ალექსანდრე ღიმილით შემხვდა. არა ღიმილი ნამდვილად უხდება.
-აბა ელენიკო როგორ ხარ- ისევ ელენიკო პატარა ბავშვივით მომმართავს.
-ელენიკო არა ელენე და რავი შესანიშნავად-ვუთხარი და თან ყალბი ღიმილი ვაჩუქე.
-მეც კარგად-ჩაილაპარაკა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ისე რას ვერჩი კარგი ბიჭია თან სიმპატიური.
არასდროს მიჭირდა ხალხთან კომუნიკაცია მაგრამ ახლა რა მჭირს ვერაფერს ვამბობ. რამდენიმე წუთში ისევ მან განაგრძო:
-მომიყევი რამე შენზე ელენიკო-,,ელენიკო'' ჩუმად ჩაილაპარაკა.
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?-ინტერესით ვიკითხე.
-რავიცი... შეყვარებული გყავს?- მკითხა და ინტერესიანი მზერა მომანათა.
-არა შეყვარებული არ მყავს მაგრამ არის ერთი რომელიც მომწონს.-ვინაა ელენე ვინააა რაებს ბოდიალებ.
ამ ყველაფერზე კარგიაო მითხრა და ისევ გზისკენ გაიხედა. რაღაცნაირი უფრო სიმპატიურია არა როცა საჭესთანაა მგონი კი.
როგორც იქნა მივედით. დემეტრეს ბინაში ავედით ალექსანდრემ კარი პირდაპირ შეაღო. და დავინახე ნინი,ანდრია, დემეტრე და კიდე ვიღაც გოგო. ყველას მივესალმე ის გოგო გავიცანი თურმე მარიამი ჰქვია და ალექსანდრეს დაა.
-აბა რა ვქნათ?-თქვა დემეტრემ.
-ფილმს ვუყუროთ.-თქვა მარიამმა და ტაში შემოჰკრა .
-კარგი ოღონდ ჰორორს სხვა ჟანრი არ მომწონს.-ვთქვი მე და ყველას რეაქციას დაველოდე.
-კაი ვუყუროთ მაგრამ არ გვინდა მერე შენი კივილები.-მითხრა დემეტრემ.
-ელენეს არასდროს ეშინია ფილმების-თქვა ნინიმ არა მიცნობს ეს გოგო რა.
-მოდი მე ავარჩევ ფილმს და ელენეს ელენიკოს-მკვლელი მზერით გავხედე-ელენეს თუ არ შეეშინდება ვაღიარებ.
-კარგიიიიი-სიტყვა გავწელე.რაღაც ფილმი ჩართეს ყველა კადრში ხტებოდნენ უცნაური არსებები. მარიამი ალექსანდრეს ეხუტებოდა რა კარგი და ძმური ურთიერთობა აქვთ. ანდრია ნინის. დემეტრე ბალიშს რაო ბიჭმა არ დაიწყოთ კივილიო და ახლა მე მეხვერწება გამორთეო.
-ვაიმე გამორთე რააა-ყვირის დემეტრე- თვალს რომ გავახელ გამორთული იყოს.
-აჰაა გამოვრთე ნუ წუწუნებ რაო რაო არ იკივლოო და არ შეგეშინდესო?- წარბაწევით ვუთხარი.
-კაი ხო კაი შენ გაიმარჯვე.
-ახლა რა ვქნათ? -იკითხა ნინიმ-დიახ დიახ მართალი ხართ უნდა დავლიოთ-ეს გოგო სულ დალევ ასე როგორ ფიქრობს არადა ორ ჭიქში თუ გაიტან ოთახიდან თორე ისე ვერ უძლებს.
-კაი ბაზარი არაა დავლიოთ.-დაეთანხმა ანდრია
ბევრი დავლიეთ.უფროსწორად დალიეს. ნინი ანდრიამ ოთახში შეიტანა.
-მე და ნინი დღეს აქ დავრჩებით-თქვა ანდრიამ.
-კარგი მე წავალ.-ვთქვი და ფეხზე ავდექი.
-მე წაგიყვან-მითხრა ალექსიმ რომელიც ბარბაცებდა.
-არა ჯობს შენც აქ დარჩე მე და ელენე წავალთ ტაქსით-თქვა მარიამმა
მეც დავეთანხმე და ტაქსით წავედით სახლებში. თამუნას(ნინის დედას) დავურეკე რომ ნინი ჩემთან რჩებოდა და უბრალოდ დავიძინე._____________________________________
გაგრძელება კიდე იქნება. დააკომენტარეთ თუ ვინმე კითხულობს. 💕💕
YOU ARE READING
როგორ შეეძლო
Romanceეს ისტორია არის ელენეზე,მის მეგობრებზე და ოჯახზე...ოჯახზე რომელსაც ვერ უწოდებ ოჯახს. მაგრამ როდესაც ის გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება...