18. ჩემი მეგობარია ლოს ანჯელესიდან.

366 50 70
                                    

პირველი ფიფქი რომ მოწყდა კორეის ბნელ ცას და ნელი ნარნარით დაეშვა გაყინული მიწისკენ, იმ დროს თეჰიონთან ერთად არ ვიყავი, თუმცა მასთან ერთად ვიდეოზარით ნამდვილად ვიხილე, თანდათან როგორ შეჭაღარავდა ქალაქის ერთ-ერთი უბანი. ეს კორეის დროით ორ დეკემბერს, ღამით მოხდა. მაშინ, როცა თეჰიონის თვითმფრინავი ინჩონის აეროპორტში დაეშვა და ჩემმა შეყვარებულმა დამირეკა, რათა ეცნობებინა, რომ მშვიდობით იფრინა. მისი ძმის დაბადების დღისთვის გადაწყვიტა კორეაში გაფრენა, თან დიდი დრო იყო გასული, მას შემდეგ, რაც ოჯახი ნახა. მიუხედავად იმისა, რომ თეჰიონი არ გეგმავდა ამ ვიზიტს, მისი აზრის შეცვლა შევძელი. დარწმუნებული ვარ, ამის გამო ის ჩემი მადლიერია, თუმცა არა მარტო ამისთვის. ხო, ცოტას ვნარცისობ. თქვენ იცით, როდესაც ვიღაც თავს ნარცისად გვაჩვენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანი სინამდვილეში ვერ ეგუება საკუთარ თავში რაღაც დეტალებს და ამ გზით ცდილობს თავის ისე წარმოჩენას, თითქოს მისთვის სულერთი იყოს ყვალა და ყველაფერი? ხო, ეს ასეა და მე პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ამას. პატარა ცხოვრებისეული ხრიკია, რომელსაც თანდანათან გამოვიმუშავებთ ადამიანები და ეს ხდება, გვინდა თუ არა ჩვენ. წამით გულში სევდა ჩნდება, ფიქრობ, რომ რაღაც ხინჯი გაქვს და იმავე წამს ამ ფიქრებით გარემოცვული საზოგადოებაში ნათელი ღიმილით იქებ საკუთარ თავს. აი, ზუატად ასე ვცდილობთ შავის თეთრად ქცევას. იმას ვამბობთ, რასაც ხშირად არ ვფიქრობთ.

დილით გასაუბრებაზე ვიყავი, უარი მითხრეს. არც კი ვიცი, ამის გამო რას ვგრძნობ. ალბათ, იმედგცრუებას? კი, შეიძლება. მე ხომ ბევრს ვშრომობდი უზრუნველი ცხოვრებისთვის და ახლა რა ხდება? ასე უსამართლოდ მითრევს ცხოვრება უკიდეგანო უფსკრულისკენ და მეც დამყოლად გავყვე? ნწ, ეს ხომ ჩემი სტილი არ არის.

თეჰიონს ველაპარაკე. არ მინდოდა მისთვის განწყობის გაფუჭება, არ ვაპირებდი ამის შესახებ რამის თქმას, თუმცა თავადაც მიხვდა, რატომ ვუკოხავდი გაუაზრებლად წარბებს. დიდხანს ვილაპარაკეთ. ისეთი ბედნიერი იყო, მომიყვა, როგორი გაკვირვებულები იყვნენ მისი მშობლები, სახლის კარზე ზარი რომ დარეკა და ზღურბლზე მომღიმარი დაუხვდა დედ-მამას. ისე მენატრება, მხოლოდ ორი დღეა წავიდა და მე სულ მინდა მას ველაპარაკო. ალბათ, მის მშობლებს იმაზე მეტად ენატრებოდათ საყვარელი ვაჟის ნახვა, ვიდრე მე მენატრება ახლა თეჰიონი. ზარი მხოლოდ მაშინ დავასრულე, ლამის ტელეფონზე რომ ჩამოეძინა. თეჰიონის გარეშე აქ მოწყენილობაა, თუმცა მალე ჩამოვა და მე ისევ შევძლებ მის სუნამოს სურნელში გაბრუებას, მისი ძლიერი მკლავები კი მესაკუთრედ მომეხვევიან. ამის წარმიდგენაზეც კი ტანზე ტაო მიშვებს, მუხტები მუცელში ჩნდებიან და მონატრებულ კიმზე ფიქრებით აწრიალებული უნებლიეთ ვიღიმი.

 And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang