Right step

1.2K 114 33
                                    

-Hey.. What's up ❓

-ნუ დაგავიწყდებათ აზრის გამოთქმა.... 🎭

/////////////////

მიუხედავად იმისა, რომ ორი საათია რაც დასაძინებლად დაწექი, ძილი მაინც არ მეკარებოდა. ჩემი გონება ისევ სასადილოში მომხარი ამბის ირგვლივ ტრიალებდა. თავიდან  ჯონგუკთან საუბრის ფრაგმებტებს ვერაფრით ვიგდებდი და გამუდმებით მისი ირონიული სახე მედგა თვალწინ.

სწორედ ჩემი მოთმინების უნარის წყალობით ვარ დღემდე ცოცხალი მაგრამ დღეს საშინლად გამაღიზიანებელი იყო ჯონგუკის ირონია. აქამდე მეგონა, რომ ყოველთვის მე ვიყავი ის ვისაც სხვა გამოჰყავდა მწყობრიდან ცინიკოსობით, მაგრამ მასთან საუბარში ყოველთვის ის იმარჯვებს.

მომენტებში მინდოდა მუჭში მომწყვდეული ვერცხლის დანა  პირდაპირ ხორხში გამერჭო მისთვის და მეყურებინა სისხლისგან როგორ დაიცლებოდა ჩემს თვალწინ. მერე კი ვნახავდი ვინ იცინებდა ასე ირონიით. მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, რაც არ უნდა მდონებოდა ეს, ამას ვერ გავაკეთებდი. თუნდაც ჯონგუკი ლანგარზე დადებული მყოლოდა. ის ჩემი საბოლოო ლუკმაა. ყველაზე მეტად ამ მომენტში მისი კეთილგანწყობა მჭირდებოდა.

დარწმუნებული ვარ მათ ზუსტად იციან, რომ ჯონგუკმა შეიძინა ჩემი თავი აუქციონზე, რომელზეც მათ გამიტანეს.. ღორები!! სიმწრისგან გამეცინა. ჯონგუკს თუ რამეს დავუშავებ ისინიც გაიგებენ ამას. ზუსტად ვიცი ახლაც თვალ-ყურს მადევნებენ. მათთან ერთად ჯონების კლანსაც თუ გადავიმტერებ ის ტიპი - ჰოსოკი ალბათ ჯოჯოხეთიდან ამომთხრის და ცოცხლად შემჭამს. თანაც ახლა აქედან წასასვლელი არსად მაქვს. არც არავინ მყავს ისეთი სანდო ვისაც შევეკედლები. აქედან როგორც კი ფეხს გავდგამ მაშინვე მიპოვნიან და ჩამაძაღლებენ ან კიდევ ახალ მეურვეს მიპოვნიან.

ჯონგუკი იმაზე კარგად მექცევა ვიდრე ამას ვიმსახურებ. ვიცი ამ ყველაფრის მიღმა რა საშინელებაც იმალება. მის ადგილას სხვა ალბათ სარდაფში გამომამწყდევდა, ან თოჯინასავეთ გამომაწყობდა და აქამდე ალბათ მილიონჯერ მიხმარდა.. ნარკოტიკებით გამგუდავდენენ და მათ ჭკუაზე მარიონეტივით მატარებდნენ.

გარიგებაWhere stories live. Discover now