რატომ იწყება ყველა ურთიერთობა ყოველთვის ძალიან კარგად და რატომ მთავრდება ის ძალიან ცუდად?
იქნებ იმიტომ, რომ სიყვარული მთლად ისეთი შესანიშნავი, იდეალური გრძნობაც არ არის, როგორც ეს ზღაპრებსა თუ ფილმებში ჩანს? მე ვფიქრობ, ასეა. აღარ ვაპირებ იმის დაჯერებას, რაც მე საკუთარ თავზე ჯერ არ გამომიცდია და დიდი ალბათობთ, ვერც ვერასდროს გამოვცდი, რადგან, არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები, მე, ალბათ, აღარ მჯერა ამ ჰოლივუდური ზღაპრების იდიოტურ სიყვარულზე. კი, კი, სისულელეა ეს ყველაფერი.თავს ვაქნევ ამ ყველაფერზე ფიქრით მობეზრებული და ტყავის სავარძელში მთლიანი სხეულით ვდუნდები. თეთრად გადაღებილ ჭერს ავყურებ, ჩემს კაბინეტში ეს ერთადერთი ადგილია, რომელსაც ასე ხშირად ვაჰიპნოზებ მზერით. იმ ნაკლსაც კარგად ვხედავ, მალიერს ღებვისას რომ გამოსჩენია, შეიძლება ის დაინახა კიდეც და უბრალოდ დაიკიდა. ასეც ხდება, ადამიანები ხშირად თავიანთ საქმეს სერიოზულად არ ეკიდებიან.
საშინელებაა, შეიძლება თავი გამისკდეს, გუშინ ამდენი არ უნდა დამელია. ხმამაღლა ვოხრავ და თვალებს ვხუჭავ, ეგებ ასე მაინც ვიგრძნო ოდნავი შვება, მაგრამ არაფერი გამოდის. ალბათ, ათი წუთი ვატარებ დროს თვალებდახუჭული, შემდეგ გაღიზიანებული ვახელ მათ და საათის სანახავად ოდან ვიწევ სკამიდან. კიდევ კარგი დღეს ერთი რამ მაინც მახარებს, უკვე დასრულდა ჩემი სამუშაო საათები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ამ ოთხ კედელს გავცდე. სავარაუდოდ, პირდაპირ სახლში წავალ. ისევ ოთხ კედელში თავის გამოსამწყვდევად. მოსაწყენია. ძალიან.
_ჯეონ, ჩემს კაბინეტში შემოდი.
ესღა მაკლდა. თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და ხელში მომარჯვებულ ხელჩანთას სავარძელზე ვაგდებ. არადა უკვე წასვლას ვაპირებდი. უსიტყვოდ მივყვები ჩემს უფროსს უკან. მოხუცი ასაკის კვალობაზე მაინც მშვენივრად გამოიყურება, ხანდახან მგონია, რომ ის კი არა, მე ვარ 60 წელს გადაცილებული. მისი უკანალის შესწავლას თავს ვანებებ, ასეთი სასოწარკვეთილიც არ ვარ. მითითებს სავარძლისკენ, მის წინ ვთავსდები მორიდებით, მუხლებს მტევნებით ვეხები.

YOU ARE READING
And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მინდა ის სურვილი ახლა შემისრულო. _ჯონგუკი, რა გინდა, რომ გავაკეთო? მის მზერას მზერით ვიჭერ, მელოდება, რას ვიტყვი და ეს ისევ ის შემთხვევაა, გაგიჟებამდე რომ მივყავარ ჩემს აზრებს. კიდევ ერთხელ წარმომიდგება თვალწინ ის ძელი, ცოტა ხნის წინ გოგონა რომ ტრი...