-გიპოვე.
-რა?
-გიპოვე ალექსანდრე ვიპოვე ადამიანი რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი. ვიპოვე გრძნობა ჩემში რომელიც მთლიანად შენ გეკუთვნის. და კი ალექს მე შენ მიყვარხარ-გაოგნებული მიყურებდა შემდეგ კი ისე მომხვია ხელები ლამის გამჭყიტა.
-აბაა მოდით რამე გავაკეთოთ-იყვირა დემეტრემ. რაზეც მე და ალექს გაგვეცინა და მათთან გავედით. ყველა იქ დაგვხვდა მილენა ისეთი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა მგონი რაღაც სასწაული მოხდა.
-რა ვქნათ?
-პიცა გამოიძახეე-დიახ ეს კუჭის მონა ნინი იყო.
-კარგი აზრია-ორმა ერთნაირმა როგორ იპოვეს ერთმანეთი ნეტა.
-მოკლედ სანამ მოვა რამე ვითამაშოთ.
-რა? სიმართლე თუ მოქმედება-ირონიული ალექსი ჯერ არ მინახავს-მოძველდა ეგ ძმაო.
-არა მოდი truth or drink ვითამშოთ-მილენას ეტყობოდა არ ესიამოვნა ეს წინადადება რაც დემემ შეამნია და გააგრძელა-გოგონებმა თუ გინდათ წყალი მოწრუპეთ.-ამაზე უკვე მილენა გასწორდა.
-უი საყვარელო რატოომ?-სიტყვა გაწელა გოგონამ-თუ სუპერმარკეტიდან არ გატანდნენ ალკოჰოლს ვერ მითხარი? მე მოვიტანდი-სრული სერიოზულობით თქვა და დემეს მიუბრუნდა რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა. მართალია საერთოდ არ ვსვამ და არ ვარ მოყვარული მაგრამ გოგონების დამცირებას არ ვაპატიებდი და მეც დავეთანხმე.
-კარგი მე დავიწყებ.-თქვა დემეტრემ და მილენას მიუბრუნდა-შეყვარებული გყავს და თუ გყავს ვინ არის.
-ნუ კარგი თუ სიმართლეა სიმართლე იყოს მაგრამ ერთი წუთით დახმარება მჭირდება-ტელეფონი აიღო და ვიღაცასთან დარეკა მალე კაცის ხმაც გაიგონა და დაიწყო საუბარი.
-ჰეი. მამა მოკლედ რაღაც უნდა გკითხო რამდენი შეყვარებული მყავს ხომ იცი სულ მერევა და შენ ხომ გახსოვს არა?
-წინა კვირას რომელს დაშორდი?
-მოიცა მოიცა. არა გუშინწინ დავშორდი ჯეიმსს.
-აბა მოიცა ჩამოვთვალოთ. ქართველებით დავიწყოთ ლუკა, ნიკა, გიო?
-არა არა გიო არა.
-აი ზუსტად გამოდის 4. საყვარელო რახდება აბა ახალი. მომიყევი საქართველო მოგწონს. კარგი ბიჭები არიან?
-ახალი...ახალი რაარის და იმან მომწერა მომენატრეო.
-რომელმა ტონიმ?
-არა
-დანიმ?
-არა ეგ რომელია.
-აი ის ქერა.
-ვაიმე კაი კაი წავედი დაგირეკავ ცოტახანში და კიდევ საერთოდ არ არიან კარგი ბიჭები.
-ბევრს მოსწონხარ?
-საკმაოდ. წავედი.-და გაუთიშა.
-მოკლედ ოთხი შეყვარებული მყავს.
-მოიცა მამაშენს ეგრე ელაპარაკები?
-აბა როგორ ველაპარაკო.
ამ დროს კარებზე ზარი იყო მივხვდი თ რომ პიცა მოვიდა და ყველაფერი დაგვავიწყდა ყველამ დავიწყეთ ჭამა მილენას გარდა.
-გოგონი შენ რატო არ ჭამ? არ თქვა რომ დიეტაზე ხარ.
-ჰაჰ არა ვეგანი ვარ.-ყველამ გაკვირვებული გავხედეთ თურმე საერთოდ არ ქონია ქართულ საკვებს იმის შანსი რომ აზრი შეაცვლევინოს.
-კარგი ახლა ჩემი ჯერია-მილენამ გამომხედა-აბააა ელენე. შენ და ალექსი ერთად ხართ?-ცოტახანი დამელოდა და მერე გააგრძელა-არა მე თვითონ ვიტყვი კი ერთად ხართ ახალი წყვილი გვყავს.
-საიდან იცი?-ჩაერია ალექსი.
-ნიცას თვალები მეუბნება რომ იპოვა.-თქვა თვალი ჩაგვიკრა და წავიდა ჩანთის ასაღებად-მოკლედ მე დაგტოვებთ და ხვალ გნახავთ იმედია.
-მოიცა მე წაგიყვან-როგორც იქნა გაახსენდა მისი მისია დემეს.
-არა მე შენ წამიყვანო? უი უი დამავიწყდა თქვენ ხომ არ მიცნობთ.-თქვა და გავიდა.
-აბა რას ფიქრობთ? მილენა მგონი კარგი გოგოა.
-რავიცი რაღაცნაირად თავისებურია. და დემე შენ თავი უნდა შეაყვარო თუ შეაძულო ბიჭო.
-ზუსტად მაგ თავისებურმა გოგომ მიმახვედრა რომ მიყვარდი.
-უი უი მოყევით აბა რა მოხდა.-დემეტრე დაინტრიგდა.
-რა უნდა მომხდარიყო მხოლოდ შენ დარჩი მარტო დემე.
-მოიცა მოიცა მალე არც მე ვიქნები მარტო და არც მილენა-თვალი ჩაუკრა ალექსის.
-სულ მინდოდა მილენასნაირი მამა მყოლოდა.-თქვა ნინიმ
-ვერ ვხვდები როგორ უნდა ელაპარაკო მამას ეგეთ თემებზე.-ჩაიბურდღუნა დემემ-ტიპს ოთხი ბიჭი ყავს ერთდროულად.
-თავს დავდებ არცერთი არც კი მოსწონს.
-ისე დემე აღიარე რომ ლამაზი გოგოა.
-რათქმაუნდა ლამაზი გოგოა. ქერა თმა, ცისფერი თვალები, ლამაზი ტანი და მრგვალი ფორმები.
დიალოგი მალე დავამთავრეთ და დავიშალეთ ალექსიმ მომიყვანა სახლში ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ. მილენაზე ვფიქრობ. სხვათაშორის მეც ხშირად მინდოდა მილენასნაირი გამგებიანი მამა მყოლოდა მაგრამ ისიც კი არ ვიცი როგორ შეხვდება ჩემსა და ალექსის ამბავს.
ამ ფიქრებში ჩამეძინა და სიზმარში ისევ მილენა ვნახე ახლა უკვე მის მთლიან სხეულს ვხედავდი. მის თვალებს ვხედავდი ცისფერ თვალებს... მერე მერე წავიდა და მისი თვალები ზღვისფერი გახდა.
გამეღვიძა. და მგონი რაღაც მჭირს ამ ბოლო დროს ზედმეტად მალე ვემზადები ახლა უკვე უნივერსიტეტის ეზოში ვდგავარ და ვემზადები მის ბრბოში შესასვლელად. პირველი ისევ მათემატიკა და მანანა გვაქვს. ეზოში ნინი და ბიჭები დავინახე და მათთან მივედი. ალექსის გვერდით დავდექი და ვიკითხე.
-რა ვქნათ არ შევდივართ ხომ იცით მანანა მოგვკლავს.-ყველა უსიტყვოდ წამომყვა მივუახლოვდით აუდიტორიას სადაც კარებთან მჯდარი მილენა დავინახეთ.
-მილე აქ რას აკეთებ? კარგად ხარ?-ჰკითხა დემემ.
-კარგად ვარ უბრალოდ ველოდები როდის დაიწყება ლექცია.
-მერე შიგნით შემო აქ რას ზიხარ.
-არა არა მანანამ უნდა დამინახოს რომ აქ ვზივარ და მერე ათ წუთში შემოვალ.
-გიჟი ხარ რა.-გამეცინა-არამგონია დღეს რამე გითხრას ტანსაცმელზე.
-ვათქმევინებ-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
მართლაც რომ ათ წუთში შემოვიდა მილენა და უსიტყვოდ აპირებდა დაჯდომას როცა მანანამ შეაჩერა.
-პატარა ქალბატონო.
-ვერ ვხვდები თქვენ მათემატიკის ფორმულები დაიმახსოვრეთ და ის ვერა რომ თქვენი ქალბატონი არ ვარ?!
-მისმინე ათი წუთი დააგვიანე და მგონი ჭკუა გისწავლია უნივერსიტეტის შესაბამისად ჩაგიცვამს.
-ეს იმიტომ არ მაცვია რომ თქვენ მითხარით.ესეც ჩემი სტილის ნაწილია და რომ დაცხეს შემიძლია-მაისურის ბოლოებს მოკიდა ხელი გასაძრობად.
-მოიცა მოიცა სირცხვილია.
-რაიყო გგონიათ რომ არ აქვთ ნანახი?-ჩაეცინა მილენას.
-ჰაჰ ნანახი ექნებათ მაგრამ შენი არა.
-რატომ ხართ ესეთი დარწმუნებული ქალბატონო მანჩო უი თუ მანო.
-მანანა!! დაბრძანდი.
მილენა დემეს გვერდით დაჯდა და რაღაცაზე საუბრობნენ უფროსწორად ყველაფერზე მათემატიკის გარდა.___________
თუ ვინმე კითხულობთ და მითუმეტეს თუ მოგწონთ დააკომენტარეთ✨✨✨
YOU ARE READING
როგორ შეეძლო
Romanceეს ისტორია არის ელენეზე,მის მეგობრებზე და ოჯახზე...ოჯახზე რომელსაც ვერ უწოდებ ოჯახს. მაგრამ როდესაც ის გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება...