თავი 12

36 8 0
                                    

Author’s vision
ორი გოგონა ისევ შეხვდა ერთმანეთს, ორივე აღფრთოვანებით ელოდა ერთმანეთის კვლავ ნახვას. მიამ როგორც კი შენიშნა ჰელენი მისკენ გავარდა თავქუდმოგლეჯილი. ჰელენი უყურებდა მას და გულში სითბო ეღვრებოდა მის დანახვაზე, თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ ძალიან მალე გახდა დამოკიდებული ამ პატარა ერთ ციდა გოგოზე. მია მივიდა თუ არა ზედ კოალასავით მიეწეპა. ოლივერი უყურებდა ჰელენს და უხაროდა რომ როგორც იქნა გულწრფელად გაღიმებულს ხედავდა მას, მაგრამ თან უკვირდა ამ გოგოს ასე რომ ხედავდა ნიღბით. როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს ჰელენი და მია, მიამ ჰელენს გადაუჩურჩულა:
- ვინ არის ეს ზე სიმპათიური არსება?
- ოუ ოუ პატარავ შეანელე მსგავსი არაფერი
- აბა გამაცანი გისმენ
- ეს ოლივერია, ჩათვალე ჩემი უფროსი ძმააა, ოლ ეს პატარა გოგონა რომელიც თავის სახეს არაფრის დიდებით არ მანახებს ფოქსია, ნუ პრინციპში ნამდვილ სახელსაც არ მეუბნება -
გოგონამ უცებ თავის ტკივილი იგრძნო და ამოუტივტივდა გონებაში სამი სახელი ჰელენი, ოლივერი და ალექსი, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან ამიტომ ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო
- ოოო კარგი რა, ამდენ ხალხში მართლა ვერ მოვიხსნი ნიღაბს ერთ დღეს აუცილებლად გამოვალ ნიღბის გარეშე და გნახავ და ჩემ ვინაობასაც გეტყვი - ოუ სასიამოვნოა შენი გაცნობა ოლივერ
ოლივერს ძალიან ეცნობოდა ამ გოგონას ხმა მაგრამ ვერაფრით იხსენებდა საიდან
- ჩემთვისაც სასიამოვნოა

Mia’s vision
- ესეიგი ფოქსი
- ჰმმმ
- ჰელენმა მითხრა რომ პატარა მელაკუდას უნდა შეხვედროდა იცი მაინტერესებს ეს სახელი რატომ აირჩიე?
- პირველივე დღიდან როგორც კი თამაში დავიწყე ყველა მეუბნებოდა რომ ჭკვიანი მორცხვი და ფრთხილი ვიყავი. ფანები ყოველ წამს წერდნენ რომ მელიას ვგავდი და მეც სწორედ ამიტომ ავარჩიე ეს სახელი.
- ესეიგი ჭვკვიანი და ფრთხილი არა? -ოლივერმა ცოტა შემაშინა ამიტომ ჰელენის უკან დავდექი
- ჰელი ის მე მაშინებს - ჰელენმა გაიცინა და ოლივერს მხარზე დაარტყა
- მოშორდი მას ის შენ არც კი გიცნობს და უკვე მას აშინებ
- კარგი კარგი ვიხუმრე ფოქს შეგიძლია მენდო ჰელენის ყველა მეგობარი ჩემი მეგობარია
- მეც იგივეთი გიპასუხებ მაგრამ თავს მაინც შორს დავიჭერ სანამ არ დავრწმუნდები რომ მართლა შემიძლია შენი ნდობა. ,-ააა ჰელენ ნახე ბამბის ნაყინი წამო ვჭამოთ
უცებ ხელი ჩავავლე და დახლისკენ გავიქეცი, მსგავსი ბამბის ნაყინი არასდროს მინახავს სხვადასხვა ფერის და თან რასაც ეტყოდი იმ ფორმას მიცემდნენ ყვავილი, გული ,ვარსკვლავი...... ორივე ერთდროულად მივტრიალდით ოლივერისკენ
- შენ არ შეჭამ?
- რომელი პატარა ბავშვი მე მნახეთ?
- და ჩვენ პატარები ვართ?
ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა აქამდე ჩემს ლეკვის თვალებს ვერავინ ვერ ეწინააღმდეგებოდა ყველა იმას აკეთებდა რასაც ვთხოვდი ის კი ქვასავით იდგა ის რა უგრძნობია? ჰელენი უფრო მხიარული ჩანდა დღეს არ ვიცი რატომ მაგრამ მისი ესეთ ნახვა მეც მამხიარულებდა. ბევრი ვილაპარაკეთ და კარგადაც ვისეირნეთ იქვე ახლოს მყოფი გასართობი პარკი დავინახეთ და მე და ჰელენი ორივე პარკისკენ გავეშურეთ მაგრამ ოლივერი არ მოგვყვებოდა ამიტომ ჰელენმა მითხრა რომ ორივეს ერთად შეგვეყვანა ის. პატარა ბავშვებივით ვაწვებოდით ზურგზე და როგორც იქნა შიგნით შევიყვანეთ. ჰელენი ოლივერს მიუტრიალდა უთხრა
- ყველაფერს რასაც ჩვენ აქ გავაკეთებთ და მოგვინდება ყველაფრის თანხას შენ გადაიხდი შეწინააღმდეგებას აზრი არ ააქვს.
- მოიცა რა შანსი არაა.- ჰელენი ახლოს მიიწია ილივერთან და უთხრა
- მაშინ ერთი ზარი და შენი ანგარიშიდან მილიონი დოლარი გაქრება.-ვერაფერს მივხვდი აქ რა მოხდა მაგრამ ოლივერი უცებ დათანხმდა.
- კარგი კარგი ხელები ამიწევია
- ხოო და კიდე ოლივერ პირობა მომეცი რომ ალექსანდრესთან სიტყვაც არ წამოგცდება თორე მისი პირიდან ვერ ამოვალ
- კარგი დამშვიდდი სიტყვა არ დამცდება
- მადლობა - ჰელენი ძალიან მხიარული აღმოჩნდა მთელი ღამე პარკში გავატარეთ ოლივერი მშობელივით დაგვყვებოდა წინ და უკან ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ყველა ატრაქციონზე ვიჯექით ბოლოს საშინელებათა სახლში შევედით
- ჰელ სად ხარ მარტო არ დამტოვო მეშინია ძაან ბნელა
- დამშვიდდი პატარავ აქ ვარ
- გოგოებო ჩემს უკან დადექით არ მომშორდეთ
- ააააა რაღაც შემეხო აქედან გასვლა მინდა (და ტირილი დავიწყე)
- ჰეი ფოქს დამშვიდდი აქ ვარ ხელი მომკიდე
- ჰელ არ მიმატოვო გთხოვ მეშინია
- პატარავ დამშვიდდი აქ ვარ და არ დაგტოვებ
უცებ ხელი ჩამჭიდა და მასთან ერთად თვალდახუჭულმა გავიარეთ კოლიდორი ოლივერი არსად ჩანდა და მისი ძებნა დავიწყეთ ჰელენს არ მოვშორებივარ კოალასავით ვიყავი მასზე მიწეპებული და ოდნავ ხმაზეც ყვირილს ვიწყებდი როგორც იქნა ოლივერი დავინახეთ და მისკენ გავვარდით.
- შენ ნორმალური ხარ სად იყავი
- მეგონა უკან მომყვებოდით
- ჰელენ მეშინია გთხოვ გავიდეთ
- დამშვიდდი გასასვლელს ვხედავ წავიდეთ
მალევე გავედით გარეთ ჯერაც ვტიროდი ცრემლებს ვერ ვიკავებდი ოლივერი და ჰელენი ორივე ერთად ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას მაგრამ არ გამოდიოდათ ოლივერი უცებ სადღაც წავიდა და რამდენიმე წუთში მელიის ბუშტით და სათამაშო კუდით მოვიდა
- არა რა მელა კუდის გარეშე შეუძლებელია
- მართალია მომე ეგ-ჰელენი ჩემკენ გადმოიხარა და კუდი წელზე ქამრით დამამაგრა
- ეხლა ოფიციალურად მელია ხარ
- მოიცა ესეც დაიჭირე და გაიღიმე ჰელენ მის გვერდით დადექი
ბუშტი ხელში დამაკავა და ჰელენთან ერთად ფოტო გადამიღო ამან ცოტა ხასიათზე მომიყვანა და გამეცინა კიდეც ყინულივით ცივი ოლივერი მოსიყვარულე და მზრუნველ პიროვნებად იქცა მართლა ძაან კარგად გავერთეთ ბოლოს კი მანქანით სახლამდეც მიმიყვანეს ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სანამ სახლში შევიდოდი ჰელენს ნომერიც გამოვართვი.


💞💛

between two worldsWhere stories live. Discover now