5.

549 46 0
                                    

*სასახლეში*
გლოვა,წითელ სამოსში ჩაცმული ვამპირები.რიტუალები,რომლებიც ტრადიციების თანახმად დასაფლავებამდე უნდა ჩატარდეს.ამ ყველაფერმა ჯონგუკს მისი დედ-მამის დასაფლავება გაახსენა.საშინელ გრძნობას ვეღარ გაუძლო და თავისი ოთახისკენ გაიქცა.ოთახში არაფერი შეუცვლიათ სათამაშოებიც კი თავის ადგილას იდო,დედამისის ნახატები და ნაქარგებიც.ჯონგუკი საწოლზე ჩამოჯდა.
_ჰიოოოოოონ(თეჰიონი)
პატარა 14 წლის ბიჭი ოთახში შემოვარდა და ჯონგუკს პირდაპირი გაგებით აახტა.
_თეჰი,პატარავ რამხელა გაზრდილხარ(ჯონგუკი)
ჯონგუკი ბიჭს ეფერებოდა,ლოყებზე კოცნიდა და ეხუტებოდა.
_გეყოფა უკვე დიდი ვარ(თეჰიონი)
ჯონგუკს გაეცინა.
_ჩემს კალთაში ზიხარ თეჰიონ(ჯონგუკი)
_მერე რაა მომენატრე(თეჰიონი)
_დიდი ბიჭები ასე აღარ იქცევიან(ჯონგუკი)
თეჰიონი ფეხზე წამოხტა,გაბრაზებულმა ლოყები დაბერდა და ცხვირი აიბზუა,როგორც ადრე სჩვეოდა გაბრაზებისას.ჯონგუკმა ხელი დაავლო და თეჰიონი თავის კალთაში დააბრუნა.თეჰიონი ჩაეხუტა.
_ძალიან მომენატრე ჩემ სანახავად არ მოდიოდი,შენ გარეშე ძალიან მოვიწყინე.შენთან მინდოდა მაგრამ არავის მოვყავდი (თეჰიონი)
_მაპატიე თეჰი,სასახლიდან გამაგდეს ხომ იცი ლოგანს და დედაშენს არ მოვწონვარ(ჯონგუკი)
_დედა გაბრაზდა შენთან გამოშვება, რომ ვთხოვე მაგრამ მაინც გამოვეპარე(თეჰიონი)
_ოჰჰ,შე პატარა მაიმუნო(ჯონგუკი)
თეჰიონი დონგ ვუკისა და ჯიას(დედოფლის) ვაჟი იყო.სანამ დონგ ვუკი გარდაიცვლებოდა მათ ერთად თამაშის უფლებას აძლევდა.თეჰიონი,ფაქტიურად, ჯონგუკთან გაიზარდა.მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი,მიუხედავად იმისა,რომ ჯიას ეს არ მოსწონდა.თეჰიონი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილიყო.ძალიან ლამაზი,პატარა სახე,ოდნავ გრძელი შავი კულულები და ცისფერი თვალები ნამდვილ ანგელოზად აქცევდა ბიჭს.თუმცა, ხასიათი ნამდვილად არ შეცვლია.ისევ ის პატარა გულჩვილი გულუბრყვილო ბიჭი იყო,რომელიც ჯონგუკმა დატოვა.
_თეჰიონ,შემთხვევით ხომ არ გაგიგია ლოგანის მაქციებზე საუბარი?(ჯონგუკი)
თეჰიონმა ტუჩზე ხელი მიიდო.
_ჩუუ...გავიგე დედის და ლოგანის საუბარი,ლოგანს მაქციების დაპყრობა უნდა და მათი ბელადის მოკვლა.მაქციებს რატომ ვემტერებით?ისინი ცუდები არ არიან(თეჰიონი)
_მართალი ხარ ჯონგუკი,ლოგანი ნამდვილი მხეცია.მაქციები კარგი მეგობრები არიან(ჯონგუკი)
_მაქცია მეგობარი გყავს?ვააა რა მაგარია მეც მინდა(თეჰიონი)
ბოლო სიტყვები ხმამაღლა მოუვიდა.
_ჩუუ არ გაგვიგონ,მას ჰოსოკი ჰქვია,მაქციების პრინცია და ის ძალიან ლამაზია(ჯონგუკი)
_მართლაა?მეც მინდა შენი მეგობრის გაცნობა(თეჰიონი)

🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)Where stories live. Discover now