თვალები შეშინებულმა გავახილე თუ არა წართმეული შეგრძნებები მაშინვე დამიბრუნდა. თბილოდა. რაღაც ზედმეტად რბილზე და კომფორტულად ვიწექი. ირგვლივ სისუფთავის სურნელი ტრიალებდა.
მსუბუქი თავბრუხვევისა და გულისრევის შეგრძნება მქონდა.ასე თბილად და კომფორტულად დიდი ხანია არ მიძინია. მთელი ღამე მკვდარივით გათიშულს მეძინა. არ მახსოვდა აქ როგორ მოვხდი ან ვინ მომიყვანა. უკანასკნელი კადრი რაც ბოლოს გონებაში დამრჩა მეტროში ყოფნა იყო. კიბეზე ჩასვლისას მოულოდნელად რაღაც ძალიან მწველი ვიგრძენი ყელის არეში, შემდეგ ყველაფერმა გაშავება დაიწყო, სხეული მომიდუნდა და ბოლოს გონება დავკარგე.
სასტიკად არ მინდოდა რეალობაზე თვალის გასწორება. ნუთუ კვლავ იმ ჯოჯოხეთის წრეზე ვტრიალებ? მინდა ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი იყოს და მალე გამომეღვიძოს. აღარ მინდოდა იმ საშინელ ჯოჯოხეთში დაბრუნება, სადაც წყეული ჯონგუკი, კიმ მინჰო და საერთოდ ის დაწყევლილი მონათა ბაზარი არსებობდა.
ახლა სრულიად ახალ გარემოში ვიყავი. შეშფოთებულმა მოვავლე ოთახს თვალი და სიბრაზისგან გამაცახცახა. ირგვლივ ყველაფერი ღია ფერში იყო გაწყობილი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საგიჟეში გამომამწყვდიეს.
სწრაფად წამოვვარდი საწოლიდან და ფანჯარას ღამის ფარდა მოვაშორე. უკან იმედგაცრუებულმა დავიხიე, როცა მასზე გისოსები აღმოვაჩინე. კარისკენ გავიქეცი და სახელურს ძლიერად გამოვქაჩე რაც კი ღონე შემრჩენოდა, თუმცა რკინის კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
გამწარებულმა ვიღრიალე და ფეხები და ხელები ერთდროულად დავუშინე რკინის კარს. თუმცა პასუხი ვერავისგან მივიღე. გაღიზიანებულმა კარს მოვშორდი და აქაურობის შესწავლა საფუძვლიანად დავიწყე.
ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც პატარა ხვრელი მაინც მეპოვნა სადმე, სულ მცირედი შანსი აქედან გაქცევის.. აბაზანაში შესულმა სავენტილაციო მილები გულდასმით შევამოწმე, თუმცა იქაც ვერაფერი ვიპოვე ისეთი რისი იმედიც შეიძლებოდა მქონოდა.
YOU ARE READING
გარიგება
Fanfictionმარტოსული ჯონგუკისთვის საჩუქრად შეძენილი "სათამაშო", მის ცხოვრებას სრულიად თავდაყირა აყენებს..