თავი 20

33 5 3
                                    

Mia's vision

ჯანდაბა მეშინია რა ვქნა ვერ ავალ ასასვლელის წინ ვიდექი და ყველაფერი ცუდი მიტრიალებდა თავში პერსონალმა დამინახა და ჩემთან მოვიდა

-ყველაფერი რიგზეა? გემი მალე წავა ჯობია ამობრძანდეთ

-მე მე მეშინია არ მინდა- თავი ვერ გავაკონტროლე და ტირილი დავიწყე

-გთხოვთ დაწყნარდით ყველაფერი რიგზეა - ცდილობდა დავემშვიდებინე

-არ შემიძლია ვერ ამოვალ - ვუთხარი პანიკაში მყოფმა

-შეგიძლიათ ბილითები დაჯავშნოთ და თვითმფრინავით წახვიდეთ - მითხრა მან აქ კი უკვე სიბრაზემ მძლია

-ჯანდაბა დამცინი? შენ რა სულელი გგონივარ ეგ მეც კარგად ვიცი უბრალოდ ბილეთები ვერ ვნახე ყველა დაჯავშნილი იყო მეკიდევ აუცილებლად უნდა მოვხვდე - ვუთხარი ყვირილით

-ვაიმე რა მჭირს მაპატიეთ გთხოვთ არ მინდოდა თავი ვერ შევიკავე შიში და ბრაზი ერთად მომაწვა ძალიან ვწუხვარ.

-კარგით ნუ ნერვიულობთ დაგეხმარებით თვალები დახუჭეთ და თქვენს ოთახამდე მიგიყვანთ წასვლის დროს კი მოგაკითხავთ და ჩასვლაში დაგეხმარებით.

ვერცკი აღვწერ როგორი შიშით გადავიარე კიბეები, მისი დახმარებით უფრო გამიადვილდა ოთახში შემიყვანა და მითხრა რომ მომაკითხავდა, როცა კორეაში ჩავიდოდით 1 საათი ოთახში ვიჯექი მუსიკებს ვუსმენდი თავი ცუდად ვიგრძენი თავბრუ დამეხვა და გულისრევის შეგრძნება მქონდა, ოთახიდან უნდა გავსულიყავი ჰაერი მჭირდებოდა, აქ საშინლად იყო ჩახუთული, მთელი სხეული მიკრთოდა მეშინოდა, მაშინებდა იმის  დანახვა რაც მომელოდა, მაგრამ არ შემეძლო აქ დავრჩენილიყავი ჰაერი არ მყოფნიდა, საკუთარ თავს ძალა დავატანე და გემბანზე ავედი, ჰაერზე გავლამ ცოტათი მიშველა, მაგრამ მოულოდნელად გემი საშინელ ტალღებში მოყვა და წინ და უკან დაიწყო მოძრაობა, რამაც ძალიან შემაშინა თავი ვერ შევიკავე და მუხლებზე დავვარდი.

between two worldsWhere stories live. Discover now