ჯიმინშეს პოვ...🙋🏼♂️
მთელი საღამო მხოლოდ მის მოლოდინში გადის. არც კი მინდა დავიჯერო, რომ არ მოვიდა, ნუთუ მართლა ამდენადაა ჩემზე გაბრაზებული, ჩემივე დაბადების დღის გამოტოვება რომ გადაწყვიტა? წინა დღეს ვიკამათეთ, ამჯერად უფრო სერიოზულად, ვიდრე ეს ხდება ხოლმე. დამნაშავე ვიყავი, ამას ვაღიარებ, ამას მასთანაც ვაღიარებ, ბოდიშსაც მოვუხდი, ოღონდ ახლა კარი შემოაღოს და შემოვიდეს. პატიებასაც კი ვთხოვ, მაგრამ უკვე ათი საათია და აქ მის გარდა ყველა ჩემი ახლობელი ადამიანია მოსული.
_ჯიმინშე, ადექი რაა.
ფიქრებს ჯონგუკის ყვირილი მიფრთხობს, ისე გაჰკივის ოთახის მეორე კუთხიდან, სიმღერის ხმასაც კი აჭარბებს. თავს ვუქნევ უარის ნიშნად, დივნის საზურგეს ვეწებები სხეულით და წითელ, ერთჯერად ჭიქაში არსებულ იმ სასმელს, ჩვენი ბარიდან რომაა, ისე ვსვამ, მის სიმწარეს არაფრად ვაგდებს, სანაცვლოდ ყელის წვას ვიღებ.
_რა სახე ჩამოგტირის, მოვა, ალბათ, რამე საქმე გამოუჩნდა.
_აღარ მოვა, გავაბრაზე, ჯონგუკ. ჩემი ბრალია.
სასოწარკვეთილი მაქვს ხმა. ჯონგუკი ჩემთან იმუხლება, მუხლებზე მადებს მტევნებს, ქვემოდან მიღიმის, იმედიანი, ბაჭიის ღიმილით.
_დალიე?
მის აწითლებულ სახეზევე ვატყობ, რომ საკმაოდაა ნასვამი. სულ გალოთდა, ვფიქრობ, ამაში თეჰიონის დიდი გავლენაა. კიმი ცუდი ბიჭი არაა, ამას იმ ნაცნობობის ხარჯზე ვამბობ, მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას და მხიარულ დიალოგს რომ მოიცავს.
_თეჰიონს ვეჯიბრებოდი დალევაში.
ხითხითებს, თვალები უელავს, ბედნიერია. ესეც კიმის გავლენაა, უთუოდ ასეა. თავად ჯონგუკი არ აღიარებს ჩვენთან არაფერს, მაგრამ მე ხომ ზუსტად ვიცი, როგორია, როცა იმ ადამიანის მიმართ გიჩნდენა გრძნობები, რომელსაც მუდამ მეგობარს ეძახი?
_მერე, მოუგე?
_პფ.
ვერ ვიგებ რას ნიშნავს ეს, მოიგო თუ არა, მაგრამ აღარ ვეძიები მეტად. მუხლებზე მეყრდნობა და ასე დგება ფეხზე, თან მკლავზე მეჭიდება.
![](https://img.wattpad.com/cover/308841043-288-k851260.jpg)
BINABASA MO ANG
And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მინდა ის სურვილი ახლა შემისრულო. _ჯონგუკი, რა გინდა, რომ გავაკეთო? მის მზერას მზერით ვიჭერ, მელოდება, რას ვიტყვი და ეს ისევ ის შემთხვევაა, გაგიჟებამდე რომ მივყავარ ჩემს აზრებს. კიდევ ერთხელ წარმომიდგება თვალწინ ის ძელი, ცოტა ხნის წინ გოგონა რომ ტრი...