6. გაიხდი თუ გაგხადო?

554 61 64
                                    

გქონიათ ისეთი მომენტი, რაღაც უზომოდ გინდათ, მაგრამ მთელი არსებით გრძნობთ ამ რაღაცის არასწორობას? ან ის მომენტი თუ გქონიათ, რაღაც დაუშვებელს რომ აკეთებთ, მაგრამ ეს იმაზე მეტად განიჭებთ სიამოვნებას, ვიდრე რაიმე სხვა უფრო დასაშვები და მისაღები? მე მქონია, ახლაც მაქვს. კიმ თეჰიონი კი სწორედ მსგავს მომენტთან ასოცირდება. ვერაფრით ველევი მას, ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ სურვილებს, ვერ ვეწინააღმდეგები ამ ფიქრებს, ჭკუის დაკარგვამდე რომ მივყავარ.

თეჰიონის თლილი თითები ნაზად მეხებიან ხერხემალზე, ჯერ კიდევ მაისურის მიღმა. შეუძლებელია რაიმე სახის რეაქცია არ მქონდეს მის კალთაში მჯდომს, შეუძლებელია მშვიდად ვიყო ასეთ მომენტში. კვლავ ვგრძნობ მისი კბილების მოჭერას ყელზე, თვალები სიამოვნებისგან მეხუჭება, წელი ჩემდაუნებურად მეზნიქება და თეჰიონის გულმკერდს კიდევ უფრო ვეკვრი.

_ამის შეწყვეტა არ შემიძლია, ჯონგუკ.

მის შეხებას რომ ვეღარ ვგრძნობ, აღელვებული, ოდნავ შეშინებულიც კი ვახელ თვალებს. პირისპირ ვაწყდები თეჰიონის ჩაშავებულ თვალებს, მის ამ მომენტში გაუგებარი ემოციით სავსე სახეს.

_არ შეწყვიტო.

ინსტიქტურად ვექაჩები მკლავებზე, ვცდილობ მისი მტევნები საკუთარ წელზე დავაბრუნო. ამდენად თუ დავეცემოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ხდება და მე ისევ არ მინდა არაფრის შეწყვეტა, თუნდაც მოგვიანებით ყველაფერი ვინანო.

_დარწმუნებული ხარ, რომ ამის გაკეთება მართლა შეგვიძლია?

_დარწმუნებული იმაში ვარ, რომ ახლა ამას ვერ შევწყვეტთ, ჰიონ.

ალბათ, ამ წუთას თეჰიონის თვალში რამდენად სასოწარკვეთილი ვჩანვარ, წამიერად მიკრთის საკუთარი თავის მიმართ არასასიამოვნო გრძნობა, თუმცა სწრაფადვე მიქარწყლდება, რადგან კვლავ ვგრძნობ კიმის უზადოდ ლამაზი თითების ნაზ, თბილ შეხებას, ამჯერად ყელზე და წამის წინ დაჭიმული სხეული ახლა ერთიანად მიდუნდება, სამაგიეროდ ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ვგრძნობ, როგორ ვიწროვდება საკუთარი შარვლის უბე. კიმის აწ უკვე გამაგრებულ პენისს კი უკანალით პერიოდულად გამაღიზიანებლად ვეხები და ის წამი, თეჰიონს სიამოვნების ელფერი რომ გადაჰკრავს ხოლმე სახეზე ჩემი მოქმედებებისგან გამოწვეული, კიდევ უფრო ჭკუისდამკარგველი ხდება ყველაფერი.

 And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.Onde histórias criam vida. Descubra agora