კორეიდან წამოსვლის შემდეგ ყოველთვის ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ ზურგი არ მიქცევია საკუთარი მშობლებისთვის, რეალურად ეს ასეც იყო, მაგრამ შორიდან ისე ჩანდა, თითქოს საკუთარი ქვეყანა, მშობლები გავცვალე ნათელ, სრულფასოვან მომავალზე. მაწუხებდა ეს ფაქტი, მაგრამ აღარ მსურდა იმ სიღარიბის ატანა, მთელი ბავშვობა რომ მიჟანგავდა ცხოვრებას და გადაწყვეტილებაც საკუთარი თავის სასარგებლოდ მივიღე.
გაუსაძლისად იწელება მთელი ღამის განმავლობაში დრო, ასე მგონია, ღამის ცა დილის თვალს აღარასდროს გაახელს. მოსვენება მაქვს დაკარგული, საწოლშიც კი ვერ გავჩერდი. მკლავს ფიქრი, უფრო მეტად შიში იმისა, რომ მამას რაღაც დაემართება. ამ ფიქრებით დამძიმებულ გონებას სიგარეტიც კი არ შველის, ნერვულ ფონზე მერამდენე ღერს ვეწევი, ვერ გეტყვით, მაგრამ კვამლი, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს ოთახში, ყველაფერზე მეტყველებს.
გათენებისთანავე ვტოვებ სახლს, იმდენად ადრეა, კომპანიაშიც ვერ მივდივარ, მაგრამ ჩემს მდგომარეობას ფეხით სიარული ოდნავ ამსუბუქებს. ნელ-ნელა ჩნდება ქუჩაში ახლად ამოსული მზის მწველი ნათება და ამას ემატება გრილი სიო. მივდივარ და ისეთ სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს სხეულზე ტვირთი მკიდია. კომპანიაში მისული პირდაპირ უფროსის კაბინეტისკენ მივდივარ, ბატონი თომასის ახალი მდივანი მატყობინებს, რომ უფროსი ჯერ არ არის მოსული. გოგონას ვთხოვ, რომ როგორც კი უფროსი მოვა, შემატყობინოს, თავად უკმაყოფილო ვბრუნდები საკუთარი კაბინეტისკენ.
დრო ისე იწელება, როგორც არასდროს. თვითმფრინავის ბილეთს საღამოს რეისზე ვჯავშნი, უფრო ადრე ფრენა არ არის. ალბათ, ჩემი კომპანიაში შემოსვლიდან ორმოციოდე წუთში თავად ბატონი თომასიც მოდის. ახალი მდივანი ამ იმფორმაციას მაწვდის.
_შეიძლება?
ჩემი უფროსი საკუთარი თეთრი პერანგის სახელოების აკეცვითაა დაკავებული, მე რომ მისი კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ.
![](https://img.wattpad.com/cover/308841043-288-k851260.jpg)
ESTÁS LEYENDO
And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.
Fanfic_მინდა ის სურვილი ახლა შემისრულო. _ჯონგუკი, რა გინდა, რომ გავაკეთო? მის მზერას მზერით ვიჭერ, მელოდება, რას ვიტყვი და ეს ისევ ის შემთხვევაა, გაგიჟებამდე რომ მივყავარ ჩემს აზრებს. კიდევ ერთხელ წარმომიდგება თვალწინ ის ძელი, ცოტა ხნის წინ გოგონა რომ ტრი...