უკვე მეშინია თითქმის ერთი კვირაა ის სიზმარი მაღვიძებს მგონი რაღაცას უნდა ნიშნავდეს. დღეს ვნახე ისევ მისი ცისფერი თვალები.
არასდროს მიყვარდა იმ ბრბოში გარევა რომელსაც უნივერსიტეტის ,,სასტავი'' ჰქვია. უნივერსიტეტი დაყოფილია ეგრედწოდებულ სასტავებად რომელშიც სხვადასხვა ფენის ადამიანები შედიან.
1.თავში ავარდნილი მამიკოს გოგონები. (არასდროს მომწონდა მათი საქციელები ჰგონიათ რომ მთელი მსოფლიო მათ ირგვლივ ტრიალებს)
2.ჩემნაირი გოგონები რომლებიც არავის ეტენებიან და შესაბამისად პრობლემებიც არ აქვთ.
3.წიგნის ჭიები (ესენი ხშირშემთხვევაში მარტოც არიან)
დღეს პირველი ლექცია მათემატიკა გვაქვს ვერ ვიტან ამ ქალს და ვერც საგანს მაგრამ არც ისე ცუდად გამომდის. მაგრამ არც ისე გამომდის როგორც ,,მათ'' უნდათ.
აუდიტორიაში შევედი და ალექსანდრე დავინახე მისგან რაც შეიძლება შორს დავჯექი იმ საღამოს შემდეგ არც გვილაპარაკია რა იქნება საერთოდ არაფერი ახსოვდეს.
შემოვიდა ჩვენი ლექტორი და დაიწყო ლექცია.10 წუთის შემდეგ იღება კარი და შემოდის ქერათმიანი გოგონა. ყველანაირი მისალმების გარეშე შემოაბიჯა.
-უკაცრავად ქალბატონო-დაიწყო მზიამ (ლექტორმა)
-მე მომმართავთ? არ არის საჭირო ოფიციალურობა მილენა დამიძახეთ-ირონიულად უთხრა აჰაა ესეიგი მილენა.
-მისმინე მილენა აქ არასდროს მინხიხარ და ჩემს ლექციაზე დაგვიანება ყველამ იცის რომ არ არის სასურველი-ნელ-ნელა მისკენ მიდიოდა.
-აჰაა იცით...ალბათ იმიტო არ გყავართ ნანახი რომ დღეს გადმოვედი. და იმიტომ დავაგვიანე რომ დეკანთან ვიყავი თქვენთან რომ შემოვსულიყავი.-არანაკლებ გაღიზიანებით უთხრა მილენამ.
-ნუტლიკინებ! ჯერ ეს რა გაცვია-ზიზღით შეხედა არადა ულამაზესად ეცვა.
-იცით არამგონია ჩემი ტანსაცმელი ლექციის ჩატარებისთვის ხელს გიშლიდეთ და თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ წახვიდეთ და დატოვოთ სამსახური.ისედაც ლექტორობა საპასუხისმგებლო საქმეა და გაუნათლებელი ლექტორები არაფერში სჭირდება მომავალ თაობას-მზია ამრეზით უყურებდა სადაცაა აფეთქდება.-რაში გამოიხატება თქვენი გაუნათლებლობა? ადამიანი რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში ჩაცმულობას ყურადღებას აქცევს და მითუმეტეს უარყოფითად საზოგადოებაში არანაირი სიტყვის უფლება არ აქვს.ასეთმა ადამიანმა საერთოდ როგორ უნდა ასწავლოს ბავშვებს ადამიანობა.
-დაბრძანდი და მეტჯერ აღარ დააგვიანო-ვაუვ
ღმერთოჩემო პირდაპირ ალექსანდრეს გვერდით რატო დაჯდა. ნეტა მე დავმჯდარიყავი.
ორი ლექციის შემდეგ მე და ნინი კაფეტერიაში წავედით სადაც ბიჭები დავინახეთ და მათთან დავჯექით.
-აბა როგორ ხართ.-იკითხა დემემ.
-კარგად შენ რატომ ხარ ასეთი მოწყენილი იმ გოგომაც უარი გითხრა?-უთხრა ნინიმ და წვენი მოსვა.
-სხვათაშორის რომ მოვინდომო ყველას შევუყვარდები.
-კარგი დემეტრე გვჯერა-თქვა ალექსიმ და გაიცინა რა საყვარელია როცა იცინის.
-აბა ახალ გოგოზე რას იტყვით ამბობენ ძალიან უკარებააო-თქვა ალექსიმ ნეტა ამას რატო დააინტერესა ის მილენა.
-ჩემთვის უკარება არავინაა-საზურგეს მიაწვა დემე.
-მგონი ,,ჩემთვის ყველა უკარებაა'' უნდა გეთქვა-უთხრა ანდრიამ.
-ჰაჰ გავიცინო? სხვათაშორის არა ნახე მაგ გოგოს თავი თუ არ შევაყვარო.-თქვა დემეტრემ თავდაჯერებით.
-კარგიი?-კითხვასავით ჟღერდა ანდრიას პასუხი-თუ მილ... მილენას თავს შეაყვარებ გაღიარებთ. ყველამ დავეთანხმეთ ამ მოსაზრებას აქ დიიიდი ამბები გველის.___________
______________
დააკომენტარეთ თუ მოგწონთ. და ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი?
✨✨✨
YOU ARE READING
როგორ შეეძლო
Romanceეს ისტორია არის ელენეზე,მის მეგობრებზე და ოჯახზე...ოჯახზე რომელსაც ვერ უწოდებ ოჯახს. მაგრამ როდესაც ის გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება...