როგორც კი ბარში შევედით განათებებმა თვალი მომჭრეს და ეგრევე შემაწუხებელი სასმლის სანი ვიგრძენი.
ეხლა შევამჩნიე რომ დემეტრე ჩვენთან ერთად არ იყო.
- ვაა დემეტრე სად არის?-ვიკითხე
-არ წამოვიდა ალბათ კიდე ვიღაც გოგოს ეჩალიჩება რომელთანაც შანსი არ აქვს-თქვა ანდრიამ და ჩაიცინა.
ვერ ვხვდები რას ერჩიან ამ ბიჭს ეს გოგოები. სამეული საცეკვაოდ წავიდა მე კიდე ბარმენთან მივედი თითქმის მთელი საღამო იქ ვიჯექი და ვსვამდი ზოგადად არასდროს ვთვრები და არც ახლა ყოფილა გამონაკლისი.
-გამარჯობა-უცნობის ხმა გავიგე და გვერდით არც გამიხედია ისე ვუთხარი.
-გამარჯობა.
-გინდა ვიცეკვოთ?-მერამდენემ უნდა მთხოვოს და მანდამაინც ამას რატო გავყევი.
-კარგი.
ავდექით და ცეკვა დავიწყეთ ერთ მომენტში მოვკარი თვალი როგორ მოდიოდა ჩვენსკენ ალექსი მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-გინდა ვიცეკვოთ?-ეს უკვე ნაცნობი ხმა იყო.
-ვერ ხედავ რომ ცეკვავს?- შეეპასუხა გვერდით მდგომი.
-გეკითხები ვიცეკვოთ?
-შეეშვითქო გეუბნები.- მიდი ელენე ხმა ამოიღე რა გჭირს. რაღაცის თქმა მინდოდა როცა ჩემი მეწყვილე ძირს აღმოჩნდა მოიცა მას რა ალექსანდრემ დაარტყა? ეს ბიჭი გიჟია. დაცვა მოვიდა და ყველა გარეთ გაგვყარეს.
-რა გააკეთე?-სიცილით ვკითხე ქვაფენილზე ჩამომჯდარ ალექსანდრეს რომელმაც სიცილი დაიწყო.-გიჟი ხარ?
-შენ...- სახე დაასერიოზულა და ჩემსკენ წამოვიდა-შენ...მე- რაღაცის თქმას აპირებდა როცა ნინი და ანდრია გამოვიდნენ.
-შეჩემა რა უქენი იმ ბიჭს. ბარის მფლობელის შვილი მაინც არ იყოს.-თქვა რაზეც პასუხი არ მიუღია.
-მოდი წავიდეთ ხო-თქვა ნინიმ-ტაქსი გამოვიძახოთ.
-არა არა მე შემიძლია ვატარო მანქანა-ერთდროულად წამოიძახეს ბიჭებმა.
-კაარგი-ვთქვით და ისე გავნაწილდით როგორც მოსვლის დროს.
-ალექსანდრე-ალბათ ნასვამი რომ ვიყავი მაგიტო ვკითხე თორემ არ ვკითხავდი-წეღან რისი თქმა გინდოდა?
-ნუთუ ესეთი სულელი ხარ ელენე-გულდაწყვეტით თქვა.
-ვერ ვხვდები რას ამბობ.
-ვერაფერს ხვდები ვერ ხვდები რატო გიყურებ ისე როგორც არავის ვერ ხვდები რატო ვცდილობდი მთელი ერთი წლის მანძილზე შენთან დაახლოებას ვერც იმას ხვდები რომ მომწონხარ და ვერც იმას ხვდები რომ სულ შენზე ვფიქრობ.-ყვირილით თქვა.
მე ამ სიტყვებს ვიაზრებდი და შემდეგ ვკითხე:
-შენ მე მოგწონვარ?
-არა არ მომწონხარ-გაურკვევლობაში ვარ-მგონი მიყვარხარ ელენიკო-ჩაიბურდღუნა.
და აი მანქანაც ჩემს სახლთან გაჩერდა. სანამ გადავიდოდი ალექსანდრესკენ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე შემდეგ... შემდეგ წავედი და დავტოვე გაურკვევლობაში.____________________.
წინ უფრო დიდი თავები გელით ახალი პერსონაჟებით (comment)
YOU ARE READING
როგორ შეეძლო
Romanceეს ისტორია არის ელენეზე,მის მეგობრებზე და ოჯახზე...ოჯახზე რომელსაც ვერ უწოდებ ოჯახს. მაგრამ როდესაც ის გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება...