familiar

643 63 16
                                    

ბოლო ინციდენტის შემდეგ ჯიმინი კვლავ დაუბრუნდა ძველ ცხოვრებს. მომდევნო დღეს ჯონგუკმა მასთან ერთად ისევ წაიყვანა სამსახურში და მისცა უფლება ესკიზები შეექმნა. მართალია მათი საუბარი პირად საზღვრებს აღარ გასცდენია, მაგრამ ისინი კვლავ ერთად ვახშმობდნენ. ჯონგუკი ჯიმინის მშრალი პასუხებით ამჯერად მშვიდი კმაყოფილებით პასუხობდა. ზედაირულად უღიმოდა და ჯიმინის თავდაჭერილობაზეც აღარ ბრაზობდა.

ჯიმინი რა თქმა უნდა ამჩნევს ჯონგუკის ხასიათსა და ქცევებში კონტრასტულ ცვლილებებს. რადგან ის ახლა უფრო მეტ ინტერესს იჩენს მისდამი, ვიდრე აქამდე და ამის დამალვასაც არც ცდილობს. ღიად გამოხატავს თავის სურვილებსა და მიზნებს ჯიმინთან დაკავშირებით, ზოგჯერ უტაქტო კომენტარებით, შეუფერებელი კომპლიმენტებითა და თავხედური შეხებებითაც კი, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩერდება და უკან საკუთარი ნებით იხევს.

ჯიმინი ხვდება, რომ ბოლო დროს განსაკუთრებითაა ყურადღების ეპიცენტრში მოქცეული. ჯონგუკი გამოდმებული და დაჟინებული მზერით, დახვეწილი მანევრებითა და განსვავებულად არაორდინალური ხიბლით ცდილობს მის ცდუნებას. შემპარავად აპირებს თავს "მსხვერპლს" თავბრუ დაახვიოს, კუთხეში მიიმწყვდიოს და ხელში საბოლოოდ ჩაიგდოს.

ჯიმინი მოიტყუებს თუ იტყვის, რომ ჯონგუკის მსგავსი ჯელტმენური გამოხტემები მასზე არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, მას არ დავიწყებია, რომ ის მონათა ბაზარში იყიდა, მასში ფული გადაიხადა და რომ არ არის ვალდებული მოექცეს ასე კარგად, თუმცა ჯონგუკი სხვანაირია. ის ცდილობს ამოიგდოს ის აზრი თავიდან, რომ მას ძალიან გაუმართლა სწორედ ის, რომ აირჩია ჯონგუკმა და არა ვიღაც გარყვნილმა ან ფსიქოფატმა მოძალადემ. როგორც კი ეს ფიქრები მის გონებაში არეულობას და ქაოსს იწვევენ ცდილობს საკუთარ მოგონებებში ამოატივტივოს გარეწარი და ნაბიჭვარი ჯონგუკის ქცევები, რომელმაც ის ლამის რამდენჯერმე გააუპატიურა. თუმცა ჯიმინს ასეთი მომენტები ბევრი არ ახსენდება. რადგან ჯონგუკი საბოლოოდ მაინც ზრუნავს მასზე, არ აძალებს, არ სცემს, არ აშიმშილებს, ტუალეტების ხეხვას არ აიძულებს, არც სარდაფში ჰყავს გამოკეტილი, არც დაბმული ჰყავს როგორც შინაური ცხოველი. ის ყველაზე ცუდ შემთხვევაში ხელებს იგრძელებს, რაც ასე თუ ისე ასატანია, რადგან ჯიმინის უკანალში ჯერ კიდევ არ შეუყვია პენისი.

გარიგებაWhere stories live. Discover now