Bad Emotions

647 70 34
                                    

და მაინც რამდენ ხანს შეუძლია საღ გონებაზე მყოფ ადამიანს ადეკვატურობის შენარჩუნება, როცა ის სრულიად მოწყვეტილია სამყაროს? ჯიმინი ფიქრობს, რომ უკვე სიგიჟის ზღვარზეა. მას არამარტო შეეზღუდა ტექნოლოგიების გამოყენება არამედ, წიგნები, ბაღში სეირნობა და ოთახიდან გასვლაც კი. ჯონგუკთან ბოლო საუბრის შემდეგ, როგორც ჩანს ჯიმინი დასჯილად გამოცხადდა. ის კვირაზე მეტია, რაც მთელ დღეს თავის საძინებელ ოთახში ატარებს, რომლის დატოვების უფლებაც აღარ აქვს. ამას კი ემატება ფაქტი, რომ ჯონგუკი მის სანახავად ერთხელაც არ მისულა. საკვების მიმწოდებელ დაცვას კი მასთან საუბარი ეკრძალება.

ჯიმინი გულაღმა წევს საწოლზე და ზეწარზე ათამაშებს თითებს, გულში აკვიატებულ მელოდიას ღიღინებს და მაარტოობისგან დაღლილს ხმა უკანკალებს. მას უნდა, რომ იტიროს, იყვიროს, ყველაფერი გაანადგუროს, რომ უსამართლობის მწარე შეგრძნებას თავი დააღწიოს, მაგრამ იცის ეს არაფერს შეცვლის, საერთოდ არაფერს. მან უკვე იტირა აბაზანაში რამდენჯერმე. მაგრამ თავს უფლებას არ აძლევს ბოლომდე დაცემის. რაც არ უნდა მოხდეს ის არ ჩაფლავდება და ამაში ყოველ წუთს არწმუნებს თავს, რომ საბოლოოდ აუცილებლად მიიღებს ნანატრ შურისძიებას.

საძინებლის კარი ხმაურით იხსნება და შიგნით ნაცნობი ფიგურა ჩნდება. მისთვის თეთრეული, ტანსაცმელი და საკვები კვლავ მოიტანეს. ჯიმინი ზანტად ატრიალებს სახეს და ჩუმად ამბობს:

-ბატონ ჯონს გადაეცით, რომ მისი ნახვა მინდა. -დაცვა წამით შეშდება. თითქოს ნათქვამი ვერ გაიგო. გაურკვეველი მზერით დაჰყურებს საწოლზე მწორიალე ბიჭს, რომელსაც მზერა ჭერისკენ მიუპყრია. ჯიმინს სძულს ეს განმსჯელი მზერა, რომლითაც ჯონგუკის შიდა მოსამსახრეები აკვირდებიან. მას ყველა სძულს იმ გულგრილობისთვის რასაც მის მიმართ იჩენენ. მათთვის აუტანელია ჯიმინზე ბავშვივით ზრუნვა, მითუმეტეს მაშინ, როცა იციან, რომ მათზე ბევრად დაბალ საფეხურზე დგას. მაგრამ მათ არჩევანის უფლება მაინც აქვთ. ისინი თავისუფლები მაინც არიან და ჯიმინს, მას ამის ფუფუნება არ ჰქონია. სწორედ ამ მიზეზის გამო ეზიზღება ყველა, რომ მათ ამის გაგება არ უნდათ.

გარიგებაWhere stories live. Discover now