12. ძეძვის ეკალმა იცის ტანსაცმელზე გამოდება.

407 65 141
                                    

მეი დილიდან ჩემს წინ ფუსფუსებს. არ ვფიქრობ, რომ რამე საქმე აქვს, ამას უბრალოდ აკეთებს და მეც ვცდილობ, მასზე ვიყო ფოკუსირებული, რადგან, ხომ ხვდებით, ფიქრები უბრალოდ მუდამ ჩემს გონებას ღრღნიან და ეს საშინლად აუტანელი ხდება. ამ შემთხვევაში კი მჭირდება ვიღაც ისეთი, ვის უაზროდ მოუხერხებელ, მაგრამ ჩუმ ფუსფუს დავაკვირდები, იქნებ
ასე გამოვიდეს და ბევრი აღარც ვიფიქრო იმაზე, როგორ ვდგამ ყოველ საჭირო მომენტში არასწორ ნაბიჯს.

_მეი, ჯონგუკთან მარტო დამტოვე.

მაკვირვებს ლოლას ჩემს წინ დანახვა. ისე უეცრად გამოცხადდა და ასეთივე სწრაფად დავრჩი მასთან ერთად მარტო ოთხ კედელს შორის, ვერც კი მივხვდი ვერაფერს მანამ, სანამ გრძელფეხება ქალბატონმა კომფორტულად არ მოიკალათა სავარძელში.

_მოეშვი, რატომ იძაბები?

მისი უეცარი ვიზიტით ჯერ კიდევ გაკვირვებული ვსწორდები წელში, სიტყვებს კი ვაიგნორებ. გახსოვთ, რომ ვამბობდი, ეს გოგო მამამისს არ ჰგავს მეთქი? მაშინ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცოდი, სინამდვილეში როგორ ძლიერ ემსგავსებიან შვილები მამებს.

_გნებავთ რამე?

თვალთმაქცობა უახლოესი მეგობარი გახდა ბოლო დროს, ამ შესანიშნავ ნიჭს, ასე დიდებულად რომ ვამჟღავნებ, ალბათ, თქვენც
ხედავთ, თუმცა არ მგონია, რომ ამით უნდა ვამაყობდე.

_სიმართლე გითხრა, კი.

_ისევ თეჰიონთან დაკავშირებით თუ აპირებთ რამის გაკეთებას და ამაში ჩემს ჩარევას, ახლავე იცოდეთ, რომ ჩემი იმედი არ უნდა გქონდეთ.

_ამაში ცუდი არაფერია, ჯონგუკ, თუ შენს მეგობართან საქმეს გამიჩალხავ.

ბუთქუჩა, წითლად გადაღებილი მისი ტუჩები სიტყვების გამოკვეთით, მშვიდად წარმოთქმისას ნაზად შორდებიან და შემდეგ ისევ ერთმნეთს უახლივდებიან. მისი კბილები კი იმდენად თეთრია, შეიძლება საკუთარი თავიც კი დავინახო მათ ახლიდან თუ შევხედავ. რაც შეეხება მის უკანასკნელ ნათქვამს, ეს საშინლად მაღიზიანებს. სულ რომ არაფერი და თეჰიონისადმი არანაირი სიმპათია არ მქონდეს, (ჯანდაბა, ეს როგორი უცნაურად ჟღერს) არ ვფიქრობ, რომ ლოლა საუკეთესო კანდიდატია კიმისთვის. ის საძაგელი, მამიკოს გათამამებული, ამპარტავანი ლაგატკის ტარია, ოღონდ ამობრუნებული. ჯანდაბა, რამდენს ვფიქრობ.

 And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.Where stories live. Discover now