13. ახლა მაკოცებ და კარში ის სატანა შემოვა?

413 62 174
                                    

ძლიერი წვიმის ხმა აღწევს ოთახში, დროგამოშვებით ელვის ნათება ეფინება კრემისფერ კედლებს და არც მოსალოდნელი ქუხილი აგვიანებს ხოლმე. სამუშაო მაგიდა ისევ არეულია, როგორც ყოველთვის, თუმცა ამ წამს არ მადარდებს ეს ყოველივე, საერთოდ არეულობა არც არასდროს მაწუხებდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იქ ვარ, სადაც ჩემი ადგილი არ არის. კალამს თითებს შორის გაუაზრებლად ვატრიალებ, მოუხერხებლობის გამო ძირს მივარდება. ვხვნეში, ისევ ისმის ძლიერი წვიმის ხმა. ფანჯრისკენ ვიხედები, სიბნელე მოჩანს მხოლოდ, ალბათ, უამინდობის გამოა ასე ადრე რომ ჩამოღამდა. ეს ცოტას მაშინებს კიდეც. დავარდნილი კალმის ასაღებად გორგოლაჭებიანი სკამიდან აუდგომლად ვიხრები იატაკისკენ, სამუშაო მაგიდის ქვეშ, ფეხთან გდია, მას ვიღებ და წელში გასწორებისთანავე უნებლიეთ მცდება ხმამაღალი, ხრინწიანი კივილი.

_ჯანდაბა, შემაშინე.

უხერხულად ვსწორდები სკამზე. ჩემს წინ, სამუშაო მაგიდის კუთხეზე ჩამომჯდარ თეჰიონს ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რანაირად შემოვიდა კაბინეტში ასე შეუმჩნევლად. მის დანახვაზე ის დღე მახსენდება, ლოლას რომ კოცნიდა.

_აქ რა გინდა?

_მომენატრე, ჯონგუკი.

მისი მკლავები იმდენად დაკუნთულია, თვალის მოშორებას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა მისგან ეს სიტყვები მესმის. აწრიალებულ გრძნობებს ვაიგნორებ, კიმის სიტყვებსაც და მის მიმზიდველ, გამომწვევ მზერასაც. არაფერს ვამბობ, თავს მაგიდაზე გაშლილ ფურცლებში ვრგავ. კიდევ რამდენიმე წუთს ჩერდება თეჰიონი, უსიტყვოდ მაკვირდება. შემდეგ მისი ფეხის ნაბიჯები მესმის, თუმცა ისინი არ სუსტდება, პირიქით, სულ უფრო ახლოს მომესმის და აწ უკვე მაშინ, როცა თეჰიონის თითებს ვგრძნობ მხარზე, ვხვდები, რომ ის ძალიან ახლოსაა ჩემთან.

_გაბრაზებული ხარ, არა?

მისი ცხელი ამონასუნთქი მედება კანზე, ყურთან იმდენად ახლოს ჩურჩულებს, ტუჩებითაც კი მეხება, თუმცა მხოლოდ სუსტად, გამაღიზიანებლად. წინ, ჩემს ფეხებსა და მაგიდას შორის ინაცვლებს. თვალის არიდებას ვცდილობ მისთვის, საერთოდ არ მსურს, კიდევ ერთხელ ამირიოს გონება და ისევ არასწორად მოვიქცე.

 And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang