთს იცნობენ. - რას იტყვი?
- ჯერ ნორმალურად დამპატიჟე.- იუნგის კმაყოფილი ხმა ჰოსოკისთვის ბოლო წვეთია, იუნგი ადგილზე ხტება, როცა ჰოსოკი ჟურნალს მაგიდაზე ახეთქებს და ფეხზე ხტება. სუჰო ცალ წარბს წევს და უკმაყოფილო სახით უყურებს მეგობარს.
- რას დახტიხარ რწყილივით?- უბღვერს ჰოსოკს. - შემაშინე, იდიოტო!
- შენთვის არ იყო განკუთვნილი.- ეცინება ჯექსონს.- რა იყო ჰოსოკ, არ შეიძლება შენი ყოფილი პაემანზე დავპატიჟო?
- მაგას რას ეკითხები ერთი?- თვალებს ატრიალებს სუჰო.- მთავარი შუგაა და არა ჰოსოკი, მასთან ერთად მიდიხარ პაემანზე და არა ჰოსოკთან.
YOU ARE READING
Fox Hunting | SOPE
Romanceმელამ ნადირობა დაასრულა, მაგრამ ახლა დროა მელაზე ინადირონ... შიფი : ჰოსოკი X იუნგი ( ალფა X ალფა ! ) ეს მეორე ნაწილია, პირველი პროფილზეა, სახელი : Fox's Hunt.