11თავი

247 9 6
                                    

ისევ სიზმარი. ისევ მილენა. ისევ მისი თვალები. ისევ მისი ცისფერი თვალები. ყველაზე ლამაზი თვალები.მისი ღიმილი.ისევ ჩვენი მილენა.

დღეს დილით ალექსიმ დამირეკა რომ მომაკითხავდა და უნიში ერთად წავიდოდით. გავემზადე და მის ზარს ველოდებოდი როცა კარებზე დააკაკუნეს მივედი და გავაღე. ალექსანდრე კედელს მიყუდებოდა და იღიმოდა. ამ უკანასკნელის თვალებში ამოიცნობდი რომ ეს ღიმილი არ იყო ღიმილი რომელიც იტყუებოდა...იტყუებოდა იმის შესახებ თუ რამდენად უყვარდა ადამიანი... ადამიანი რომელიც სწორედ ამ ყველაფრის მთქმელი ღიმილის მიზეზი იყო. და რას ამბობდა ეს ღიმილი? იმას რაც არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის. ვინ ვარ მე რომ ამას ვიმსახურებ? არა მე არ ვიმსახურებ. ვინ ვარ მე რომ ამ ღიმილის ავტორს ვიმსახურებ? არავინ... არავინ ვარ ნეტა ამ არავის რა შეუძლია გააკეთოს ადამიანისთვის... ადამიანისთვის რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. რა შემიძლია გავაკეთო მისთვის.

-ელეე?-სახესთან ხელი ამიფრიალა-კარგად ხარ?
-არ წავიდეთ?-ძლივს გამოვერკვიე ჩემი ფიქრებიდან და დავეშვი დედამიწაზე.

ხუთი წუთის შემდეგ მივხვდი რომ ეს უნივერსიტეტის გზა არ იყო და ვკითხე.

-ალექს სად მიდიხარ.
-ჩუ მალე გაიგებ.

ყოველ ათ წუთში იგივეს ვუმეორებდი მერე მივხვდი რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა ამიტომ გავჩუმდი.

-ალექს მოდი რამე ვითამაშოთ.
-რა ვითამაშოთ-დაფიქრდა- მოდი რამე კითხვა დამისვი და გიპასუხებ.
-გულწრფელად?
-რათქმაუნდა
-კაი-კითხვა უცებ მომაფიქრდა-რა მოგწონს ჩემში.
-შენ.
-რა?
-შენ მომწონხარ შენში.
-ვერ გავიგე.
-ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ,,მე''. საკუთარი ინტერესები. მე კი შენი ,,შენ'' მომწონს.
-მოგწონს?
-არა მიყვარს. კიდე ეგ თვალები მიყვარს შენი ლამაზი თვალები. შენი ღიმილი და ფისოები რომელიც მაგ შენს ლოყებზე ჩნდება როცა იღიმი.
-ალექს შენი აზრით რა არის სიყვარული.
-სიყვარული? მე არ ვიცი რა არის სიყვარული. ის არასდროს მიგრძვნია.-მოიცა რა წეღან არ მეუბნებოდა მიყვარხარო?
-რა?
-სულელი ხარ.
-ალექსანდრე!
-ერთი რაღაც ვიცი და მინდა გითხრა სიყვარული და ,,სიყვარული ? '' განსხვავდება როგორც ცა და მიწა. სიყვარული რომელსაც მე ვგრძნობ სიტყვებით ვერ გადმოსცემ და სიყვარული? სიტყვა რომელსაც მართლა სჭირდება კითხვის ნიშანი. ნუთუ ის მართლა სიყვარულია როცა ,,მის'' დანახვისას გულში ცეცხლი არ გეკიდება. თუ მუცელში
მთელ ზოოპარკს არ გრძნობ. თუ კიდურები არ გემორჩილება. თუ ტვინი ფუნქციონირებას არ წყვეტს. თუ ყურებში მხოლოდ წუილი არ გესმის.
-შენ თქვი რომ ნამდვილი სიყვარულის აღწერა შეუძლებელია და ყველაფერი ჩამოაყალებე.
-უკვე გითხარი რომ სულელი ხარ? ეგ ყველაფერი არაფერია.-უცებ მანქანა გააჩერა და თვალებში ჩამაცქერდა-გადავიდეთ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 13, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

როგორ შეეძლო Where stories live. Discover now