ნამჯუნი და ჯონგუკი მაქციათა სასახლის კარიბჭესთან მივიდნენ.გუშაგებს მტრის ვამპირსა და ჯადოქრის მოსვლა გაუკვირდათ.სხვა სიტუაციაში ჯონგუკი მშვენივრად შეიპარებოდა.მაგრამ ახლა ყველას უნდა გაეგო,რომ ვამპირთა მომავალი მეფე,მაქციათა მხარეს იბრძოლებდა.კარი გაიღო და ჰოსოკი გამოჩნდა, ჯონგუკისკენ გაიქცა,თუმცა,მამამისის ბრძანებაზე გაშეშდა, სახე გაუფითრდა და აკანკალდა.მიხვდა, რომ ახლა ჯონგუკს,რომ ჩაჰხუტებოდა ყველა ჭორაობას დაიწყებდა.მისკენ აღარ წასულა,მაგრამ ერთი სული ჰქონდა მარტო როდის დარჩებოდნენ.
კიმ შინმა(ჰოსოკის მამა)ჯონგუკი საპატიოდ მიიღო.ვახშმის შემდეგ, ჯონგუკი,ნამჯუნი,ჰოსოკი,კიმ შინი და რამდენიმე მისი სარდალი სალაპარაკოდ შეიკრიბნენ.ჯონგუკმა ყველაფერი იცოდა ვამპირთა ჯარზე.თავისი ხალხის დახოცვა არ სურდა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა.ამ ბრძოლაში თუ გაიმარჯვებდა ტახტსაც ხელში ჩაიგდებდა,მამამისის სახელსაც აღადგენდა და მაქციებთან უთანხმოებასაც მოაგვარებდა.
_ბრძოლა სამ დღეში გაიმართება,მანამდე კარგი გეგმა უნდა დავსახოთ და მეომრები შევაგროვოთ(კიმ შინი)
_ლოგანს ბევრი ჯადოქარი ჰყავს,მათთან მხოლოდ მაქციებით ვერაფერს გავხვდებით(სარდალი)
_მაგაზე არ იდარდოთ ჩვენ ნამჯუნი გვყავს(ჯონ გუკი)
_და როგორ ვენდოთ?იქნებ შენც შემოგზავნილი მოღალატე ხარ?(სარდალი)
_როგორ ბედავ?ამ ბრძოლაში ის ჩვენი ერთადერთი იმედია და თუ სიცოცხლის გაგრძლება გსურს ჯობია გაჩუმდე(ჰოსოკი)
_ჰოსოკ!ყველამ ყურადღებით მისმინეთ!შიდა დაპირისპირება არაფერში წარგვადგება.რაც შეეხება ჯონგუკს ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს,ლოგანი ტახტს ჩამოვაშოროთ,ამ ბრძოლაში ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და გარწმუნებთ რომ ის მოღალატე არ არის.მებრძოლები შეკრიბეთ.ჩვენი სამეფოს ყველა ჯადოქარი და ორიოდე ვამპირიც მოიყვანეთ,ამ ბრძოლას ხუმრობით ნუ შეხედავთ!ლოგანი ნამდვილი ფსიქოპატია...რა ხდება?(კიმ შინი)
*კარში შემოვარდნილი მსახური*
_კარიპჭესთან ვამპირები არიან(მსახური)
ყველა აივანზე გასცვივდა.
_ჯონგუკ!ჯონგუკ!მეფეო ჩვენ შენთან ვართ,მიგვიღეთ,თქვენი ერთგული ვართ(ვამპირები)
_როგროც ჩანს შენმა მიმართვამ გასჭრა(ლოგანი)
_როგორც ჩანს ამ ბრძოლაში ბევრი ვამპირიც გვეყოლება(ჯონგუკი)
ყველა ვამპირი მიიღეს.ჯონგუკი თითოეულ მათგანს მიესალმა და მოსვლისთვის მადლობაც გადაუხადა.
შემდეგ მეფემ თავის ოთახში დაიბარა.როცა შევიდა ჰოსოკი აეკრა.
_ ძალიან მომენატრე,როგორ ხარ ლოგანმა რამე დაგიშავა?ვეღარ გცნობ(ჰოსოკი)
_მეც მომენატრე,არა კარგად ვარ(ჯონგუკი)
კიმ შინი მოშორებით ფანჯარასთან იდგა,ამიტომ ჯონგუკმა ჩუმად ჰკითხა ჰოსოკს.
_ჯიმინი როგორ არის?(ჯონგუკი)
_შენს სახლშია,კარგადაა მე ვაკითხავ ხოლმე(ჰოსოკი)
_კარგი მადლობა,ხვალ მე წავალ მასთან(ჯონგუკი)
ჰოსოკი ისევ ჩაეხუტა ჯონგუკს.
_მორჩა გეყოფათ!ჰოსოკ შეგიძლია წახვიდე(კიმ შინი)
ჰოსოკი ოთახიდან გავიდა.
_ვიცი, რომ მას უყვარხარ.დიდი ხანია გაკვირდებით და თუ გულს ისევ ატკენ მოგკლავ!ვხედავ ისე არ გიყვარს როგორც მას უყვარხარ (კიმ შინი)
_მაპატიეთ მაგრამ ჩემთვის ის მხოლოდ მეგობარია(ჯონგუკი)
კიმ შინი შემოტრიალდა.
_გასაგებია.მიხარია,რომ აქ ხარ,გინდა დავლიოთ?წარსულზე ვისაუბროთ,რადგან ეგ ბეჭედი იპოვე ესეიგი ყველაფერი უკვე იცი.ბოდიში, მამაშენის გარდაცვალების შემდეგ,შენთან მოსვლის და შენთვის თვალებში შეხედვის მცხვენოდა,ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჰოსოკი დაგიმეგობრდებოდა.ამიტომაც ვიყავი თქვენ ორის წინააღმდეგი.მამაშენი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.როცა მან შენს გადასარჩენად თავი გასწირა,ძალიან გავბრაზდი.ჩემი ვაჟისთვის მეც ამას გავაკეთებდი,მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო მასთან განშორება.არასოდეს შემძულებიხარ ჯონგუკ.(კიმ შინი)
_თქვენ ბრალს არ გდებთ,მოხარული ვარ,რომ ამ სამყაროში კიდევ ერთი მონათესავე სული ვიპოვე.ვიცი,რომ შორიდან ყოველთვის მაკვირდებოდით,ნათლიავ(ჯონგუკი)
YOU ARE READING
🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)
Fanfictionნახევრადსისხლა ვამპირის ჯონგუკის აკრძალული სიყვარულის ისტორია ადამიან ჯიმინთან♥️ჯონგუკის შურისძიება დედ-მამისა და დაკარგული ტახტის გამო.♥️