თავი 10

43 7 0
                                    

Mia’s vision
თავი საშინლად მტკიოდა აჰჰჰ ამდენი რამ დამალევინა, გუშინ კლუბიდან წამოსვლის შემდეგ რა მოხდა? არაფერი მახსოვს, იმედია რამე სისულელე არ ჩავიდინე, წამლის დალევა ნამდვილად მჭირდება. დაბლა ჩავირბინე და სამედიცინო ყუთიდან გამაყუჩებელი ამოვიღე და სამზარეულოსკენ გავემართე იქ ბელი დამხვდა მაგრამ ესეთი სიჩუმე რატომ არის?
- რამე მოხდა?
- რა აააა არა ნუ ყველაფერი რიგზეა რა უნდა მომხდარიყო მე ნუ მეკითხები - თქვა ბელმა და ოთახიდან გავარდა. წამალი დავლიე და ბავშვებთან გავედი
- ბელი კარგად არის?
- რას გულისხმობ მი?
- ძალიან ჩუმად ხართ ყველა და ეს ცოტა უცნაურია. ბელს რო ვკითხე რამე მოხდა თქო? მიყვირა არაფერი მე ნუ მეკითხებიო და ოთახიდან გავარდა რამე ცუდი ჩავიდინე? არაფერი მახსოვს
- კარგი მია დამშვიდდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ როგორც შენ ისევე ჩვენც თავი გვტკივა და დაღლილები ვართ
- და მე რამე ცუდი ხო არ გამიკეთებია? ჰინა ესე არასდროს მომსვლია ამდენი პირველად დავლიე და ვნერვიულობ
- დამშვიდდი სახლში მოხვედი და ეგრევე დაგეძინა
- და ნიკი და ჯეიკი რატო იცინიან ისე თითქოს რაღაცას მიმალავენ?
- კარგი მია მართლა პარანოიდი გახდი
- კარგი კარგი წავალ სტრიმს ჩავრთავ იქნებ გული გადავაყოლო
ოთახში ავედი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ისინი რაღაცას მიმალავდნენ. მოვწესრიგდი ნიღაბი გავიკეთე და სტრიმი ჩავრთე
- მოგესალმებით დიდი დრო გავიდა რაც ცალკე სტრიმი ჩავრთე სულ მეგობრებთან ერთად ვიყავი ხოლმე.
- „foxxy სხვები რატო არ შემოვიდნენ?“
- გუშინ გართობა გადავწყვიტეთ და ცოტა დავლიეთ თავის ტკივილები აქვთ და მაგიტომ ვერშემოდიან მოკლედ იცით რა ვქნათ ეხლა ჩვენ Minecraft ვითამაშოთ დიდიხანია არ მითამაშია ALL IN SMP_ში შევიდეთ? იმედია ჩემი სახლი ისევ თავის ადგილზე დგას.
საათნახევარი იქნებოდა რაც ვთამაშობდი და ფანებს ველაპარაკებოდი იმდენი კითხვები მომაყარეს  რომ სულ გადამავიწყდა თავის ტკივილი, ფელთან წაგება, უხასიათობა ისე კარგად გავერთე მთელი ეს დრო სიცილში გავატარე და უცებ იერი შემოვარდა ჩემს ოთახში
- მზად ხარ? წასვლის დროა
- უფსსს დამავიწყდა მოკლედ ბავშვებო დროებით ჩემი წასვლის დროა ამ დღეებში კიდევ შემოგეხმიანებით.
- წამო წავიდეთ იერი
ყველანი რენის მანქანაში ჩავხტით ნიკი წინ დაჯდა კამერით ხელში და ვიდეოების გადაღება დაიწყო მუსიკები ბოლო ხმაზე გვქონდა ჩართული და ბოლოხმაზე ვმღეროდით.  ფესტივალისთვის განკუთვნილ ადგილზე ისე სწრაფად მივედით რომ ვერც კი შევნიშნეთ. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო თავი სამოთხეში მეგონა  საოცარი პარკი ყველა ადგილი მოვიარეთ სადაც მისვლა შეიძლებოდა დრო მალევე გავიდა და უკვე ცხრა საათი სრულდებოდა ამიტომ ბავშვებს ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი, ცოტა ეწყინათ, მაგრამ როგორც კი მისი სახელი ვახსენე მაშინვე სახე გაუბრწყინდათ.
-  დრიმერი? ეს ის გოგოა გუშინ რომ ვნახეთ?
- კი მისი წიგნაკი მაქ და უნდა დავუბრუნო
- გინდა მანქანით გაგიყვანო?
- არა რენ აქვე მდინარესთან უნდა ვნახო წავედი ბავშვებო სახლში წასვლას რომ დააპირებთ  დამირეკეთ.
სწრაფად წავედი არ მინდოდა დამეგვიანა მით უმეტეს მაშინ როცა მას მე თავად ვუთხარი რომ ლოდინი არ მიყვარდა, სირცხვილი იქნებოდა თავად ჩემი დაგვიანება. მალევე დავინახე ის და სწრაფად მისკენ გავქანდი.







იმედი მაქვს მოგეწონებათ 🥰🥰💛

between two worldsWhere stories live. Discover now