¹³

991 114 592
                                        

- სველი თმებით არ დაიძინებ.- ნახევრად მძინარე იუნგის საწოლიდან აგდებს, რის გამოც იუნგი კიდევ უფრო იბუსხება. - იუნგი გაცივდები სველი თმებით თუ დაიძინებ.

- მკიდია. მეძინება.- ბუზღუნებენ და ლოყებს ბერავენ, მაგრამ ჰოსოკი არ უსმენს და პუფზე სვამს, რომ თმის საშრობი ჩართოს და თმა შეუშროს.

ჯონგუკი სამზარეულოში დატოვა და მის ოთახში დაბრუნდა, იუნგის მართლია მის საწოლში ეძინა, მაგრამ თმები როგორც ჩანს შხაპის შემდეგ ჯერ კიდევ სველი, ნამიანი ჰქონდა. ჰოსოკს მისი გამოღვიძება მოუწია, ზამთარი იყო, ასე რომ დაეძინებინა დილით უკვე გაციებული იქნებოდა.

ჰოსოკი ღიმილით დაჰყურებს ბიჭს, თმის საშრობს რთავს და მის თმებს ეხება. იუნგი აქამდე თუ ადგომას ცდილობდა, ახლა იტრუნება, ეშვება და რახან პუფს საზურგე არ აქვს, ზურგით ჰოსოკის სხეულს ეყუდება. ჰოსოკი მისი თმების შეშრობას იწყებს, იუნგის კი ყოველ შეხებაზე და თბილი ჰაერის ნაკადზე თვალები ეხუჭება.

თმა საბოლოოდ რომ შრება, იუნგის უკვე ჰოსოკზე მიყუდებულს ძინავს. ჰოსოკს ის ადვილად აჰყავს ხელში და საწოლში აწვენს, შემდეგ კი თმის საშრობს დენის წყაროდან აერთებს. ჰოსოკი ოხრავს და დერეფანში იხედება, როცა ნაბიჯების ხმა ესმის.

- მოპირდაპირე ოთახია. - ამბობს მაშინვე, როგორც კი ჯონგუკის მზერას აწყდება.

- კარგი. შეგიძლია რამე მათხოვო, რომ დავიძინო? ტანსაცმელით ვერ დავწვები და იუნგის ტანსაცმელი კი პატარა მექნება.

- რამე მოხდა? - ეკითხება ჰოსოკი, როცა ჩაფიქრებულ ძმას მის მაისურს უწვდის, რომელიც მასაც კი საკმაოდ დიდი აქვს.

- აქ ყველგან მისი სურათებია. არ მინდა თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო, მაგრამ ჰიონ... ჯიმინი მოკვდა, იუნგი კი შენს გვერდითაა. ერთი დიდი საოჯახო ფოტო, რომელიც ბუხრის თავზეა და რამდენიმე პატარა საკმარისი იქნებოდა. იქნებ იუნგიზეც იფიქრო? არ გიფიქრია, როგორ გრძნობს თავს იმ ადგილას, სადაც ჯიმინის ამდენი ფოტოა და თანაც შენი პარტნიორია?

Fox Hunting | SOPEOnde histórias criam vida. Descubra agora