ჯიმინს ბევრი პერიოდი ჰქონდა და ბევრი სხვადასხვა სიტუაცია გამოიარა აქამდე. ყოფილა ბედნიერი, მარტოსული, უბედური, იმედგაცრუებული, მაგრამ ასე დაკარგულად ჯერ არ უგრძვნია თავი, ცხოვრების არცერთ ეტაპზე. ჯონგუკთან თანაცხოვრება ექსტრემალურად დაიწყო, მაგრამ ახლა, როცა მათ ურთიერთობაში შუალედური რგოლი იპოვეს ყველაფერი ბევრად უცნაური გახდა. ჯიმინი რიგითი თანამშრომელივით დადიოდა სამსახურში. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაერკვია იქ მისი პოზიცია, მაგრამ როცა ჯონგუკი ოფისში იყო მოითხოვდა, რომ ჯიმინიც აუცილებლად იქ ყოფილიყო. თავიდან ჯონგუკის კაბინეტში, მაგრამ მოგვიანებით მას ზუსტად მის გვერდით გამოუყვეს ოთახი, რადგან ჯონგუკი ხშირად ატარებდა პერსონალურ შეხვედრებს თავის კაბინეტში განმარტოებით. ჯიმინს საქმიან შეხვედრებზე არასდროს ჰქონდა დასწრების უფლება. ის უბრალოდ პაიკი იყო ჯონგუკის სათამაშო დაფაზე და სადაც გაუხარდებოდა ისე გადაადგილებდა ჯიმინის ქვას.
ჯიმინი რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო. მაგრამ ამის გამოხატვის უფლება ღიად არ ჰქონდა. მას უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ, ყველგან თან დაჰყვებოდნენ. მას ეჭვი ჰქონდა, რომ კამერები აბაზანაშიც კი იყო და ამის გამო საშინელ დისკომფორტს განიცდიდა. დაღლილი იყო ასეთი მკაცრი კონტროლისგან, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამ ეტაპზე არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მას უბრალოდ უნდა მოეპოვებინა ჯონგუკის ნდობა ნელ-ნელა და პაზლივით აეწყო. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა ფაქტს, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მხოლოდ და მხოლოდ ჯონგუკით შემოიფარგლებოდა. მას არ ჰყავდა მეგობრები სამსახურში და არ ჰქონდა უფლება კაბინეტის დატოვების ჯონგუკთან შეთანხმების გარეშე. არც სამზარეულოში ყავის დალევის და საერთო საპირფარეშოს გამოყენების. მხოლოდ მას შეეძლო ესარგებლა ჯონგუკის აბაზანით, რომელიც მათ კაბინეტებს შუაზე ჰყოფდა. ასევე მინის გამყოფი კედელი, რომელიც ჯონგუკს საშუალებას აძლევდა მის თითოეულ მოქმედებას დაკვირვებოდა. ჯიმინს სამსახურში მხოლოდ ესკიზებზე ჰქონდა წვდომა. ასევე მთელ სამსახურში ყველას ვინაობა იცოდა, თუმცა მხოლოდ ჯონგუკის პირად მდივანთან შეეძლო კონტაქტი, რომელიც ესკიზებით ამარაგებდა. სხვა დანარჩენი კი დაცვისთვის უნდა შეეთანხმებინა თუ კი ჯონგუკი კაბინეტში არ იყო და რაიმე აუცილებელი გამოჩნდებოდა. ის სახლშიც და სამსახურშიც ტყვე იყო და ეს არც მერე შეცვლილა, როცა ჯონგუკმა მის მიმართ ლმობიერების გამოჩენა დაიწყო.
YOU ARE READING
გარიგება
Fanfictionმარტოსული ჯონგუკისთვის საჩუქრად შეძენილი "სათამაშო", მის ცხოვრებას სრულიად თავდაყირა აყენებს..