ვერ ვხვდები, რომელი უფრო უარესია, დამძიმებული თავი ათასი ამრევ-ამაფორიაქებელი ფიქრებითურთ თუ დაცარიელებული, მთლად გაფანტული გონება. მომხდარმა, რა თქმა უნდა, რაღაც სახის უხერხულობა ჩამოაგდო ჩემსა და თეჰიონს შორის. ერთი შეხედვით დამამშვიდებელი, მანუგეშებელი ჟესტი იმდენად ამრევი აღმოჩნდა, კიმს ეს რომ სცოდნოდა, ალბათ, არც გააკეთებდა იგივეს. კოცნით, თუ კი შეიძლება იმ მცირედ შეხებას ასე ეწოდოს, ვერ ვიტყვი, რომ რამე ვიგრძენი, თუმცა იმ წუთას, იმ მომენტში თეჰიონისგან ეს სულ სხვანაირად გამოჩნდა. საკუთარ თავს ზედმეტი ფიქრის უფლებას არ ვაძლევ, რადგან მეტად არევა კიდევ უფრო გამიფუჭებს საქმეს. სრულიად შემთხვევით, არ ვიცი რატომ, მაგრამ გონებამ ის აზრიც განიხილა, ვაი თუ კიმისგან ეს მცირედი ჟესტი, მისი ბაგეების უმნიშვნელო შეხება ჩემსაზე იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მხარდაჭერა? საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ეს ასე არ არის, რადგან თუ თეჰიონს რაიმე გრძბობა... ჯანდაბა, ეს ხომ შეუძლებელია, ჩემი გრძნობების არსებობა მისდამი კი საერთოდ არ განიხილება. ჩვენ მეგობრები ვართ! მაგრამ მეგობრები ერთმანეთს არ კოცნიან, ეს ასე არ ხდება. ან იქნებ ხდება. მე ამ ყველაფერზე ფიქრი უნდა შევწყვიტო. ხელისგულებზე ჩამოყრდნობილ შუბლს კიდევ უფრო მეტად ვიქცევ მტევნებში და ამ უაზრობისგან გასაქცევად თავს სხვა რამეზე ფიქრისკენ მოვუწოდებ, თუმცა ისევ არაფერი გამომდის. რაღაც უცნაური რამ, რაც ჯერ აქამდე ჩვენს შორის არ ჩამოწოლილა, კოცნის შემდეგ მუდამ იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ეს თეჰიონმაც შეამჩნია. თვალს თუ ვუსწორებ, წამში ის მომენტი ლივლივებს ჩემ წინ და დარწმუნებული არ ვარ, ჩემი სახე არ წითლდებოდეს ასეთ დროს. ეს ხომ საშინლად უხერხულია.
თეჰიონის გარდა მეგობრები მყვანან, ის გამოუსადეგარი ხალხი გაიხსენეთ ბარიდან, ერთმანეთს რომ ჭამენ ყოველწამს. მიუხედავად იმისა, რომ მათ თეჰიონზე დიდიხანია ვიცნობ, კიმს მაინც სხვა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. არაფერი ზედმეტი, ის მეგობარია, რომელთანაც შემიძლია დაჯდომა და თავისუფლად, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ყველა იმ თემის განხილვა, რაზეც შეიძლება, თუნდაც იუნგისთან ვერ ვილაპარაკო. ასეთი კიმის დაკარგვა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკოცა, საერთოდ არ მინდა. ვწყვეტ, რომ მას ამ საკითხზე დაველაპარაკები და ამ არეულ გონებას საბოლოოდ დავალაგებ. ეს ხომ მარტივია, კიმთან ვისაუბრებ თავისუფლად, გავარკვევ ყველაფერს და ისევ ისე ვიქნებით.
BẠN ĐANG ĐỌC
And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მინდა ის სურვილი ახლა შემისრულო. _ჯონგუკი, რა გინდა, რომ გავაკეთო? მის მზერას მზერით ვიჭერ, მელოდება, რას ვიტყვი და ეს ისევ ის შემთხვევაა, გაგიჟებამდე რომ მივყავარ ჩემს აზრებს. კიდევ ერთხელ წარმომიდგება თვალწინ ის ძელი, ცოტა ხნის წინ გოგონა რომ ტრი...