2.

749 60 0
                                    

*წლების შემდეგ*
_ჯონგუკ,აქ რა ჯანდაბა გინდა,მთელი დღეა გეძებ(ნამჯუნი)
კლდის პირას მჯდარმა ჯონგუკმა უკან გამოიხედა.სისხლიანი პირი მოიწმინდა და მკვდარი ცხოველი კლდიდან მოისროლა.
_ფუუ,რა საშინელებაა(ნამჯუნი)
_რას ვიზავთ,ყველა ადამიანის სისხლით ვერ იკვებება,ზოგი სასახლიდან მოისროლეს(ჯონგუკი)
_გეყოფა ბუზღუნი ეს შენი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.სისხლს გიგზავნიდი მაგრამ არცერთს შეხებიხარ(ნამჯუნი)
_ადამიანს?ჯანდაბა შენც კარგად იცი,რომ ადამიანს არასდროს შევეხები,მათი დანახვა მძულს მათი სუნი მაცოფებს და მათი სისხლის დალევას მირჩევნია მოვკვდე(ჯონგუკი)
_მაშინ ცუდი ამბები მაქვს,ლოგანმა ბრძანა ადამიანთა ქალაქში,სეულში წახვიდეთ შენ და შენი ძმები(ნამჯუნი)
ჯონგუკი გაჩუმდა.მისმა სიბრაზემ მთელი სხეული მოიცვა,თვალები გაუწითლდა და ეშვები გამოეზარდა.ჯონგუკს ადამიანები სძულდა.დედამისის სიკვდილის შემდეგ რამდენჯერმე სცადა მათთან მიახლოება.ლოგანის მცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ,უკან აბრუნებდნენ და სჯიდნენ.ერთხელაც გამოუვიდა,მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც ჯონგუკს წარმოედგინა.სეულში ფეხი შედგა თუ არა მისი სხეული სისხლის სუნმა მოიცვა,თავის თავზე კონტროლი დაკარგა.მაშინვე ეშვები გამოეზარდა,შეშინებულმა ადამიანებმა სირბილი დაიწყეს,ყვიროდნენ,რომ ის მონსტრი იყო.ჯონგუკს კი მხოლოდ მათთან ერთად ყოფნა უნდოდა,უბრალოდ დედამისის გახსენება სურდა.ადამიანთა ასეთმა საქციელმა კი ჯონგუკის მხეცი გააცოფა,თავი ვეღარ გააკონტროლა და ადამიანთა სისხლის წოვა დაიწყო.ლოგანის მცველები როცა მოვიდნენ,ყველგან გვამები ეყარა, წვეთი სისხლიც კი არ დაუტოვებია მათთვის.იმ ღამეს ლოგანმა ყველაზე მკაცრად დასაჯა,ჯონგუკი ცემეს და დააბეს,მზე ნელ-ნელა ამოდიოდა,ჯონგუკის ყვირილი სამეფოს აყრუებდა,მაგრამ ვერავინ გაბედა მის აშვება.ჯონგუკმა მკერდი დაიწვა,შემდეგ ნამჯუნი მოვიდა.მცველები ამაოდ ეცადნენ მის შეჩერებას,ნამჯუნმა ყველა თავიდან მოიშორა ვინც გზაზე გადაეღობა.გონება დაკარგული ჯონგუკი აუშვა.ყველანაირად ეცადა მის განკურნებას,მაგრამ ნაიარევი მაინც შერჩა.ჯონგუკს ეს დღე მწარედ დაამახსოვრდა,არა იმიტომ, რომ ლოგანმა საშინლად დასაჯა.მან ადამიანთა სისხლი დალია,რაც თავის თავს ვერ აპატია.
_არ მინდა(ჯონგუკი)
_მნიშვნელობა არ აქვს,მაინც მოგიწევს წასვლა.ეს კანონია 16 წლის გახდი,შენს სამ ძმასთან ერთად ადამიანთა სანახავად უნდა წახვიდე(ნამჯუნი)
_მძულს ეგ კანონები,მათ ცხოვრება დამინგრიეს(ჯონგუკი)
_დედაშენისა და მამაშენის სიკვდილი კანონების გარდა უამრავმა რამემ გამოიწვია(ნამჯუნი)
_ხოდა მითხარი,ამის დედაც(ჯონგუკი)
_არა,ყველაფერი არც მე ვიცი. ხვალ შენი ძმები მოვლენ,ყურადღებით უნდა იყო.ისინი შეეცდებიან საფრთხეში ჩაგაგდონ.მე ვერ გამოგყვებით,აკრძალულია.გახსოვდეს ადამიანს ვერ შეეხები და კიდევ თავს გაუფრთხილდი,გახსოვდეს შენ ამ სამეფოს უკანასკნელი იმედი ხარ(ნამჯუნი)
ნამჯუნი წავიდა,გაბრაზებულმა ჯონგუკმა ჯავრი ცხოველებზე იყარა.იცოდა,რომ ვერაფერს შეცვლიდა და ისიც იცოდა, რომ ამ ღამისთვის სათანადოდ უნდა მომზადებულიყო.
ჯონგუკი ჰოსოკთან წავიდა,ძნელი წარმოსადგენია მაქციისა და ვამპირის მეგობრობა,თუმცა,მათ ეს არ გასჭირვებიათ.ჰოსოკი მაქციების პრინცი იყო.ისეთივე პრობლემებით როგორიც ჯონგუკი.მასაც სძულდა კანონები.სძულდა ის,რომ ყოველთვის მათ ჭკუაზე უნდა ევლო და ის ეკეთებინა რაც მათ უნდოდათ.10 წლის სახლიდან ჩხუბის შემდეგ გამოქცეული ჰოსოკი,ჯონგუკთან მივიდა იმ იმედით,რომ მასთან იჩხუბებდა.შემდეგ სახლში ნაცემი დაბრუნდებოდა,რაც მამამისს გააცოფებდა.მაგრამ ჯონგუკმა ყურადღება არ მიაქცია,ის მშვიდად ვარჯიშობდა.გაბრაზებული ჰოსოკი ჭიჭყინებდა და თხოვდა მასთან ეჩხუბა.ჯონგუკმა პირველივე დარტყმაზე ცხვირი გაუტეხა,ატირებული ჰოსოკი სახლში გაიქცა.ჯონგუკს ეგონა, რომ სამუდამოდ თავიდან მოიშორა, მაგრამ ჰოსოკი ყოველ დღე ბრუნდებოდა.ჯონგუკს ნერვებს უშლიდა მისი ჭიჭყინი და თხოვნა მისთვის ჩხუბი ესწავლებინა.ერთ დღესაც ჰოსოკი სისხლის პაკეტით დაბრუნდა,ეს ჯიქის სისხლი იყო საკმაოდ იშვიათი.ჯონგუკმა გამოართვა და სწორედ აქ დაიწყო მათი მეგობრობა.ჰოსოკს ყოველ დღე რაღაც მოჰქონდა.ჯონგუკი ბრძოლას ასწავლიდა.ერთად ნადირობდნენ,ჭამდნენ,ხშირად იძინებდნენ კიდეც.საბოლოოდ, ჯონგუკმა ჰოსოკს ყველაფერი გაანდო.ის იყო მისი მესაიდუმლე და უახლოესი მეგობარი.მათმა მეგობრობამ წლები გასტანა და დღემდე ასე გრძელდებოდა.
_მოვედი(ჯონგუკი)
_ვაიმე,კარგი რა ჯონგუკ გული გამიხეთქე(ჰოსოკი)
_მშიშარავ(ჯონგუკი)
დასცინა ჰოსოკს და თავზე გადაახტა.
_რა მოხდა?ზოგადად კარებებს არ მიმტვრევ ხოლმე(ჰოსოკი)
_სეულში უნდა წავიდე ძმებთან ერთად,ლოგანის ბრძანებაა(ჯონგუკ)
_გილოცავ,გაერთე(ჰოსოკი)
_გეყოფაა,შენ და შენი უაზრო ხუმრობები(ჯონგუკი)
_სერიოზულად,რა უნდა ქნა?(ჰოსოკი)
_რას ვიზავთ თავს ვერ ავარიდებ(ჯონგუკი)
_მეც მინდა წამოსვლა,შენს იდიოტ ძმებთან მარტო ვერ გაგიშვებ(ჰოსოკი)
_არ შეიძლება(ჯონგუკი)
_ვითომ შენი დაცვა ვარ(ჰოსოკი)
ისევ სიცილი დაიწყო.
_დაცვა არა ისს,ჩემნაირ ჭაობში მიგდებულს დაცვა საიდან ეყოლება(ჯონგუკი)
_შენ თავს ნუ აკნინებ(ჰოსოკი)
ჰოსოკი ჯონგუკისკენ გადაჯდა საწოლზე.
_რა ლამაზი მთვარეა არა?(ჰოსოკი)
_ჩვენი პატარა ჰოსოკი შეყვარებულია?(ჯონგუკი)
_კი შენ მიყვარხარ(ჰოსოკი)
_ჰოსოკ...(ჯონგუკი)
_კარგი ჰო მაპატიე,დღეს აქ დარჩი,ცოტას მოგეფერები და მზად იქნები(ჰოსოკი)
*ორივემ გაიცინა*
_ისედაც ვრჩები.ოღონდ ჩახუტების გარეშე,ვაჟიშვლიობას ვინახავ(ჯონგუკი)
ჰოსოკი სიცილისგან კინაღამ დაიხრჩო.
საბოლოოდ, ჯონგუკი ჰოსოკთან დარჩა.მთვარე მართლაც ლამაზი იყო.ჯონგუკმა სხეულზე აწებებული ჰოსოკი გვერდით გადააწვინა.ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ფიქრების სამყაროში გადაეშვა.
მართალია,ჯონგუკს ჰოსოკის მიმართ გრძნობები არ ჰქონდა,მაგრამ ჰოსოკს ჯონგუკი უყვარდა. დიდხანს მალავდა,ჯონგუკს ერთ ღამეს უთხრა,მას კი ვერ წარმოედგინა,რომ მეგობრობის გარდა ჰოსოკს სხვა რამ ამოძრავებდა.გაბრაზებული და გაურკვევლობაში მყოფი ჯონგუკი,საწოლიდან წამოხტა და ორი კვირა ჰოსოკს არ ესაუბრებოდა.ჰოსოკს დეპრესია დაეწყო,თავისი ოთახიდან არც კი გამოდიოდა არ ჭამდა და მის ოთახში არავის უშვებდა.ჰოსოკის მამას ჯონგუკი სძულდა,სძულდა იმიტომ რომ ის ვამპირთა პრინცი და ლოგანის ძმისშვილი იყო,რომელთანაც ძალიან დაძაბული სიტუაცია ჰქონდა ან შეიძლება ითქვას, რომ პირადი მიზნები ამოძრავებდა...
მაგრამ ჰოსოკის გარდა ვაჟი არ ჰყავდა,მასზე გიჟდებოდა.არ იცოდა რა მოხდა ჯონგუკსა და ჰოსოკს შორის,მაგრამ მასთან მივიდა და თხოვა შერიგებოდა.ჯონგუკი გაურკვეველ სიტუაციაში იყო,ჰოსოკის მიმართ გრძნობები არ ჰქონდა და არც მისი შეყვარებულობა უნდოდა,თანაც ის ბიჭი იყო.რა თქმა უნდა,კანონები არ დააინტერესებდა, ჰოსოკის მიმართ გრძნობები, რომ ჰქონოდა.საბოოლოოდ,ჯონგუკი ჰოსოკთან დაბრუნდა,მის გარეშე ცხოვრება გაუსაძლისი იყო,მარტოსული ჯონგუკისთვის.მათ ისაუბრეს,ყველაფერში გაერკვნენ და მეგობრებად დარჩნენ ,თუმცა, ჰოსოკის გრძნობები ჯონგუკის მიმართ არ შეცვლილა.პირიქით, წლების შემდეგ უფრო გაიზარდა.ჯონგუკი იზრდებოდა,მისი სხეული იცვლებოდა, უფრო მამაკაცური გახდა,რაც კიდევ უფრო მოსწონდა ჰოსოკს და მის გრძნობებს აძლიერებდა.
მზე ამოსვლას იწყებდა,როცა ჯონგუკი ფანჯრიდან ჩამოვიდა,მშვიდად მძინარე ჰოსოკს მიუწვა,სახეზე ნაზად აკოცა,ჩაეხუტა და მანაც დაიძინა.

🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)Where stories live. Discover now