თავი 8

57 7 0
                                    

Mias vision

მია და ფელი ესენი სრულ ჭკუაზე არიან? იციან რომ ამაზე ნერვები მეშლება, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებენ, ფელი დედამიწაზე ერთადერთი მამაკაცი რომ იყოს მისკენ წამითაც კი არ  გავიხედები. მალევე მივედით კლუბში ბელი ისეთი გახარებული იყო გეგონებოდათ პირველად უნდა შესულიყო კლუბში. ჩემი ყურადღება შესასვლელთან მდგარა ბაიკმა მიიქცია. რა ლამაზია ყოველთვის მინდოდა მეც მყოლოდა ბაიკი, მაგრამ სიჩქარის საშინლად მეშინია, დიდად არაფერი მახსოვს ბავშვობის პერიოდიდან, მაგრამ ერთადერთი მოგონება რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ პატარა ვიყავი ალბათ ოთხი თუ ხუთი წლის, მე და კიდევ ერთი გოგო მდელოზე ვთამაშობდით ორივე წარმოვიდგენდით თითქოს ჩვენ ჩვენი ბაიკები გვყავდა და წინ და უკან დავრბოდით, მართლაც რომ სასიამოვნო მოგონებაა. არა ნეტა ვინ იყო ის გოგონა? მისი სიცილი ჯერაც ჩამესმის ყურებში

- მია რამე მოხდა? შემოდი.

- მოვდივარ ჰინა

მოიცა მე რა კლუბში ვარ? თავი კონცერტზე მგონია ყველა ვიდეოებს უღებს გოგონას ნიღაბში რომელიც EIGHT by IU AND SUGA სიმღერას მღეროდა, ეს სიმღერა ძალიან მიყვარს ალბათ დღე არ გავა რომ არ მოვუსმინო, იცით როგორი სიმღერაა? როდესაც მას მოუსმენ შენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანი გაგახსენდება, ისეთი მოგონებები რომელიც მასთან ერთად გადაგხდენია, მაგრამ ეს სიმღერა კლუბისთვის? საოცარი ხმა ქონდა თვალები ცრემლებით აქვს სავსე, ისე ემოციურად მღეროდა რომ თითქოს მეც ვგრძნობდი იმ ტკივილს რასაც ის განიცდიდა. სიმღერის დასრულების შემდეგ ის საპირფარეშოსკენ გაიქცა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობდი რომ უკან უნდა გავყოლოდი, კარებს რომ მივუახლოვდი მისი ტირილის ხმა გავიგე არ ვიცოდი შევსულიყავი თუ არა მაგრამ მისი ესე დატოვებაც არ მინდოდა.

- ჰეი კარგად ხარ? შეიძლება შემოვიდე?

- კი შემოდით

between two worldsWhere stories live. Discover now