დაპირებული ახალი თავი..
დავოუთება და აზრის გამოთქმა ნუ დაგავიწყდებათ.. ❤️🩹
**********
ჯონგუკი დივანზე იჯდა, ყავას მშვიდად ეტანებოდა, რომელიც ძილის სურვილს სრულიად უქრობდა. ფეხებზე ლეპტოპი ედო, ხელებს კი კლავიატურაზე აწკაპუნებდა და ოფისის საქმეებს აგვარებდა, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ჯონგუკმა კარგად იცოდა ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ ტუჩის კუთხე კმაყოფილმა ჩატეხა, ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და ლეპტოპი დახურა.
კარი მსახურმა გააღო. სწრაფი ნაბიჯების ხმის ფონზე კი ბიბლიოთეკაში გაბრაზებული ჰოსოკი შემოვიდა. ჯონგუკმა უკმაყოფილოდ აქაჩა წარბი და მის უკან მიიხედა, რითაც მისთვის ცხადი გახადა ვისაც ეძებდა.
-სად არის? იკითხა მშვიდი და გაწონასწორებული, თუმცა ამავდოულად ზედმეტად მკაცრი და ბოხი ხმით, როცა ჰოსოკის უკმაყოფილო სახე დაინახა. ჰოსოკი კი მისი ტონის გაგონებისას უფრო დაიჭყანა და შეშფოთებულმა წარბებს შორის ზოლი და საფეთქლები დაიზილა.
-ისევ გაიქცა.. ამოიოხრა დრამატულად და ხელები ჰაერში აიქნია.
-ჯანდაბა! თქვენ რა იდიოტები ხართ? უკმაყოფილოდ შეიკურთხა და თმაში თითები შეიცურა. -ერთი პატარა ბიჭი როგორ ვერ მოიყვანე აქამდე ჰოსოკ? გაღიზიანებულმა გადააგდო თავი დივნის საზურგეზე და მზერა ჭერს მიაბყრო.
-ჯონგუკ მაინცდამაინც ის გიჟი რას აიჩემე? გაოცებას ვერ ფარავდა. ჰოსოკი -გეფიცები ნამდვილი შეშლიალია! ჯერ ყველა მაგრად მიბეგვა შემდეგ კი მანქანა გაიტაცა და გაიქცა. მგონი განგსტერი ან მოსყიდული პოლიციელია მანდ შეპარული.. თან ისე ძვირი გადავიხადე მაგ ნაბიჭვარში.. კბილებში გამოსცრა დანანებით.
-არაფრის მაქნისები ხართ.. ერთ პატარა ბიჭსაც კი ვერ მიხედეთ.. როგორ უნდა გენდოთ.. ჯონგუკმა სიტუაციის მეტად დრამატიზება მოახდინა. -მე კი თქვენ ჩემს სიცოცხლეს განდობთ.. საშინელებაა.. პირდაპირ კატასტროფა.. თავი გააქნია ჯონმა.
YOU ARE READING
გარიგება
Fanfictionმარტოსული ჯონგუკისთვის საჩუქრად შეძენილი "სათამაშო", მის ცხოვრებას სრულიად თავდაყირა აყენებს..