თავი 38

22 5 0
                                    

Helen's vision



მე და მელმა ბევრი ვისაუბრეთ საბოლოოდ კი დაძინება გადავწყვიტეთ. დილით როცა გავიღვიძე მაშინვე დაბლა ჩავედი და გავიგონე ბავშვების და მელის საუბარი
- დედა ის ქალი ვინ იყო?
- ჰო დედა ვინ არის ის ქალი?
- რა ცნობისმოყვარეები ხართ რომ გამოვა თავად კითხეთ
- კარგი რა დედა - ორივემ ერთდროულად თქვეს, ამაზე გამეცინა და ოთახში შევედი
- დილამშვიდობისა
- დილამშვიდობისა - სამივემ ერთდროულად მითხრეს
- როგორ ხარ ჰელ? - მკითხა მელმა
- კარგად ნუ გავიწყდება რომ ნაბახუსევი არ მაქ
- მე მაპატიეთ ქალბატონო
- შენ ვინ ხარ? - მკითხა რირიმ
- რირი ნუ ხარ უტაქტო ესე პირდაპირ არ შეიძლება - მიუთითა მაქსიმმა ჯანდაბა ეს ბავშვი ალექსის ნაცვლად ოლივერს რატომ გავს
- არაუშავს მე მე... - დახმარებისთვის მელს შევხედე
- ის მამიდათქვენია
- რა? შენ მამიკოს იცნობ? სადაა? როგორაა?- მომაყარეს კითხვები
- ბავშვებო რაზე შევთანხმდით
- დედა კარგი რა
- არავითარი კარგი რა მამიდათქვენმა არ იცის სად არის ის გამუდმებით მუშაობს და მოგზაურობს
- დედა - თქვა გაბრაზებულმა მაქსიმმა და ოთახი დატოვა ახლა კი ნამდვილად დავინახე პატარა ალექსი
- კარგი რა მელ ეს აუცილებელი იყო?- ვუთხარი მას ღრენით
- არაუშავს ჰელ ის ასეთია მალე გადაუვლის
- როგორ მოგმართო?
- როგორც შენ გინდა პატარავ
- მაშინ მამიდა ჰელენზე რა აზრის ხარ?
- კარგი იყოს მასე
- მამიდა ჰელენ აქ დიდხანს იქნები?
- რირი კორექტულად
- კარგი რა დედა ნუ ყვირიხარ- ვაიმე შევჭამ ამ ბავშვს
- რირი მარიან ბლექ ზედმეტები მოგდის
- ჩემი წასვლის დროა მამიდა ჰელენ მან ჩემი სრული სახელი წარმოთქვა ანუ ძალიან გავბრაზე დროებით-თქვა და გაიქცა ამაზე გულიანად გადავიხარხარე
- ბავშვები როგორი დაშინებული გყავს
- სიმკაცრე საჭიროა ჰელენ ისინი ორნი არიან ორი ერთნაირი ტვინისები წარმოიდგინე ერთნაირად რომ იწყებენ აზროვნებას რა საშინელებაა
- აი მესმის ძმაო მიკვირს რომ არ შეიშალე
- ვერც კი წარმოიდგენ როგორი რთული იყო
- მოდი ჩემთან - მთელი გულით ჩავიკარი
- მელ პატარავ მე ცოტახნით გავალ და მალე დავბრუნდები
- კარგი მიდი

between two worldsWhere stories live. Discover now