-სტივი-
ასტრა ზევით ავიყვანე და ბაკის ოთახში დავაწვინე, მისი ტელეფონი ავიღე და მამამისს მივწერე რომ დღეს დაქალთან დარჩებოდა.
როცა დაბლა ჩავედი ბაკი დავინახე, ხელში კი ვისკი ეჭირა
"რაღაც უნდა გითხრა... სერიოზულია"
"მითხარი"
"არა, ახლა არა, ხვალ სკოლის შემდეგ გამოგივლი სამსახურში და გეტყვი"
"ყველაფერი კარგადაა?"
"არა, მაგრამ ხვალ მოგიყვები"
"კარგი... მაშინ წავალ" გარეთ გავედი და მანქანაში ჩავჯექი, როცა სახლში მივედი შუქები დავინახე ანთებულო, შოგნით შევედი და პიტერი და მორგანი ერთად ხატავდნენ რაღაცას სამზარეულოში. ჩემს დანახვაზე მორგანი წამოხტა და ჩემსკენ გამოიქცა
"მამააა!!"
"ჩემო პრინცესა!" ხელში ავიტაცე და ძლიერად ჩავეხუტე "აბა როგორი დღე გქნოდა?" ვკითხე და წყლის დასალევად წავედი. შემდეგი ერთი საათი მორგანი თავის დღეზე მელაპარაკებოდა, ძალიან საყვარელიბიყო. პიტერისთვის არ მიკითხია ჯერ, რადგან ყოველ საღამოს როცა მორგანი დაიძინებს მე და პიტერი ერთად ვჯდებით და ვლაპარაკობთ ან რამეს ვუყურებთ ან თუმდაც ერთმანეთს არც კი ვუყურებთ, ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული, პიტერი სწავლობს მე კი ვმუშაობ მაგრამ მაინც ერთ მაგიდასთან ვზივართ. "წამოდი საყვარელო, ძილის დროა"ე და პიტერმა მორგანი ზევით ავიყვანეთ, ორივე მის გვერდით დავწექით და ზღაპარი წავუკითხე, შემდეგ თავზე ვაკოცეთ და დაბლა ჩამოვედით, სხვანაირად არ იძინებდა "აბაა შენს დღეზე რას იტყვი?" მაცივარი გამოვაღე და ორი ლუდი გამოვიღე
"უაზრო იყო" ლუდი გამომართვა და მოიყუდა
"ეგ სახე რატომ გაქვს?"
"..."
"რაღაცას არ მეუბნევი"
"მე კი არა შენ არ მეუბნევი, კარგი გამახსენდა. მოკლედ რამდენიმე დღის წინ ვიყავი შენს სამსახურში, არ დამხვიდი, ამიტომაც დაგირეკე და სად ხართქო, შენ მითხარი სამსახურში ვარ, საბუთებს ვავსებ და ღამე დამაგვიანდება ბევრი საქმე მაქვსო. როცა მაგ წინადადებას მეუბნევოდი შენს სკამზე ვიჯექი შენს ოფისში. აბაა რა ხდებაა?"
"ვიცი რომ თემის გადატანას ცდილობ"
"ნუ ხო მაგრამ ეგეც მაინტერესებს, მითხარი და მეც გეტყვი. აბა ვინმეა ახალი?"
"შეიძლება... კარგი ჰო, ერთი გოგოა, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი"
"უუუ, ვინაა? იცის ჩემზე და მორგანზე?"
"კი იცის და არ გეტვი ვინცაა"
"მაგრამ შენ ყოველთვის მეუბ-"
"არა, შანსი არაა. ახლა საქმე სერიოზულადაა, არ მინდა ჯერ ამაზე ლაპარაკი მაგრამ როცა დრო იქნება გაგაცნობ"
"იმედია მართლაც კარგი გოგოა"
"შენი დროა"
"ერთი...ერთი გოგოა, ის უბრალოდ საოცრებაა, უნაკლოა, ულამაზესი, ძალიან თბილი და საყვარელი"
"და მერე რა გიშლის ხელს იმაში რომ პაემანზე დაპატიჟო"
"...."
"ახლავე დაურეკე და დაპატიჟ-მოიცადე ახლა ღამის 2 საათია, ხვალ დაპატიჟე. შემიძლია მე დაგიჯავშნო რომელიმე რესტორანში მაგიდა"
"არა, რესტორანი არ მინდა"
"მაშინ კაფეში" საფულე ამოიღე და ათასი დოლარი მივეცი "ეს რამე თუ დავჭირდა ქეშად, კაფეში და ისე კი ჩემი ბარათი" ბარათიც მივეცი
"საუკეთესო ხარ! ეს იცი?" წასვლა დაიწყო
"მიცადე, არ მეტვი ვინაა ის იღბლიანი გოგო?"
"ასტრა სტარკი" გამომძახა და კიბეებზე აირბინა
ჯანდაბა
——
ვიცი რომ პატარა თავიაა მაგრამ მართლა არ მცალიაა, ძალიან ბევრი საქმეები მაქვს.
ვეცდები რომ დღეს კიდევ ერთი დავდო.
YOU ARE READING
სასიყვარულო სამკუთხედი
Fanfiction"მ-მისტერ როჯერს?" "ჩჩჩ პრინცესა, არგინდა რომ მამაშენმა რამე გაიგოს ხომ?" "რა გინდათ?" "შენ" ~~~~ "მასწ-" "არტემიდე მანქანაში ჩაჯექი" "მაგრამ ბატონო ბარნს-" "მანქანაში ჩაჯექი!!" "კ-კარგით" "აგჰ! არ მინდოდა შენთვის ყვირილი მაგრამ მაინც! მაინც არ აკ...