7თავი

169 6 1
                                    

მოსაღამოვდა როცა ტელეფონის ზარის ხმა გავიგე. უცნობი ნომერი იყო არასდროს მიყვარდა უცხოებთან ლაპარაკი მითუმეტეს ტელეფონით. მაგრამ რატომღაც ვუპასუხე.
-გისმენთ?
-ელენიკო ქვემოთ გელოდები ჩამოდი.
-რა? რატო?
-დემეტრესთან მივდივართ მილენა უნდა გაგვაცნოს.-თურმე რაში ყოფილა საქმე.
-კარგი ხუთ წუთში ჩამოვალ.

ასე სწრაფად არასდროს მოვმზადებულვარ რაღაცნაირად ძალიან მინდოდა ახალი კურსელის ნახვა რომელმაც ჩვენი მანანა ზრდილობიანად ,,მიასვა''. არა მართალი ხართ ცოტა კი მეშინოდა ალექსის გვერდით ყოფნა მაგრამ ის სიჩუმე უფრო მაშინებდა რომელიც ჩვენს შორის გარდაუვალი იყო. უკვე ხუთი წუთია სწორედ ამ სიჩუმეს ვუსმენ არ ვიცი რა ვთქვა ბოლოს ისევ მან დაიწყო.
-ელენე...იმ დღეს საღამოს კლუბში...
-არაუშავს უბრალოდ მთვრალი იყავი.
-არა ელენე რაც იმ ღამეს გითხარი არაფერია ტყუილი უკვე ორი წელია შორიდან გიყურებ რამდენჯერ ვცადე შენთან დალაპარაკება მაგრამ ვერ შევძელი. ვიცი...ვიცი რომ ეს უკვე მოწონება აღარ არის და ამაში საკუთარ თავსაც ვუტყდები უბრალოდ მინდა იცოდე...ელენე შემომხედე!-დახრილი თავი ამაწევინა-მინდა იცოდე რომ მიყვარხარ.-ისევ გზას გახედა-მაგრამ შენ სხვა მოგწონს-დაიჩურჩულა ძლივს გავიგე.

არაფერი მითქვამს უფრო სწორად ვერ ვუთხარი. კიდევკარგი მალე მივედით დემეტრესთან სადაც ყველა იყო ჩვენს გარდა ქერა თმასაც კი ვხედავდი. მივედი ყველას მივესალმე და იმ გოგოს პირდაპირ დავჯექი. თვალებში შევხედე. არა...არა ეს ის თვალები ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ჩავხედე მოიცა ზუსტად ის თვალებია.მისი ცისფერი თვალები. ულამაზესი თვალები. ფიქრებიდან ნინის ხმამ გამომიყვანა.
-აბა მილენა მოგვიყევი შენზე.
-მილენა სმიტი... გაგიკვირდათ ხო? ჩემი მშობლები ამერიკელები არიან მხოლოდ დედაჩემის დედა არის ქართველი და სწორედ მან დამარქვა ეს სახელი. ქართულს ბებო მასწავლიდა ხოლმე და ერთი წლის წინ აქ ვიყავი მაგრამ შემდეგ ისევ დავბრუნდი ამერიკაში. სიმართლე გითხრათ საქართველო არ მომწონს უფროსწორად მათი ხალხი-ამაზე ყველამ ერთდროულად თვალებ დაჭყეტილი გავხედეთ და რა შეწყვეტდა მის მონოლოგს რომ არა ტელეფონის ზარი- აი კიდევ ერთი მაგალითი-თქვა უპასუხა და სპიკერზე ჩართო.
-გისმენ გიორგი
-გამარჯობა მილენაჩკა
-რა გინდა.
-ნუ ხარ ეგეთი ბრაზიანი რაღაც უნდა მეთქვა.-პაუზის შემდეგ გააგრძელა-იცი დღეს სიზმარში გნახე.
-ვაა მერე რა ხდებოდა?-დაეჭვებით კითხა მილენამ.
-შენც კარგად ხვდები რაც ხდებოდა.
-აჰაა უკვე ისეთ დღეში ხარ სიზმრებიც კი გესიზმრება?-ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ გოგოს თუ შეეძლო ამხელა ირონიის მართვა. ეს თქვა თუ არა ეგრევე გათიშა.
-აბა კიდევ გაქვთ კითხვები?
-ყველაზე კარგი რჩევა რა მიგიღია.-კითხა დემეტრემ.
-იცი მე უმეტესად რჩევებს გავცემ მაგრამ არც სხვის რჩევებს ვტოვებ გაუთვალისწინებლად.-თქვა და ორ წამში გააგრძელა.-შენ რა რჩევას მომცემდი ამ მომენტში?
-ეცადე არ შეგიყვარდე-ძალიან სერიოზულად ჟღერდა. პასუხად მილენამ ისე გულწრფელად გაუღიმა რომ მეტიც არ შეიძლებოდა.

როგორ შეეძლო Where stories live. Discover now