14.

442 43 1
                                    

სასახლეში წყვდიადმა დაისადგურა.არავინ იცოდა რა მოხდებოდა.უგონო ჯონგუკი ჯერ კიდევ კოშკის თავზე იყო მიბმული.
"მომავალ მეფეს კლავს?"
"დონგ ვუკის მემკვირეც უნდა მოკვდეს?"
"ნუთუ სულ გაგიჟდა"
"რა სადისტია,ის ხომ მისი ძმისშვილია"
სასახლე ერთი შეხედვით დიდი ადგილია.მაგრამ როდესაც ერთი მოსამსახურე რამეს ამბობს წამში ვრცელდებ.ეს და სხვა მრავალი აზრი ამ სასახლის კედლებში დაძრწოდა.არავინ იცოდა რა მოუვიდოდა ჯონგუკს.მათ შორის არც საიდუმლო შესასვლელით მომავალმა ჰოსოკმა და თეჰიონმა.არც ნამჯუნმა რომელიც ჰოსოკის მინიშნებას ელოდა.არც ჯარით გორაკზე ჩასაფრებულმა კიმ შინმა.
გეგმა ნამჯუნის მისვლისთანავე შეიმუშავეს.ჰოსოკს თეჰიონის წაყვანა არ სურდა, მაგრამ მან სასახლის ყველა დერეფანი ზეპირად იცოდა ამიტომ მისი წამოყვანაც მოუწია.მათი ერთადერთი დანიშნულება,ნამჯუნისთვის ნიშნის მიცემა და შემდეგ კარიბჭის გახსნა იყო.საიდუმლო შესასვლელის გვირაბი დილეგში მთავრდებოდა.გზას მცველებისგან ჰოსოკი წმენდდა,თეჰიონი კი უკან მოჰყვებოდა.გზად უამრავი ვამპირი ჩამოიშორეს,მრავალი დერეფანი გაიარეს.თეჰიონი ოსტატურად დაძვრებოდა კარიდან კარში,ჰოსოკი კი ამაყად მიჰყვებოდა უკან.ბოლოს მის ოთახამდე მიაღწიეს.თეჰიონს მისი მაშხალა უნდა აეღო,სანამ კარიბჭესთან გაიქცეოდნენ.
_მორჩა მოვედით(თეჰიონი)
კარი შეაღო.მაგრამ ის დაინახა რასაც არ ელოდა.
_თეჰიონ(ჯია)
ქალი მისკენ მთელი სისწრაფით გამოიქცა და ჩაეხუტა.ტიროდა და ნამტირალებ ალქაჯს გავდა.
_დედა?აქ რას აკეთებ?(თეჰიონი)
_რას ნიშნავს რას ვაკეთებ ?შენ ხომ გაიქეცი(ჯია)
_მეგონა არ გაინტერესებდი...(თეჰიონი)
_რა?(ჯია)
_ასეა,შენ სულ ჩემი ძმებით იყავი დაკავებული და ყურადღებას არასდროს მაქცევდი.ნახევრად ბიცოლამ გამზარდა,მაგრამ შენ ახლა ჯონგუკთან მიახლოვების საშვალებასაც არ მაძლევ.მეზიზღება ეს ყველაფერი.შენც მეზიზღები და ლოგანიც.ოდესმე ჩემთან,რომ მოსულიყავი და მომფერებოდი,თუნდაც ცოტა დრო გამოგენახა ჩემთვის,შეიძლება ახლა არ წავსულიყავი.თუმცა,ზედმეტად გვიანია.მივდივარ,ეს ჩემი ცხოვრებაა და მე ასეთი ავირჩიე!(თეჰიონი)
_მაგრამ თეჰიონ პატარავ(ჯია)
ქალი მთელი სხეულით ჩამოეკიდა თეჰიონს.
_დააბი ჰოსოკ,აქედან, რომ გავალთ მაშინვე ლოგანთან გაიქცევა(თეჰიონი)
ჰოსოკმა მისი თხოვნა შეასრულა,თეჰიონმა კი მაშხალა აიღო.ოთახიდან გასვლისას ჯიამ ისევ წამოიწყო საუბარი.
_ჯონგუკთან დარჩი თუ გადარჩება.მასთან იყავი!ის დაგიცავს.მინდა, რომ გადარჩე თეჰიონ.გადარჩი და ძალიან დიდხანს იცხოვრე(ჯია)
_მეც მიყვარხარ დედა(თეჰიონი)
კარი გამოხურეს და კარიბჭისკენ გაიქცნენ.კარიბჭესთან ძალიან ბევრი მცველი იდგა.ჰოსოკისკენ გამოიქცნენ თუ არა თეჰიონმა მაშხალა გახსნა და ჰაერში გაისროლა.
სასახლე შეინძრა.მიწა ზანზარებდა.ეს იყო ნამდვილი ჯადოქრის ძალა.საკუთარ ოთახში მშვიდად მოსაუბრე ლოგანმა მხოლოდ ახლაღა გამოიფხიზლა.ყველა გარეთ გამორბოდა.მცველები დაიბნენ,ჰოსოკი მთელი სისწრაფით გარბოდა კარიბჭის გასაღებად.ბოლოს იქამდეც მიაღწია.კარი გაიღო და მიწისძვრა შეწყდა.ახლა სიჩუმეს მხოლოდ ასობით მაქციის სირბილის ხმა არღვევდა,რომლებიც მთელი სისწრაფით გამორბოდნენ სასახლისკენ.მაქციები შემოიჭრენ,ბრძოლა დაიწყო.ყველა ფიქრობდა,რომ სასახლეში ამდენი ვამპირი არ იქნებოდა,იმასაც ამბობდნენ, რომ ლოგანი მომზადებული არ იქნებოდა.თუმცა სულ ტყუილად,ის თავდასხმას ყოველ წამს ელოდა.სასახლის გასამაგრებლად მაშინვე ჯარები შემოიჭრნენ და მაქციებთან ბრძოლა გააჩაღეს. ლოგანი სწრაფადვე ჩამოვიდა.
_მაპატიე ჯონგუკ ვიცი შენ გინდოდა მაგრამ ახლა ის ჩემია(ნამჯუნი)
ნამჯუნი მთელი სისწრაფით გაიქცა ლოგანისკენ.
_ჰოსოკ,თეჰიონ,თქვენ ჯონგუკთან წადით(ნამჯუნი)
ასეც მოიქცნენ.
_ტყუილად წვალობთ,ის უკვე ნახევრად მკვდარია(ლოგანი)
თეჰიონი და ჰოსოკი გაქცევისას დაიჭირეს.ჰოსოკი ამაოდ ებრძოდა ასობით ჯარისკაცს.
_თეჰიონი აიყვანეთ,ის კი დილეგში(ლოგანი)
_ვერ მოგართვი,ბავშვები დროზე დასვი.ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება!(ნამჯუნი)
_არ გაინძრეთ!მათ თუ გაუშვებთ მოგკლავთ(ლოგანი)
_გითხარი დასვითქოოო(ნამჯუნი)
ნამჯუნმა ერთი დარტყმის ყველა მცველი ჯანდაბაში მოისროლა.მაგრამ ვერ გაანალიზა, რომ გვერდიდან ლოგანი დაესხა თავს,ორივენი დაეცნენ.ჰოსოკი სწრაფად წამოხტა და თეჰიონისკენ გაიქცა.
_მაგრამ ნამჯუნიი?(თეჰიონი)
_კარგად იქნება ჩვენ ჯონგუკი უნდა გადავარჩინოთ(ჰოსოკი)
ხელი ჩასჭიდა და სასახლის შესასვლელისკენ გაიქცა.

🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)Where stories live. Discover now