ჯონგუკს შოკისგან თვალები გაუფართოვდა, როცა ომეგამ ხელი კრა, დივანზე დააგდო, მის ზემოდან მოექცა და აკოცა.
ჯიმინი როგორც ყოველთვის მის რეპერტუარში იყო.
ომეგას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ წუთს მისი ძმის ჭეშმარიტი ომეგა კონცის, რომელიც მის ძმაზეა დაქორწინებული და გულის ქვეშ მის ძმიშვილებს ატარებს!
ეს არასწორი იყო... ზედმეტად არასწორი.
- გადაირიე?- ყვირის და ომეგას ისეთი სისწრაფით იშორებს, თითქოს ჯიმინი ცეცხლი იყოს და წვავდეს, არადა უბრალო კოცნა იყო, ტუჩების ერთმანეთზე მიდება და მორჩა.
-ესეიგი მე არ მოგწონვარ.-კმაყოფილი იცინის ომეგა, როცა შოკირებულ ჯონგუკს შორდება და გემრიელად თავსდება დივნის მოპირდაპირედ სავარძელში, თან ბალიშებს ირგვლივ ილაგებს. ორსულობის გამო უკვე წელი ტკივა, არადა მხოლოდ ერთი თვე გავიდა.
- რა?-ძლივს ლუღლუღებს ჯონგუკი და შეშინებული თვალებს იქით-აქეთ აცეცებს. ძმას ეს სიტუაცია რომ დაენახა, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა.
- ნუ გეშინია. ჰოსოკი კომპანიაშია და გვიანობამდე არ დაბრუნდება. - ბალიშს იხუტებს და შოკისგან დაბნეულ უმცროს ომეგას უყურებს. - კოცნაზე მიპასუხებდი რომ მოგწონდე, მაგრამ ასე არაა. რატომ მოატყუე ჰოსოკი, რომ მოგწონვარ?
- უბრალოდ შოკი იყო...-თავის გამართლებას ცდილობს უმცროსი. არავინ უნდა გაიგოს სინამდვილეში ვინ მოსწონს, ჰოსოკი მასთან აღარ მიუშვებს.
- ომეგებიც კი არ მოგწონს.- თვალებს ატრიალებს ჯიმინი და დამცინავად აქნევს თავს, როცა ჯონგუკი რაღაც ტყუილის სათქმელად აღებს პირს.- ვერ მომატყუებ. ბისექსუალი ვარ, ომეგები არ მოგწონს, გუკ.

YOU ARE READING
Fox Hunting | SOPE
Romanceმელამ ნადირობა დაასრულა, მაგრამ ახლა დროა მელაზე ინადირონ... შიფი : ჰოსოკი X იუნგი ( ალფა X ალფა ! ) ეს მეორე ნაწილია, პირველი პროფილზეა, სახელი : Fox's Hunt.