new life

801 70 16
                                    

ამ ფიკის მუზა ძლივს დამიბრუნდა..

ამიტომ შევეცდები ესეც გავაგრძელო ისე, რომ არ დაგიკარგოთ კითხვის მუღამი.. 💪🤍

\\\\\\\\

ჯონგუკმა, როცა თქვა, რომ სადაც თვითონ იქნებოდა ჯიმინიც იქ უნდა ყოფილიყო არ უხუმრია.

ჯიმინს ისედაც ჰქონდა დიდი წარმოდგენა ჯონგუკის შესაძლებლობებისა და გავლენის შესახებ. თუმცა ნანახმა მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ჯიმინს მეორე დღესვე ოთახში მიუტანეს გამზადებული ტანსაცმელი. შავი სმოკინგი, რომელიც დაცვის ბიჭების ტანსაცმლისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

ჯონგუკს საუზმობისას შეხვდა, სერ ტანსაცმელში გამოწყობილს პიჯაკი მხრებზე იდალურად ედგა. უბრალო მზერითაც კი გამოსჭვიოდა თავის სიდიადეს.

ჭამას როგორც კი მორჩა ფეხზე წამოდგა და ჯიმინს უბრძანა უკან გაჰყოლოდა. ამ უკანასკნელს წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. რადგან ის შანსი გამოუჩნდა, რომელსაც დიდი ხანი ელოდა. მას ჯონგუკის ნდობა უნდა მოპოვებინა. უნდა მიეცა მისთვის საშუალება უფრო ახლოს მიეშვა, თავის საქმეებში გაერია, რომ მისი ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. მხოლოდ ასე შეძლებდა ჯონგუკის გონებაში ღრმად შეეღწია. მას კარგად ესმოდა, რომ ჯონგუკთან მხოლოდ საწოლში კოტრიალი არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ მის გულში ბოლომდე ჩაეხედა.

ჯონგუკს გასასვლელში კიდევ ორი დაცვა ელოდებოდა. ასევე, ავტოფარეხიდან უკვე გამოსული და გასასვლელად მზად მყოფი მანქანა მძღოლით. ჯიმინი სულელი არ იყო, რომ მიმხვდარიყო ჯონგუკს ამდენი დაცვა უმიზეზოდ არ ეყოლებოდა. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებდა. ჯონგუკი არც ისეთი უწყინარი იყო. მასაც ჰყავდა მტრები ვისგანაც იცავდნენ ეს მხარბეჭიანი ახალგაზრდა და ძლიერი მამაკაცები.

შენობაში მისვლისთანავე პირველი დაცვა გადავიდა და ჯონგუკს კარი გაუღეს. ჯონგუკმა გადასვლისთანავე პიჯაკი გაისწორა და წინ მტკიცე მზერით გაიჭრა. დაცვა უკან მთელი ყურადღებითა და მობილიზებით მიჰყვებოდა. ჯიმინსაც თან მიათრევდნენ. ის თავს პატარა ბავშვივით გრძნობდა მათ გარემოცვაში. რადგან მის ირგვლივ ყველაფერი უზარმაზარი და უცნობი იყო. ორ გორილას მსგავს დიდ ტორებში სრულიად ჩაიკარგა.

გარიგებაWhere stories live. Discover now