behind the curtain

623 68 10
                                    

იატაკზე ვწევარ და ერთიანად ვკანკალებ. მთელი სხეული ჯოჯოხეთურად მტკივა. კუნთები კი ისე მეწვის ტირილი მინდა. თვალებში ბურუსივით მივლის წყალი და სწრაფად ვახამხამებ, რომ მზერა გავიწმინდო, თუმცა ერთი ეული ცრემლი მაინც მიგორავს თვალის კუთხიდან. ჯონგუკი ისევ თავის ტახტრევანზე ზის და ზემოდან ამბიციურად დამყურებს. ოთახი რომის და მისი სიგარეტის სუნად ყარს. სიგარეტის, რომელიც ლამის ჩემი ორი თითის სიმსხვილისაა. ჯონგუკი ჭიქას მაგიდაზე დებს, სიგარეტს კი შიგნით აგდებს. ის ყოველთვის ასე ეწევა. ალბათ, რომი მას სპეციფიკურ გემოს მატებს. თუმცა ამჯერად ტუჩებს შორის არ იბრუნებს. ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის. ვცდილობ, ავდგე ან უკან გავხოხდე. რამე მაინც გავაკეთო, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია. ერთიანად ვცახცახებ მისი სიახლოვისას. ჯონგუკი დაბლა იხრება. მისი ძვირადღირებული ფეხსაცმელი ცერებზე იკეცება. ზემოდან დამყურებს, თითით თვალის კუთხეზე ჩამოგორებულ ცრემლს მწმენდს, ტუჩებთან მიაქვს და გემოს უსინჯავს. ეს ყველაფერი საშინლად უცნაური და უსიამოვნოა.

-იცი რისი გემო გაქვს? -ამბობს მშვიდი ხმით. ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ ცოტათი მაინც დავმშვიდდე, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემიძლია, გული ამოვარდნას მაქვს სამ საათიანი შეუჩერებელი ცეკვის შემდეგ. ჯონგუკი ჩემს გადაღეღდილ პერანგს აკვირდება და მზერა გაოფლილი ტორსიდან თვალებთან ამოაქვს. -წაგების. -ამბობს და ხელებს დაბლა აცურებს. არა! ეს დამამცირებელია. მაგრამ ასე თუ დამტოვებს დილამდე იატაკზე ვიწვები.

აბაზანაში შევდივართ. ჯონგუკი სარკის წინ მდგარ სკამზე მსვავს, ვანაში წყალს უშვებს და კვლავ ჩემთან ბრუნდება. ზურგით კედელს ვეყრდნობი, რადგან თავის დაჭერაც კი მიჭირს. შემდეგ გახდაში მეხმარება და როცა საცვლის ზოლს ეხება მაშინვე უარყოფის ნიშნად ვაქნევ თავს. საპასუხოდ მხოლოდ მოკლედ იცინის. ჩემს მკლავს მხარზე იხვევს და ადგომაში მეხმარება.

გარიგებაWhere stories live. Discover now