თავი 4

72 8 2
                                    

Author's vision

როდესაც გოგონა უყურებდა მის გვერდით სკამზე მჯდომს ვერც კი წარმოიდგენდა თუ რას განიცდიდა ის და რა გადახდა მას თავს, ფრთხილად მიუახლოვდა უცნობს და მხარზე ხელი შეახო, გოგონამ გაოცებულმა ამოიხედა მაგრამ მისი სახე დაფარული იყო ამიტომ მეორე ვერ ხვდებოდა თუ რა ემოციებს გამოხატავდა ამიტომ პირდაპირ კითხა:
- კარგად ხარ?
- არა- არ ვარ- მოკლედ მოუჭრა გოგონამ, მეორე მიხვდა რომ ჩუმად ყოფნა უფრო უკეთესი იყო, ამიტომ გაჩუმდა, მის გვერდით ჩამოჯდა და უბრალოდ ქურთუკი მოახურა გოგონას, გოგონა შეცბა არ ელოდა უცნობისგან მსგავს საქციელს.
- შეგიძლია მომიყვე რა შეგემთხვა, ამის მერე მაინც ვეღარ შევხვდებით და შენც უბრალოდ მოგეშვება_ გადადგა პირველი ნაბიჯი გოგონამ, მეორე ჯერ კიდევ დუმდა არ იცოდა შეიძლებოდა თუ არა მისთვის რაიმეს თქმა, მაგრამ მაინც გარისკა
- ბავშობიდან გატაცებული ვიყავი თამაშებით, დაახლოებით ათი წლის ვიყავი რომ დავიწყე, თხუთმეტი წლის ვიყავი თამაში რომ ჩემ პროფესიად ვაქციე, ორი წლის მანძილზე პირველი ვიყავი და არასოდეს არ წამიგია არც ერთი თამაში, სანამ ის არ გამოჩნდა- გოგონა გაჩერდა არ იცოდა რამდენი მოეყოლა, მეორე კი აცდიდა რომ ამოესუნთქა ის კარგი მსმენელი იყო თან ხვდებოდა რომ გოგონას ეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად ჭირდებოდა ამიტომ არ აჩქარებდა მას_  როდესაც ის გამოჩნდა სწორედ მაშინ  დაიწყო ჯოჯოხეთიც ის მუდმივად ითხოვდა რომ მასთან მეთამაშა, ფანებიც მხარს უჭერდნენ რადგან ორი უძლიერესი მოთამაშე ვიყავით, ვის არ უნდოდა ჩვენი ერთად ხილვა? ეს ყველას ოცნება იყო მუდმივად, პირველად სწორედ მაშინ წავაგე... ეს ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო, რადგან არასდროს მიგემია მარცხისგან მიღებული ტკივილი ეს საშინელება იყო მთელი სამი დღე კომპიუტერიდან არ ავმდგარვარ არ ვიცი რატომ, რატომ ვაკეთებდი ამას, ალბათ იმიტომ რომ მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ რასაც მივაღწიე იყო ის რომ სამი დღის უძილობისგან და სტრესისგან საავადმყოფოში გავყავი თავი, ამის მერე ორი კვირა კომპიუტერთან არ მივსულვარ შეტყობინებები კი არ ჩერდებოდა სოციალურ ქსელში ხალხი იმას კითხულობდა თუ რა მჭირდა მაგრამ მე პასუხის გაცემისას კი მეშინოდა. საბოლოოდ კი მოვიკრიბე ძალა და გადავწყვიტე ლაივი ჩამერთო ასეც მოვიქეცი ყველა კითხულობდა თუ სად გავქრი, მაგრამ იმის მაგივრად რომ მათთვის სიმართლე მეთქვა მოვიტყუე და ვთქვი რომ ქალაქგარეთ ვიყავი გასული საქმეების მოსაგვარებლად, ამის შემდეგ მასთან რამდენჯერაც შერკინება მქონდა მუდმივად ვაგებდი... უკვე ორი წელია მასთან ბრძოლაში ვარ, ახლა კი დღეს როდესაც გამარჯვებასთან ასე ახლოს ვიყავი დავიბენი... მის ხმაზე დავიბენი.... გესმის? მისი ხმა მეცნო, ამის გამო დავფიქრდი, ორი წამით და მე წავაგე, წავაგე ისევ. ისეთი შეგრძნება მაქ რომ მარყუჟში ვარ და არ ვიცი თავი როგორ დავაღწიო_ გოგონამ დაასრულა და ქვითინი დაიწყო მეორე უყურებდა და გული ტკიოდა გოგონას შემყურეს
- პატარავ მისმინე წაგება და მოგება ეს ძმები არიან იმედი არ დაკარგო მოვა დრო და შენც დადგები ფეხზე მყარად და აჩვენებ მაგ ყოყოჩს თავის ადგილს_ გოგონამ მთელი გულით გაუღიმა და წავიდა
- მადლობა_ ჩუმად ჩაილაპარაკა მეორემ და ისიც სახლის გზას დაადგა როდესაც სახლში შევიდა გეზი პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო და გაოცებულ სახეებს ყურადღება არ მიაქცია.







იმედი მაქვს მოგწონთ 💛💛

between two worldsWhere stories live. Discover now