-ასტრა-
"როდის ამთავრებ ცვლას?" თეომ მკითხა
"როცა თქვენ შეკვეთას მოგიტანთ"
"ძალიანაც კარგი! როცა შეკვეთას მოგვიტან ჩვენთან დაჯექი" დეიმონმა თვალი ჩამიკრა
"არამგონია ეგ რომ კარგი იდეა იყოს"
"რატომ? კარგი რაა, ჩემი მომავალი ცილის გაცნობა მინდა" კოლმა მითხრა და გამეცინა როცა სტაილდმა მკვლელის სახით შეხედა
"უკან. დაიხიე." სტაილსზეც გამეცინა
"ესენი მთელი დღე ასე გააგრძელებენ საყვარელო" ეს მგონიი... კლაუსია
"მოდი 10- არა შენთვისაც 11 ბურგერი და ფრი მოგვიტანე წვენებთან ერთად" ელაიჯამ მითხრა და მოსატანად წავედი. ამის შემდეგ მათთან დავჯექი და ლაპარაკს შევყევით, მართლაც კარგი საღამო გავატარე მაგრამ უცნაური ის იყო რომ სტეფანი ხმას არ იღებდა, მთელი საღამოს განმავლობაში არაფერი უთქვია.
"პრინცესა ხვალ ჩვენი ჩერლიდერები ჩამოდიან და დიდი წვეულება გვექნება, შენც დიდი სიამოვნებით მიგიღებთ და გაგიმასპინძლდებით" დეიმონმა თვალი ჩამიკრა
"არვი- იცი რა? დიდი დიამოვნევით მოვალ" ბედნიერი სახეებით შემომხედეს. "ახლა კი ჩემი წასვლის დროა"
"ჩვენც მივდივართ და ჩვენ გაგიყვანთ, გვიანია"
"სკოტი მართალია, მე და დეიმონი მანქანებით ვართ"
"მადლობა სტალის და საერთოდ ყველას მაგრამ მამაჩემი მოვა და წამიყვანს"
"კარგი მაშინ ხვალ გელოდებით, მისამართი ხომ ჩაიწერე?"
"კი სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა" როცა წავიდნენ გამოვიცვალე და გარეთ გავედი. სინამდვილეში მამაჩემი არ მოდიოდა, უბრალოდ მომერიდა რომ მეთქვა წამიყვანეთთქო, ისედაც საჭმელი მიყიდეს და ასევე წვეულებაზეც დამპატიჟეს.
სიარული დავიწყე და კაფის უკან გავედი რომ იქიდან ავტობუსს გავყოლოდი როცა ვიღაც სულ შავებში ჩავმული კაცი დავინახე, ნაბიჯებს უფრო ავუჩქარე და იმანაც აუჩქარა.
YOU ARE READING
სასიყვარულო სამკუთხედი
Fanfiction"მ-მისტერ როჯერს?" "ჩჩჩ პრინცესა, არგინდა რომ მამაშენმა რამე გაიგოს ხომ?" "რა გინდათ?" "შენ" ~~~~ "მასწ-" "არტემიდე მანქანაში ჩაჯექი" "მაგრამ ბატონო ბარნს-" "მანქანაში ჩაჯექი!!" "კ-კარგით" "აგჰ! არ მინდოდა შენთვის ყვირილი მაგრამ მაინც! მაინც არ აკ...