ჯონგუკის დედის წერილი

435 43 2
                                    


"პატარავ,ვიცი დრო მოვა და ამ წერილს ნახავ.მინდა იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს მამაშენის ბრალი არ არის,ის ამას ჩვენს დასაცავად აკეთებს!
ნამჯუნს და კიმ შინს ენდე,ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიცავენ.ვიცი,ჩვენ გარეშე გაგიჭირდება მაგრამ ამას უნდა შეეგუო.
სხვა გზა არ არის!ბიძაშენი ლოგანი ის არ აღმოჩნდა ვინც გვეგონა.მამაშენს ყოველთვის ატყუებდა და შეთქმულებისთვის წლები ემზადებოდა.მას ყოველთვის ტახტი სურდა.ასე,რომ თუ შენი სიცოცხლის გადასარჩენად,ტახტის დათმობა მოგიწევს,არ გაუძალიანდე!შენ უნდა იცოცხლო ჯონგუკ!მე და მამაშენს მხოლოდ ეს გვინდა!
როცა მამაშენმა სასახლეში მომიყვანა ლოგანს გზა გაეხსნა.დიდებულების ამხედრება დაიწყო მამაშენის წინააღმდეგ.როცა შენ გაჩნდი ყველა ამის წინააღმდეგი იყო.ამაოდ ვცდილობდით მათ დაწყნარებას.ერთ დღეს ლოგანი დიდებულებთან ერთად მოვიდა და შენი გადაცემა ითხოვდა.ამბობდა რომ ბინძურსისხლიანი იყავი და არ დაუშვებდა,ვამპირთა სამეფო საგვარეულოს წევრი ყოფილიყავი,შენი მოკვლა სურდა.მამაშენი ძალიან გაბრაზდა და ლოგანი სასახლიდან გააძევა.მას შემდეგ ის აღარ გვინახავს.თუმცა,ბრაზსა და ბოღმას წლები ინახავდა.ხელსაყრელ მომენტს ელოდა,ყოველთვის მზად იყო თავს დაგვსხმოდა და მამაშენი ტახტიდან ჩამოეგდო.ძალიან გვიან გავიგეთ,რომ ჯია მასთან იყო შეკრული.როცა,შენი ტახტზე ასვლის ამბავი გამოვაცხადეთ.ჯიამ,რა თქმა უნდა, ენა მიუცუნცულა.რადგან ამ ფაქტმა მთელი სამეფო აღაშფოთა,ლოგანმა მოქმედება დაიწყო.მაშინვე თავს დაგვესხა.იმ ღამეს მამაშენს კაბინეტში დახვდა,სანათესაოც კი შეკრიბა,რომ მამაშენი ტახტიდან ჩამოეგდო.
რადგან ტახტი უფროსს ვაჟს გადაეცემა და ბაბუაშენმაც სწორედ მამაშენს ჩააბარა,მან კანონიერად სცადა თავისი ადგილის დაცვა. კენჭისყრა დაიწყო,ძალიან ვნერვიულობდი.მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ,ფარულ კენჭისყრაში მამაშენმა ბევრად უფრო მეტი ხმა მოიპოვა ვიდრე ლოგანმა.ის ყველას სძულდა,ბავშვობიდან ეშმაკი და შურიანი,ყოველთვის ცუდი ხასიათით გამოირჩეოდა.ბუნებრივია, არავის მოსწონდა და არც მისი ტახტზე აბრძანება აწყობდათ.კინაღამ ჭკუიდან გადავიდა როცა შედეგები დათვალეს.მამაშენს არაფერი უთქვამს,რამაც კიდევ უფრო შეშალა.
მაპატიე ჯონგუკ,ვიცი,რომ რთული იქნება ამის გაგება.მე და მამაშენმა რაღაც დაგიმალეთ!როცა დაიბადე ძალიან პატარა და ავადმყოფი იყავი.დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეგეძლო.მამაშენმა უხუცეს ჯადოქარს მიმართა დასახმარებლად.როცა შემოგხედა ხელი ჩაიქნია და თქვა,რომ მოკვდებოდი.მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ შენს გადასარჩენად.დარწმუნებული ვარ ისევ გაქვს ნიშანი მკერდთან,ეს დამწვრობის კვალია.შენს გადარჩენას ათასობით ადამიანი შევწირეთ.საუკუნეენის წინ არსებული რიტუალი ჩავატარეთ.ამ რიტუალში 200 ჯადოქარი იღებდა მონაწილეობას.განსაკუთრებულ ადგილას წავედით.როგორც უხუცესი ამბობდა,სწორედ,ამ უზარმაზარ ხესთან დაიწყო პირველმა ჯადოქარმა რიტუალების გაკეთება,ამიტომ მას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა.ცენტრში ჩვენ ვიდექით ისინი კი წრიულად იყვნენ შემოხვეულნი,ჩვენს გარშემო.შენ ჩემი სისხლით სავსე ჯამში იწექი.ადამიანთა სისხლს ღვრიდნენ და შელოცვას კითხულობდნენ.ასე გაგრეძლედა რამდენიმე დღე.ბოლოს უხუცესმა ცეცხლი გააჩინა იმ ჯამში სადაც იწექი.ცეცხლის ალი სისხლს შემოეხვია,ვიფოქრე,რომ დაგკარგე,მაგრამ სწორედ,მაშინ ატირდი პირველად.უხუცესმა ხელში აგიყვანა და შენი პატარა სხეული ჩვენ მოგვაწოდა.არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები,შენი დანახვისას,ეს წინასწარმეტყველება იყო,"ეს ბიჭი დიდებული ვამპირი გახდება!
ყველა მის ფეხთან დაიჩოქებს და პატიებას ითხოვს.სისხლს დაღვრის და ამ სისხლით გაწმენდილი გზით მის კუთვნილ ტახტს დაიკავებს.თუმცა,იმისთვის,რომ წინასწაემეტყველება აღსრულდეს,მისი გული უნდა მოკვდეს და შემდეგ ხელახლა დაიბადოს"ამ სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე.თუმცა,მაშინ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა შენი გულის სიკვდილი. ახლა ვხვდები,ჩვენი თავი უნდა შემოგწიროთ.ვიცი,რთული იქნება ჩემო ბიჭო მაგრამ შენ ყველაფერს გაუძლებ.
შენს გადარჩენას უამრავი ადამიანი და ჯადოქარი შეეწირა.იმისთვი,რომ ყველაფერი დაგვემალა 188 ჯადოქარი მოვკალით,გარდა უხუცესისა და ნამჯუნისა.მაგრამ ყველაზე ძლიერ შელოცვასაც კი აქვს სისუსტე.არსებობს ყვავილი სახელად"ჯოჯოხეთის ვარსკვლავი"თუ მისი ერთი წვეთი მაინც შენს სისხლში მოხვდება,სამუდამოდ მოკვდები.ეს ბეჭედი მე და მამაშენმა საბედისწერო შემთხვევისთვის შევქმენით.ლოგანმა ერთხელ ვერ შეძლო მაგრამ თუ კიდევ დააპირებს ამ ყვავილით შენს მოკვლას."ელეონორას"(ბეჭედი)
ეს სიტყვები უთხარი"მე ვკვდები, დედა,დამეხმარე"ის გაიხსნება და სწრფად დალიე.მართალია ყვავილს შენი ორგანიზმიდან გამოდევნის მაგრამ მდგომარეობიდან ვერ გამოგიყვანს.თუ რამე ასეთი მოხდება,სწრაფად ნამჯუნი იპოვე,ის დაგეხმარება!
უკვე დროა.ასე,რომ სწრაფად დავამთავრებ მოყოლას.დღეს ღამით ლოგანმა ეს ყვავილი მოიტანა,მან უხუცესი შეიპყრო და ეს იმფორმაცია გამოსტყუა.თავთან ჯადოქარი გედგა და მხოლოდ ლოგანის ბრძანებას ელოდა,შენს მოსაწამლად.დავნებდით!ლოგანმა მამაშენს აიძულა მზის ამოსვლამდე ჩემი სისხლი ბოლომდე დაელია,შემდეგ კი თავი მოეკლა.მზე უკვე ამოდის ამიტომ ახლა უნდა წავიდე.
ძალიან მიყვარხარ ჯონგუკ!სიყვარულით დედა და მამა"

ამ ღამით პატარა ჯონგუკი,ბიძია ლოგანმა გააღვიძა.სახატავები მიაწოდა და უთხრა მისი ლამაზი ოჯახი დაეხატა.ხატვა დაასრულა თუ არა უთხრა,რომ მამიკოსთან გაქცეულიყო.სწორედ ასე შეესწრო ჯონგუკი დედამისის სიკვდილს.სწორედ ამ დროს მოკვდა ამ პატარა ბიჭის უმანკო გული.

_________________________________________
ყველაფერი ჩემი გამოგონილია,შელოცვები,ყვევილები,ბეჭდები და ა.შ.ასე,რომ თუ მოგეწონებათ გამიხარდება და თუ არა თქვენს აზრსაც აუცილებლად მივიღებ!

🩸სისხლის წყურვილი🩸(დასრულებული)Where stories live. Discover now