9.

479 43 5
                                    

ჯონგუკის pov:
ბრძოლა დაიწყო.საღამოს ადრე უნდა დავესხმოდით თავს ლოგანის ბანაკს,ჩამავალი მზის ფონზე.ჯადოქრებმა ცეცხლი გააჩაღეს და დამცავი შელოცვები დაგვადეს.ნელა მივუახლოვდით ბანაკებს,ყველას ეძინა,დარაჯები ცეცხლს მისხდომოდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.ჩვენ სამ ჯგუფად ვიყავით გაყოფილი.ერთს მე ვმართავდი,ერთს კიმ შინი,ერთს კი სარდალი.ჰოსოკი და ნამჯუნი ჩემს ჯგუფში უნდა ყოფილიყვნენ.მაგრამ გაბრაზებული ჰოსოკი სარდალთან წავიდა.კიმ შინს სასახლე უნდა დაეცვა.ბანაკი ალყაში მოვაქციეთ და ორივე მხრიდან შევუტიეთ.შეშინებულმა დარაჯებმა ბრძოლა დაიწყეს,გაისმა შეძახილები,გამაფრთხილებელი ზარი,მძინარენი ჯადოქრები და ვამპირები ფეხზე წამოვარდნენ.ჩვენ ვიგებდით.ლოგანის ჯარისკაცები ძირს ეცემოდნენ.ჯადოქრების დამცავი ფარის გამო ვერაფერს გვაკლებდნენ.ბრძოლა ნახევარი საათი გაგრძელდა.ლოგანის და მისი ჯარისკაცების გარდა ყველას ვხედავდი.ნუთუ გაიქცა?სირბილით წავედი ცენტრალური ბანაკისკენ,გზად მრავალი ჯადოქარი და ვამპირი ჩამოვიშორე.ბანაკში შევედი,იქ არაფერი იყო,თითქოს არც არავის უცხოვრია.ნამჯუნი შემომყვა.
_ჯონგუკ(ნამჯუნი)
გარეთ გამოვედი.
_მოგვაატყუუუეს(მე)
ყველა გაჩერდა.
_აქ არავინ არის გვიღალატეს და გვითხრეს,რომ აქ იყვნენ(მე)
_არაა მამა,ისინი სასახლეში წავლენ(ჰოსოკი)
_მთავარი ჯადოქარი და სარდალი მომგვარეთ,მძევლები გაკოჭეთ(მე)
ჯადოქარი მოიყვანეს.ხანჯალი ამოვიღე.
_ნამჯუნ შელოცვა დაადე(მე)
ნამჯუნმა ჩემი თხოვნა შეასრულა.
_ხომ იცი ამას გულში თუ ჩაგარჭობ სამუდამოდ დაიტანჯები,შელოცვებს და შენ ძალას ვეღარასდროს გამოიყენებ(მე)
_მომკალი,მაინც არაფერს გეტყვი(ჯადოქარი)
_არ მოგკლავ უნდა იტანჯო,მითხარი სადარის ლოგანი და გაგიშვებ(მე)
_არა(ჯადოქარი)
_კარგი მაშინ(მე)
ხანჯალი მაღლა ავწიე.
_არა გთხოვთ,არ მოკლათ...გთხოვთ(ჯადოქარი2)
_ეს ვინ არის(მე)
ხელი მისკენ გავიშვირე.ნამჯუნმა სწრაფად დაიჭირა და ჩემს გვერდით დააჩოქა.
_არავინ მომკალით(ჯადოქარი)
_მისი ცოლი ვარ,ლოგანი მაქციათა სასახლეში წავიდა,არ მოგვკლათ(ჯადოქარი 2)
_ჯანდაბა,კარგი დაამბით(მე)
_წავედით ჯონგუკ,მამაჩემი უნდა გადავარჩინოთ,რა გჭირს(ჰოსოკი)
_არვიცი რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს(ჯონგუკი)
ავტორის pov:
სწრაფად გაიქცნენ სასახლისკენ,ნამჯუნმა ტელეპორტაციით მცირე ჯგუფი გადაიყვანა.სასახლესთან მივიდნენ თუ არა ბრძოლაში ჩაერთვნენ,ლოგანი მართლაც აქ იყო.ბრძოლა თითქმის წაგებული ქონდათ,როცა მივიდნენ.მართალია, ბევრი არ იყვნენ მაგრამ,სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ.მალე დანარჩენებიც შემოუერთდნენ,ლოგანი უკან იხევდა და მათაც იმედი მოეცათ.ჯონგუკი ლოგანისკენ მიიწევდა,ლოგანი კი ჯონგუკისკენ.ბრძოლაში ბევრი ვამპირი დაეცა,ბევრი მაქციაც და ჯადოქარიც.მაგრამ მომენტი,როცა ეს ორი უძლიერესი ვამპირი ერთმანეთს ეძგერა,სულ სხვაა.
.ყველა მათ უყურებდა,თითქოს მიწა იძვროდა.ერთმანეთს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.ორივენი ღრმად სუნთქავდნენ,ჯონგუკი დანებებას არ
აპირებდა.ამ მომენტს წლები ელოდა.
_ ხომ იცი,რომ ვერ მომერევი,ბინძურსისხლიანო(ლოგანი)
_ჩემი მშობლების სისხლს არ შეგარჩენ(ჯონგუკი)
ჯონგუკი ჰაერში აიჭრა ლოგანიც მას აჰყვა.ამ დროს ვეღარ გაიაზრა,რომ ჯონგუკის აწ უკვე ნასროლი ხანჯალი აეცილებინა.შელოცვილი ხანჯალი მუცელში მოხვდა და დაეცა.
_მორჩა,დასრულდა(ჯონგუკი)
ჯონგუკი მისკენ წავიდა,საბოლოო განაჩენის გამოსატანად.
*ლოგანის სიცილი*
_რა გაცინებს ფსიქოპატო,შენი ბოლო ამოსუნთქვაა(ჯონგუკი)
_შენ მე ვერ მომკლავ,ზედმეტად სათუთი ხარ(ლოგანი)
ჯონგუკი დაიხარა და ხანჯალი ყელზე მიაბჯინა.
_თუ მომკლავ ისიც მოკვდება(ლოგანი)
ლოგანმა ხელი სასახლის გუმბათისკენ გაიშვირა.
_ჯონგუუკ(ჯიმინი)

ორ მცველს ჯიმინი ეჭირა.ჯიმინი ტიროდა და შველას ითხოვდა.ჯონგუკი გაჩერდა.
_არაა,ის საიდან გყავს ნაბიჭვარო(ჯონგუკი)
_ზუსტად,მამაშენიც ასეთი იყო,საყვარელ ადამიანს ვერასდროს მოკლავ(ლოგანი)
ჯონგუკმა ლოგანს ყელზე დანა ისევ მიაბჯინა.
_უთხარი რომ გაუშვან(ჯონგუკი)
_გაუშვით თორემ მოვკლაავ(ჯონგუკი)
_მომკალი და შენი პატარა ძუკნაც მოკვდება(ლოგანი)
_ჯონგუკ დაასრულე(ჰოსოკი)
_მათ ჯიმინი ყავთ ჰოსოკ(ჯონგუკი)
ჰოსოკი ჯიმინისკენ გაიქცა.
_მორჩა,"წითელი"(ლოგანი)
ლოგანმა კოდური სიტყვა წარმოთქვა თუ არა ვამპირები შემოიჭრენ,მათ ჯონგუკის ძმები მოუძღვოდნენ.
ლოგანმა ჯონგუკს დაარტყა და გაიქცა.
_არაა(ჯონგუკი)
_ჯონგუკ,ადექი,უნდა გავიქცეთ,წავაგეთ(ჰოსოკი)
_ჯიმინი,ჰოსოკ ჯიმინი გადაარჩინე?(ჯონგუკი)
_ვერა მაგრამ წამოდი(ჰოსოკი)
_არა მას ვერ დავტოვებ,ჰოსოკ მათ ჯიმინი ჰყავთ(ჯონგუკი)
_ბიჭებო წამოდით ჩქარა(ჰოსოკი)
ჰოსოკმა ჯონგუკს დაარტა და გაიქცა,ჯონგუკი  მას გაეკიდა.კარიბჭე იხურებოდა მაგრამ კიმ შინი მათ ელოდა.ჰოსოკმა ჯონგუკი დაიჭირა და თან წაათრია.
ბევრი ირბინეს სანამ კინ შინი არ დაეცა.
_მაამაა,როდის დაგჭრეს?ჯონგუკ გამოფხიზლდი ის დაჭრილია,ჯარი გაფანტული,ჩვენ წავაგეთ,სასახლე დავკარგეთ(ჰოსოკი)
_მათ ჯიმინი ჰყავთ(ჯონგუკი)
_ჯანდაბა რას გამოყლევდი,სულ მას რატომ ირჩევ?დავიღალე ერთხელ მეც შემომხედე...არა დაივიწყე,ნამჯუნი სად არის მამას უნდა დავეხმაროთ,ის გაითიშა(ჰოსოკი)
ძალაგამოცლილი,დასუსტებული,და შეშინებული ჯონგუკი კანკალით იჯდა ტყის შუაგულში მანამ სანამ ნამჯუნი მოვიდა.არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ,მათ ბრძოლა წააგეს,ჯონგუკმა კი ჯიმინი დაკარგა...

🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)Where stories live. Discover now