*1756 წელი*
შეიძლება დღესდღეობით ვამპირები ყველასთვის ნაცნობი თემაა,თუმცა, ძველ დროში მათზე მხოლოდ ლეგენდები დადიოდა.
სინამდვილეში,ვამპირები ყველასგან მოშორებით ტრანსილვანიაში ცხოვრობდნენ,სიცივეში და სიბნელეში,იქ სადაც სიცოცხლე არც კი ხარობს.ადამიანებთან მხოლოდ საკვებისთვის ჩამოდიოდნენ, ღამღამობით.ჯადოქართა უმრავლესობა მათთან ერთად ცხოვრობდა.მაქციებთან კი მუდმივად ომი ჰქონდათ,ამიტომ ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ.
ტრანსილვანიას ჰყავდა მეფე,ჯონ დონგ ვუკი,ის სასტიკი და დაუნდობელი გახლდათ,მთელ სამეფოში ყველას მისი ეშინოდა,გარდა ჯონგუკისა.
ჯონ ჯონგუკი ვამპირთა პრინცი,მამის ფავორიტი იყო ათ ვაჟს შორის,რიგით მეოთხე.ყოველთვის განებივრებულად ცხოვრობდა.ყოველთვის ჰქონდა ის, რაც მას სურდა.თუმცა,ყოველთვის თვლიდნენ რომ ის უცნაური იყო.მამამისს დაბადებისთანავე განსაკუთრებულად შეუყვარდა, რადგან ის მისი ერთადერთი სიყვარულის, ელეონორას ვაჟი იყო.უკანონო ცოლის,გლეხის ასულის,რომელიც სასახლეში არც უნდა მოსულიყო,რომელსაც ყველა ზემოდან უყურებდა და ამცირებდა.პატარა ჯონგუკი ამას ბავშვობიდან ხვდებოდა.ყველაფერს იმახსოვრებდა შემდეგ მამას უყვებოდა და დონგვუკიც,როგორც მისი ფავორიტი შვილი ისურვებდა ყველას სჯიდა,ვინც კი ელეონორას შეეხებოდა.რამაც მალევე გამოიწვია არეულობა სასახლეში.მისი სხვა ცოლები ეჭვიანობდნენ,ათას სისულელეს ჩადიოდნენ.დონგ ვუკს მთელი ყურადღება ჯონგუკზე ჰქონდა გადატანილი სხვა ბავშვებს კი ყურადღებას არ აქცევდა.მათ ნელ-ნელა დაიწყეს მამამისის შეძულება.დონგ ვუკმა მალე გაიაზრა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო,თუმცა უკვე გვიანი იყო.ჯონგუკიც ნელ-ნელა იზრდებოდა.ის ძალიან ლამაზი ბავშვი იყო,საყვარელი და ცანცარა.თუმცა,კიდევ ერთი პრობლემა ის იყო,რომ ელეონორა ადამიანი გახლდათ.ჯონ გუკი კი სუფთა სისხლის ვამპირი არ იყო,ამის გამო მას და-ძმები დასცინოდნენ.სასახლეში ყველა ჭორი მას და დედამისს ეხებოდა.ამბობდნენ, რომ მათ აქ არუნდა ეცხოვრათ,ამბობდნენ ,რომ ჯონგუკი არ იყო პრინცის წოდების ღირსი.ის ვერ გააგრძელებდა სამეფო ხაზს და ვერასოდეს დაიკავებდა ტახტს.ამ ჭორებმა, რა თქმა უნდა, დონგ ვუკის ყურამდეც მიაღწიეს,მეორე დღეს განრისხებულმა მეფემ გამოაცხადა, რომ მისი ტახტი არა უფროსს შვილს, არამედ ჯონ გუკს გადაეცემოდა,როცა ის თვრამეტ წელს მიაღწევდა.სამეფო შეირყა,არეულობა და აყალმაყალი დაიწყო,როგორ შეიძლება ტახტზე ასეთ უმსგავსო და უსისხლო ვამპირი ასულიყო.ის ვერ შეასრულებდა სათანადოდ მეფის მოვალეობებს.პატარა ჯონგუკისთვის,რომ გეკითხათ სულაც არ აინტერესებდა ტახტი,არც დედამისის ადამიანობა.პირიქით,უყვარდა მისი გული,რომელიც სცემდა,უყვარდა მისი თბილი სისხლი,მისი ჩახუტება,მისი სუნი,მისი რძე,მან იცოდა,რომ სხვა ბავშვები ამას ვერასდროს ეღირსებოდნენ.თუმცა, მათმა ურთიერთობამ მხოლოდ რვა წელი გასტანა.რვა წლის ჯონგუკმა, რომელიც წიგნით ხელში მამასთან გარბოდა, რომ მისი ახალი ნახატი ეჩვენებინა,ნახა ის რაც არ უნდა ენახა.იმ ღამეს ყველაფერი შეიცვალა.ჯონგუკმა დედა დაკარგა,არ უკითხავს რატომ გააკეთა ეს დონგ ვუკმა,არც ის უკითხავს რატომ დაცალა სისხლისგან მისი ლამაზი სხეული.მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი ნათელი სამყარო ჩაქრა.იმ დღეს პირველად დაიძინა მარტომ.მის ოთახში დონგ ვუკი შემოვიდა.
"მაპატიე,ვიცი ის შენთვის ყველაფერი იყო,მაგრამ ასეთია წესი,შენ ვამპირი ხარ და დროა შეეგუო ამას.ვიცი,რთულია მაგრამ ასე უნდა მოვიქცეთ,უნდა წამოდგე და იბრძოლო,გადარჩენისთვის.გახსოვდეს ნახევრად ადამიანი ხარ,ყველა ეცდება,რომ თავიდან მოგიშოროს,გადარჩი ჩემო ვაჟო ძლიერი გაიზარდე და გააკეთე ის რაც მე ვერ შევძელი,დაიცავი შენი საყვარელი ადამიანი.ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრე"
იმ ღამეს დონგ ვუკმა,გულში თავისივე ხელით გაიყარა შელოცვილი ხანჯალი.იმ ღამეს ჯონგუკი დაობლდა,იმ ღამემ მას ორივე მშობელი წაართვა.იცოდა, რომ მამა თავისი ნებით არადროს გააკეთებდა ამას და არც თავს მოიკლავდა,თუმცა,ვერ გაუძლო,სამყაროში ყველაზე დიდ ტკივილს.
ჯონგუკმა კი ეს სიტყვები ზედმეტად კარგად დაიმახსოვრა.ტახტზე დონგ ვუკის ძმა,ლოგანი ავიდა,მანამ სანამ ჯონგუკს თვრამეტი წელი შეუსრულდებოდა.რა თქმა უნდა, მისი ტახტზე ასვლა არავის აწყობდა,არც ლოგანს,რომელსაც დონგ ვუკის პირველ ცოლთან ჯიასთან რომანი ჰქონდა.რომ არა ნამჯუნი(ნათლია)მალევე მოიშორებდნენ, თუმცა, ის საკმაოდ ძლიერი ჯადოქარი იყო და დიდი კავშირებიც გააჩნდა.ამიტომ ამის ნაცვლად "წითელ სასახლეში" გადაასახლეს.საშინელ პირობებში,იქ სადაც ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი სამეფო წოდების ვამპირები თუ მიდიან.სოროებში სადაც მათ თავის რჩენა ვირთხებითა და პატარ-პატარა ცხოველებით უწევთ.უწევთ იბრძოლონ მგლებთან და მაქციებთან,ეს კი ნებისმიერ წვთნაზე უკეთესია.გარდა ამისა,ნამჯუნმა მას დამატებით მეომრებიც მიუჩინა,რომ სათანადოდ გაეწთვნათ.დრო გადიოდა და ის ნელ-ნელა იცვლებოდა.
პირველად ჯონგუკი სასახლეში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა,მამამისისა და დედამისის გარდაცვალების წლის თავზე.თუმცა,ის აღარ იყო ის ჯონგუკი,რომელსაც ადრე იცნობდნენ,ის პატარა ცანცარა და მხიარული ბიჭი.ჯონგუკი არავის ელაპარაკებოდა,მხოლოდ იმას ასრულებდა რასაც ეტყოდნენ,ტანზე უამრავი ნაიარევი ემჩნეოდა,ლოგანის სიტყვას არაფრად აგდებდა რასაც შემდეგ დასჯა მოჰყვებოდა. წკეპლი,შიმშილი,ოთახში გამოკეტვა,ულევი სამუშაო, თუმცა,მათი სასჯელებიდან ისეთი არაფერი იყო რაც ჯონგუკს უკვე გამოვლილი არ ჰქონდა.ბრძოლა ყველაზე უკეთ მას შეეძლო,როცა შეჯიბრში ყველა ძმას მოუგო ჯიამ ცხვირი აიბზუა.საბოლოოდ, მალევე ისევ გააძევეს სასახლიდან, როცა პირველ პრინცს ერთი კარგად უთავაზა.თუმცა,უხაროდა კიდეც სასახლიდან გაქცევა.მათი უაზრო წესები,ადგილი სადაც მისი მშობლები დაიღუპნენ.მხოლოდ საჭმელი თუ ჰქონდათ კარგი.
წლები გადიოდა და ჯონგუკი ვაჟკაცდებოდა,კიდევ უფრო სერიოზული გახდა.ყველას ეგონა, რომ უსწავლელი და ჩამორჩენილი იქნებოდა.მეფობას ვერ შეძლებდა.თუმცა, ჯონგუკს შურისძიების წყურვილი ამოძრავებდა,შესანიშნავად სწავლობდა ნამჯუნის გამოგზავნილ მასწავლებლებთან.
ჯონგუკის ერთადერთი მიზანი მისი მშობლების გამო შურისძიება იყო,რისთვისაც სათანადოდ ემზადებოდა...
YOU ARE READING
🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)
Fanfictionნახევრადსისხლა ვამპირის ჯონგუკის აკრძალული სიყვარულის ისტორია ადამიან ჯიმინთან♥️ჯონგუკის შურისძიება დედ-მამისა და დაკარგული ტახტის გამო.♥️