Rough

1.1K 106 23
                                    

ჯონგუკის წასვლის შემდეგ მთელი ღამე ვერ მოვისვენე. გვიანობამდე ვფიქრობდი და ვერ ვიგებდი მაინც რა უტრიალებდა იმ მისტიურ თავში. თვითონ მაგრძნობინა აქ მოსვლისთანავე რაც უნდოდა ჩემგან. სწორედ მან გამიკეთა მინეტი. ახლა კი როცა იგივეს გაკეთებას ვაპირებდი ხელი მკრა, დამცინა და მარტო დამტოვა. ნაბიჭვარი!

დილით გაღიზიანებულმა გავახილე თვალები. ჯონგუკზე გავრაზებულმა  სულ გადამავიწყდა ღამის ფარდების გადაწევა. ამიტომ მზის სხივები პირდაპირ მაბრმავებდნენ. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე და მისგან ზურგით გადავწექი, რომ მზერა ამერიდებინა მჭრელი სხივებისთვის.

კარზე კაკუნის ხმაზე თვალები მოვიფშვნიტე. დილით არასდროს მაწუხებდა არავინ. ყოველთვის შუადღისას მოდიოდნენ ჩემს სანახავად. იმედია ცუდი არაფერი მოხდა. წამოვჯექი და გაოცებულმა გავხედე კარს, როცა კაკუნი კიდევ ერთხელ მომესმა და შიგნით უკითხავად არავინ შემოიჭრა როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

-ღიაა.. აღმომხდა ნამძინარევი ჩაწყვეტილი ხმა. ოთახში თავდახრილი ჯესიკა შემოვიდა. დილიდან მისმა დანახვამ ხასიათი უფრო მეტად გამიფუჭა.

-დილამშვიდობის მისტერ პაკ.. ბატონი ჯონი ბაღში გელოდებათ სასადილოდ. თვალები რამდენჯერმე სწრაფად დავახამხამე და თმა უკან გადავიწიე.

-რა? გაოგნებული ხმა აღმომხდა.

-ბატონი ჯონი ბაღში გელოდებათ..

-მანამდე რა თქვი? ხელი ჰაერში გავაქნიე.

-დილამშვიდობისა მისტერ პაკ.. გაოცებულმა გავიცინე და სახე კვლავ დავასერიოზულე.

-ეს რას ნიშნავს? დამცინი? ვიკითხე გაღიზიანებულმა.

-წინა ინციდენტისთვის ბოდიშს გიხდით.. მსგავსი რამ არასდროს აღარ განმეორდება. ჯესიკა დაპროგრამებულივით  მელაპარაკებოდა. თითქოს ახლა ჩემს წინ ადამიანი კი არა რობოტი იდგა. თავი ძირს ჰქონდა დახრილი. თვალებშიც კი არ მიყურებდა. ვიცოდი ამის უკან ვინც იდგა. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ მან ეს ასე სწრაფად გააკეთა და რისთვის? ორი ვარიანტი მქონდა ან მისი აქედან გაშვება არ უნდოდა, ან კიდევ უარესი, მისი სიკვდილი. გაოცება ირონიაში გადამეზარადა და გაღიზიანებულმა გავიცინე.

გარიგებაWhere stories live. Discover now