ჰააიი!!! მე ისევ აქ ვარრ!!.. 👀
თქვენი აქტიურობა მაძლევს მოტივაციას, რომ მეც ხშირად გაგანებივროთ ახალი თავებით.. იმედია ტემპს არ დააგდებთ.. ❤️🩹
////////////
-ჭკვიანი ხარ პაკ ჯიმინ.. ჩაიცინა ჯონმა და ბიჭი ინტესიურად შეათვალიერა. -იქნებ სწორედ ამიტომაც აგირჩიე შენ..
-რატომ?! მკირცხლად იკითხა გაღიზიანებულმა.
-იმიტომ, რომ არ ნებდები.. ჩაიცინა და ზურგით ბოლომდე მიეყრდნო დივანს. -სწორედ ამის მოსმენა მინდოდა შენგან..
-რისი?! ჯიმინი არ ცხრებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მალე იფეთქებდა.
-იმის, რომ რაც არ უნდა გავაკეთო შემეწინააღმდეგები, ბოლომდე შემებრძოლები და არ გატყდები..
-ბინძური თამაშები გიყვართ არა მისტერ ჯონ? დაიღრინა ჯიმინმა.
-მე სასურველისთვის ბრძოლა მიყვარს პაკ.. ჯონგუკმა სახე მაღლა ასწია და ამაყად ჩაილაპარაკა. -ჩემთვის ღირებული მხოლოდ მაშინაა თუ ის მიუწვდომელია.. როცა ვიცი, რომ ის უბრძოლველად ჩემი საკუთრება გახდება ყოველგვარ ფასს კარგავს ჩემს თვალსაწიერში, ხომ ხვდები? მხრები აიჩეჩა.
-ე.ი თქვენგან თავის დაღწევა თუ მინდა უნდა დაგნებდეთ? ჯიმინმა მაშინვე ირონია მიმართა ჯონის წინააღმდეგ.
-არა.. მტკიცედ უპასუხა შავგრემანმა. -თუ დამნებდები მაშინვე გაგანადგურებ.. წარბები მაღლა აქაჩა და მტკიცედ წარმოთქვა სიტყვები. -მძულს სისუსტეს, რომ იჩენენ..
-მაშინ რა უნდა გავკეთო? კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა ბიჭმა.
-უნდა შემებრძოლო.. მხრები უდარდელად აიჩეჩა.
-უთანასწორო ბძოლაა.. უპირატესობა თქვენ გაქვთ..
-ასე არაა.. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-თქვენ მე მწამლავთ! ტონს აუწია გაღიზიანებულმა ჯიმინმა.
YOU ARE READING
გარიგება
Fanfictionმარტოსული ჯონგუკისთვის საჩუქრად შეძენილი "სათამაშო", მის ცხოვრებას სრულიად თავდაყირა აყენებს..