მოდის...მიახლოვდება...თან იცინის?...არა არა... იღიმის...მოიცა...მოიცა... ის ტირის. მისი ცისფერი თვალები რამდენ სევდას იტევენ. მე ის არასდროს მინახავს მისი ცისფერი თვალები არასდროს მინახავს მისი იდუმალი თვალები. არა... არა... ახლა ის მიდის...მიდის...
გამეღვიძა
-ელენე დროზე უნივერსიტეტში გაგვიანდება-როგორ არ შეუძლია სოფოს (დედაჩემს) რომ თბილად დამელაპარაკოს -იმედია არ აპირებ პირველივე დღეს დააგვიანო! იცოდე კარგად თუ არ ისწავლი მე და გიორგი(მამაჩემი) არაფერს გაღირსებთ.
მოკლედ მე ვარ ელენე ასათიანი 17წლის. მყავს ოჯახი... ოჯახი? თუ ოჯახი რომელიც ყველაფერს ისეთს მოელის შენგან რაც არ შეგიძლია. ბიზნესზე ვსწავლობ ნუ რათქმაუნდა მე დიზაინი ან მოდელობა მინდოდა მაგრამ მათი თქმით რადგან ასე თქვეს ასეა. მყავს შესანიშნავი საუკეთესო მეგობარი. ყველაზე ლამაზი და მხიარული არსება ჩემს ცხოვრებაში.თქვენ უნდა გენახათ როგორ უნათებდა მწვანე თვალები როცა ანდრიამ სიყვარული აუხსნა. ანდრია მისი შეყვარებულია და ასე თუ ისე ჩემი მეგობარიც.
ეხლა კი ავტობუსში ვზივარ და მივდივარ უნივერსიტეტში. ნეტა ის ცისფერთვალება ვინ იყო მისნაირი თვალები არასდროს მინახავს. იქნებ ეს რაიმე ცუდია მომასწავლებელია. ამდროს გაჩერდა ავტობუსი და დავინახე ნინი ანდრიასთან ერთად და კიდე ანდრიას ორ ძმაკაცთან.
ნინიმ როგორც კი შემამჩნია ჩემსკენ გამოიქცა გავგიჟდები გუშინ ხო მნახა. ჩამეხუტა და წავედით უნივერსიტეტისკენ ანდრიას , ალექსანდრეს და დემეტრეს მივესალმე და შევედი ხმაურით გაჟღენთილ სივრცეში.
პირველი ინგლისური გვქონდა ვგიჟდები ამ ქალზე. სხვებივით არც ბებერია და არც არაფრის ჩაცმაზე წუწუნებს.
როცა ლექციები საბოლოოდ დამთავრდა კაფეტერიაში ჩავედი სადაც ნინი და მისი სამი მეგობარი დავინახე ნუ ერთი მთლად მეგობარი არ არის მაგრამ. მათთან მივედი და ალექსანდრეს გვერდით დავჯექი.
- გამარჯობა ელენიკო-ჩამჩურჩულა ყურში რა ელენიკო ამას ახლა თუ ვხიე. საპასუხოდ ყალბი ღიმილი ვაჩუქე.
- მოკლედ მეგობრებო დღეს ყველა ვიკრიბებით ჩემთან- თქვა დემეტრემ ერთი როდიდან ვარ ამის მეგობარი.
-ელე შენც ხო წამოხვალ-მკითხა ანდრიამ.
-ელენე ,,ც'' არ არის-დაამატა ალექსანდრემ.
-იცი ვნახოთ შეიძლება მე ვერ მოვახერხო- ვთქვი რადგან ვიცოდი დედაჩემის ხასიათი მაგრამ თუ ვეტყვი რომ ნინისთან მივდივარ მაშინ პრობლემა არ იქნება.
-კაი რა ელე წამოდი-მითხრეს ყველამ ერთად რაზეც გამეცინა.
-კარგი ხო წამოვალ ჯანდაბას!- ვთქვი რაზეც დემეტრემ ტაში შემოჰკრა. დემეტრე მაგარი ტიპია მაგრამ გოგოებში არასდროს უმართლებს და ამაზე ყოველთვის ეღადავებიან ხოლმე მაგრამ ყველაზე საღადაო ის არის რომ თვითონაც ღადაობს. ალექსანდრე... ალექსანდრეზე არაფერი ვიცი ჯერ...ჯერ.
ათ წუთში დავიშალეთ დ ასახლებში წავედით მე და ნინი ის კატეგორია ვართ მეგობრების რომლებიც ერთი დედამიწის დასაწყისში ცხოვრობს მეორე ბოლოში მაგრამ მაინც განუყრელები. სახლის მოვედი ფეხზე გავიხადე დედა სახლში იყო ნეტა რატო?
-დედა დღეს ნინისთან მივდივარ.-ვუთხარი და თან კიბეებზე დავიწყე სვლა.
-ჯერ იმეცადინე!- რათქმაუნდა ამას მეტყოდა.ვიმეცადინე ყველაფერი მოვაწესრიგე და გავეზადე ჩემთან ნინი უნდა მოსულიყო რომ შემდეგ ერთად წავსულიყავით მაგრამ ქალბატონმა გადამაგდო. რაც ანდრიასთან დაიწყო ურთიერთობა საერთოდ აღარ ვახსოვარ კარგი ხო ვხუმრობ. ახლა ალექსანდრემ უნდა მომაკითხოს. და აი სიგნალის ხმაც სარკეში კიდე ერთხელ ჩავიხედე.
და გარეთ გავედი.
__________________________________
გამარჯობა ეს ჩემი პირველი ფიკია და დააკომენტარეთ თუ ვინმე წაიკითხავთ და გავაგრძელო თუ არა ძალიან დიდი ამბები გელით წინ. 😻😻
YOU ARE READING
როგორ შეეძლო
Romanceეს ისტორია არის ელენეზე,მის მეგობრებზე და ოჯახზე...ოჯახზე რომელსაც ვერ უწოდებ ოჯახს. მაგრამ როდესაც ის გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება...