ხანდახან ვფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი ცხოვრებაც ისეთი მარტივი გახდეს, როგორც მაგალითად, აი, ამ ქალის, ახლა იდეალურად რომ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, ავტობუსში თავისუფალი ადგილი რომ არაა და მას ასეთ ჭყლეტვაში ფეხზე დგომა უწევს. ხშირად შემხვედრიან მისი მსგავსი ადამიანები, მოვლილი კანით, ლამაზად დავარცხნილი თმით და მსუბუქი ხელჩანთით. თითქოს მათი გარეგნობა პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ მათი მარტივი ცხოვრების ერთადერთი გასაღები ისე სიმარტივეშია. არის კი ეს ასე? არც კი ვიცი.
იცით, ჩემი 28 წლიანი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც კი ვერ მივაგენი მარტივი ცხოვრების გასაღებს, ახლოსაც კი ვერ მივუახლოვდი მას და მხოლოდ ახლა ვხვდები, რატომ მოხდა ასე. მე მუდამ ზედმეტად ვცდილობდი, ზედმეტად ვირჯებოდი. რაღაც შორს, მიუწვდომელს მიველტვოდი მაშინ, როცა ის ახლო და სასიამოვნოც კი არ მქონდა ჯერ მოპოვებული. უაზროდ მეჩვენება ახლა ჩემი ყოველი ეგოისტური ფიქრი ჩემივე წარსულიდან. დიახ, უაზრო, დაუფიქრეველი და ეგოისტური იყო თითოეული მათგანი. თანაბარ, გაწონასწორებულ ნაბიჯებს კი არ ვდგამდი წინ, დიდს, გაუზომელს და შემდეგ, ალბათ, ამის გამოც იყო, ასე მწარედ რომ ვეცემოდი. დაუოკებელი სურვილი მქონდა, მოთმინება კი არა და, აი, ახლა აქ, ამ ავტობუსში, ამდენ ადამიანს შორის ერთ-ერთი ის ვარ, რომელსაც აღარაფერი აქვს იმ ცხოვრებიდან შემორჩენილი, რომლისკენაც ასე ეგოისტურად მიილტვოდა, ერთი შეხედვით, მიაღწია კიდეც, მაგრამ მხოლოდ დროებით. ვგრძნობ, როგორ ვკარგავ ყველაფერს და ეს დანაკარგი მხოლოდ მატერიალური არ არის. ვაი, რომ მხოლოდ თვალითხილული კი არა, უფრო მთავარი, სულიერიც ბევრი დავკარგე.
:აზრზე არ ვარ, სწორად ჩამოვედი თუ არა. მგონი ავტობუსის ნომერი შემეშალა. მიშველე, ჯიმინ.
სასწრაფოდ ვაბრუნებ ტელეფონს ჯიბეში და სიცივისგან გაყინულ, ერთიან მუშტად შეკრულ თითებს ტუჩებთან ახლოს ვწევ, იქნებ ასე მაინც გავითბო. ირგვლივ არაფერია ისეთი, რითიც მივხვდები, რომ სწორად მოვედი. შეწუხებული და უფრო მეტად დღევანდელი დღით დაღლილი უხასიათოდ ვავლებ გარემოს თვალს. ქურთუკის ჯიბეში ტელეფონი ვიბრირებს.
ESTÁS LEYENDO
And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.
Fanfic_მინდა ის სურვილი ახლა შემისრულო. _ჯონგუკი, რა გინდა, რომ გავაკეთო? მის მზერას მზერით ვიჭერ, მელოდება, რას ვიტყვი და ეს ისევ ის შემთხვევაა, გაგიჟებამდე რომ მივყავარ ჩემს აზრებს. კიდევ ერთხელ წარმომიდგება თვალწინ ის ძელი, ცოტა ხნის წინ გოგონა რომ ტრი...