პროლოგი - პირველი თავი

247 8 1
                                    

Flashback

Author's vision

-        ჰელ, ხომ ალ მიმატოვებ? - ეუბნება პატარა თვალცრემლიანი გოგონა უფროსს.

-        მია, პატარავ, მისმინე, ახლა ასეა საჭირო, შენ მათ უნდა გაყვე, რომ კარგად იცხოვრო და ბედნიერი მომავალი გქონდეს - ეუბნება უკვე მოქვითინე გოგონას უფროსი.

-        ლატომ? მე ალ მინდა, სენთან მინდა - ეუბნება ხმის კანკალით პატარა.

ჰელენს გული ეწურება პატარას ასეთ მდგომარეობაში, რომ ხედავს მაგრამ სხვა გზა არ აქვს, არ უნდა რომ მია ამ საშინელ ადგილას დარჩეს.

-        პატარავ, მოდი ასე მოვიქცეთ, შენ მათ გაყევი, მე კი პირობას გაძლევ, რომ ცოტა დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად გიპოვი, კარგი?

-        კალგი, მაგლამ ელთი პილობით.

-        რა პირობით?

-        ნეკა თითით უნდა დამიდო პილობა ლომ აუცილებლად მიპოვი, კალგი?

-        გპირდები პატარავ, რომ აუცილებლად გიპოვი, მოდი ჩემთან ჩაგეხუტო

გოგონა ჩაეხუტა მის არაბიოლოგიურ დას, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, ბოლოჯერ შეიგრძნო მისი სურნელი, მისი სითბო, მისი პატარა სხეული და გაუშვა, არ იცოდა რამდენი ხნით, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ მას აუცილებლად იპოვიდა. გული ტკიოდა, სული ეწვოდა გონების დაკარგვამდე, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა ამას მის საკეთილდღეოდ აკეთებდა, უნდოდა რომ მიას მაინც ქონოდა უზრუნველი მომავალი. როგორი სასაცილოა არა? ჯერ თვითონ ჰელენიც პატარა იყო, სულ რაღაც რვა წლის და ის ისე ფიქრობდა და აზროვნებდა როგორც ზრდასრული ადამიანები მსჯელობენ ფიქრობენ და აზროვნებენ.

 

 

თავი 1

თოთხმეტი წლის შემდეგ

Helen's vision

-        როგორი გულქვა და გულცივი ძუკნა ხარ, შენთან მეგობრობა ვის მოუნდება_

between two worldsWhere stories live. Discover now